უკრაინული მედია - უკრაინის საგარეო უწყება საქართველოში ელჩის დანიშვნის წინააღმდეგი იყო, თუმცა ზელენსკის ადმინისტრაციამ სხვა გადაწყვეტილება მიიღო
საქართველოში ელჩის დაბრუნებას უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში არ მიესალმებიან. ინფორმაციას ამის შესახებ „ევროპეისკაია პრავდა" ავრცელებს.
როგორც გამოცემის მთავარი რედაქტორი საავტორო სტატიაში წერს, უკრაინას საქართველოში ელჩი 2022 წლის ივნისიდან აღარ ჰყავს წარმოდგენილი. ცოტა ხნის წინ კი, პრეზიდენტმა ზელენსკიმ ხელი მოაწერა მიხაილ ბროდოვიჩის საქართველოში ელჩად დანიშვნას. თუმცა, როგორც ავტორი აღნიშნავს, ეს გადაწყვეტილება მრავალ კითხვას ბადებს თავად უკრაინელებისთვის.
როგორც სტატიაშია აღნიშნული, პროტოკოლის მიხედვით, ელჩმა მუშაობის დაწყების წინ, რწმუნებათა სიგელი უნდა გადასცეს საქართველოს პრეზიდენტს, რაც უკრაინის მიერ მიხეილ ყაველაშვილის ლეგიტიმურობის აღიარება იქნება და რისგანაც ამ დრომდე ოფიციალური კიევი თავს იკავებდა და „სტრატეგიულ დუმილს" ინარჩუნებდა.
უკრაინული მედიის ცნობით, საგარეო საქმეთა სამინისტრომ რეკომენდაცია მისცა პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის თავი შეეკავებინა ასეთი ნაბიჯისგან, თუმცა, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ სხვაგვარი გადაწყვეტილება მიიღო.
როგორც რედაქტორი წერს, ჯერჯერობით უცნობია რეალურად გაემგზავრება თუ არა ელჩი თბილისში, რამდენადაც ელჩის დანიშვნაზე საქართველოს საპასუხო რეაგირება, თითქოს განზრახ უბიძგებს კიევს შეაფერხოს ეს პროცესი.
როგორც „უკრაინსკაია პრავდას" დიპლომატიურ უწყებაში არსებული წყარო უყვება, ჯერ კიდევ გასული წლის დასაწყისში კიევმა თბილისს შეუთვალა, რომ მიხაილ ბროდოვიჩის ელჩად დანიშვნას გეგმავდნენ, რაზეც თბილისიდან დადებითი პასუხი იყო, თუმცა უკრაინას ელჩის გაგზავნა არ უჩქარია.
წყარო გამოცემასთან ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ მიხაილო ბროდოვიჩი გამოცდილი დიპლომატია, რომელსაც საკონსულო სამუშაოს დიდი გამოცდილება აქვს. მისი თქმით, ეს სწორედ ისაა, რაც ახლა საქართველოშია საჭირო, რადგან ერთია, რომ საქართველოს რუსეთის ომს გამოქცეული უკრაინელები აფარებენ თავს, ასევე, არსებობს კიდევ ერთი გამოწვევა, რუსეთი სწორედ საქართელოდან ახორციელებს უკრაინელთა დეპორტაციას.
„ეს ხალხი ხშირად ხვდება სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე დოკუმენტების გარეშე, რომელთაც გაძლიერებული საკონსულო დახმარება ესაჭიროებათ. ხშირ შემთხვევაში, ამ საკითხების გადაჭრა ყველაზე მაღალ დონეზეა საჭირო, რისთვის სწორედ ელჩი გვჭირდება", - განუცხადა წყარომ უკრაინულ მედიას.
თუმცა, დიპლომატიური უწყების წარმომადგენელი აცხადებს, ელჩის დანიშვნა არ შექმნის ახალ პრეცედენტს, რამდენადაც ევროკავშირის სახელმწიფოებმაც გადადგეს მსგავსი ნაბიჯი და მათმა ელჩებმა, მაგალითად, საფრანგეთის ელჩმა მიხეილ ყაველაშვილს გადასცა რწმუნებათა სიგელი.
ჩვენ პრეზიდენტის ოფისს ჩვენი ანალიზი წარვუდგინეთ პოტენციურ ნაბიჯებზე, სადაც ელჩის დანიშვნის ვარიანტი ნახსენები იყო, თუმცა არა როგორც ჩვენი შეთავაზება. პირიქით, ჩვენ რეკომენდაციას გავცემდით შემოვფარგლულიყავით ნაბიჯებით, რომლებიც არ იქნებოდა აღქმული როგორცბ საქართველოს პრეზიდენტის აღიარება", - განაცხადა დიპლომატმა.
ამასთან, დიპლომატიურ უწყებაში აცხადებენ, რომ ამ დრომდე არ მიუღიათ ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ აირჩია პრეზიდენტმა ზელენსკიმ ეს გზა.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ 26 იანვარს საქართველოში უკრაინის ახალი ელჩის დანიშვნის შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა. საქართველოში უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად მიხაილო ბროდოვიჩი დაინიშნა.
უკრაინამ საქართველოდან ელჩი 2022 წლის პირველ მარტს გაიწვია. განცხადება ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გააკეთა.
„დაუყოვნებლივ ვიწვევთ ელჩს საქართველოდან მოხალისეებისთვის ხელის შეშლისთვის, რომლებსაც სურთ ჩვენი დახმარება და სანქციებთან დაკავშირებით ამორალური პოზიციისთვის", - განაცხადა ზელენსკიმ.
მსგავსი სიახლეები
„მოსკოვის მექანიზმის'' მსგავსი ინიციატივის წარმდგენები ქართველი ხალხის მიმართ არასათანადოდ განწყობილი ქვეყნები არიან''- პრემიერი
პრემიერი - ჩვენ უკვე მრავალი წელია წარმატებით ვახერხებთ საქართველოს სახელმწიფო სუვერენიტეტის დაცვას და ამას განვაგრძობთ მომავალშიც
ირაკლი კობახიძე არასამთავრობო სექტორზე - თუ პოლიტიკური აქტივობა უნდათ, კეთილი ინებონ და ეს ყველაფერი გააკეთონ ქართული საზოგადოების და არა უცხოური ძალების მხარდაჭერით
,,კანონი ადგენს, რომ პოლიტიკა გარედან არ უნდა ფინანსდებოდეს''- პრემიერი
ირაკლი კობახიძე - დღეს მდგომარეობა ძალიან მძიმეა ევროპულ ბიუროკრატიაში, თუ იქნება გარდამტეხი ცვლილებები, ამ შემთხვევაში, მიდგომაც შეიცვლება ქართველი ხალხისა და ჩვენი სახელმწიფოს მიმართ
,,თბილისის სახელმწიფო და ტექნიკური უნივერსიტეტების გაერთიანება განათლების ხარისხის გაუმჯობესებისკენაა მიმართული''- პრემიერი
,,იმ შეხვედრებიდან, რომლებიც უკვე გაიმართა, ვფიქრობთ, არსებობს სივრცე ფასების შემცირებისთვის''- პრემიერი
,,ნებისმიერი დაფინანსება, რომელიც დაკავშირებულია პირდაპირ თუ ირიბად პოლიტიკასთან, უნდა იყოს გამჭვირვალე საზოგადოებისთვის''- პრემიერი
უკრაინული მედია - უკრაინის საგარეო უწყება საქართველოში ელჩის დანიშვნის წინააღმდეგი იყო, თუმცა ზელენსკის ადმინისტრაციამ სხვა გადაწყვეტილება მიიღო
ანიტა ჰიპერი - გრძელდება საუბრები სანქციებზე მათ წინააღმდეგ, ვინც პასუხისმგებელია “ქართული ოცნების” დემოკრატიულ უკუსვლასა და ადამიანის უფლებების დარღვევებზე
ეს რადიკალების და მათი მოკავშირე NGO-ების მხრიდან კიდევ ერთი საცირკო სანახაობა, ხელოვნურად დადგმული პროცესის გაგრძელებაა, რომლის მიზანიც საქართველოს დისკრედიტაცია და უცხო პოლიტიკური ინტერესების დაკმაყოფილებაა -ლევან კოჭლოშვილი
საქართველოში ძალიან მძიმე, ღრმა კრიზისია, რომელიც ქვეყანას პრაქტიკულად იზოლაციაში ტოვებს, რაც არ დარჩენილა ეუთო-ს ყურადღების გარეშე -გიგი წერეთელი
ჩორჩანას საქმეზე ჩემ წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები წარმოადგენს პოლიტიკურ დევნას და პირდაპირ თავდასხმას საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტზე-გახარია
საქართველოში თუ ხარჯავენ პოლიტიკური შინაარსის ფულს, კეთილი ინებონ და ქართველ ხალხს ჰკითხონ, ჩვენ არ ვართ არავის კოლონია, რომ თავის ჭკუაზე ააწყონ ყველაფერი - შალვა პაპუაშვილი
გვაინტერესებს ევროკავშირისგან, საელჩოსგან, აფინანსებდნენ თუ არა თაღლითურ სქემას ევროპული ფულით, ყალბ "ენჯეოებს" იყენებდნენ თუ არა საქართველოს კანონმდებლობის გვერდის ავლისთვის? -შალვა პაპუაშვილი
ევროკავშირის ელჩი როგორც კი იტყვის, რომ მიუღებელია პრეზიდენტის სასახლეზე შტურმი, იმ ადამიანებს, რომლებიც ამას ევროკავშირის დროშით აკეთებენ, გამოაცლის ბრიუსელის ლეგიტიმაციას -შალვა პაპუაშვილი
აშშ-ის საელჩომ დაიწყო აშშ-ში მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირება, რომლებმაც, შესაძლოა, ვიზის ვადას გადააცილეს
"ეს არის "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" ესტონეთის ოფისი, ასევე, ნინო ლომჯარიას ესტონეთის ოფისი"-შალვა პაპუაშვილი
შალვა პაპუაშვილი - გაქანებული თაღლითური სქემებია შუაგულ ევროპაში საქართველოს წინააღმდეგ - პოლიტიკური პროცესების დასაფინანსებლად, ძალის წესებით მოქმედებენ
ლევან ჟორჟოლიანი - დისტრიბუტორებთან და მწარმოებლებთან შეხვედრისას გამოიკვეთა, რომ ერთ-ერთი ყველაზე მწვავე პრობლემა მდგომარეობს ე.წ. ქეშბექებში