,,ეს თარიღი ჩვენი ქალაქის განვითარების უმნიშვნელოვანეს ეტაპს გვახსენებს''- ირაკლი კობახიძე
დღეს დედაქალაქის სატრანსპორტო სისტემა მეტროს გარეშე წარმოუდგენელია. მას ყოველდღიურად ნახევარი მილიონი თბილისელი თუ დედაქალაქის სტუმარი გადაჰყავს. ამიტომ, ჩვენი ვალია, სისტემის სრულად გამართული და უსაფრთხო მუშაობა უზრუნველვყოთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მეტროს 60 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, სწორედ ამ პასუხისმგებლობით განაახლა მერიამ კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა. მთლიანად შეიცვალა 560 კილომეტრი ძალოვანი სადენები და სავენტილაციო სისტემები. აქტიურად მიმდინარეობს სადგურების რეაბილიტაცია და ეს პროცესი კიდევ 12 სადგურს შეეხება.
„დღეს ნამდვილად ისტორიული დღეა ჩვენი ქვეყნისთვის. აღვნიშნავთ თბილისის მეტროპოლიტენის დაარსებიდან 60 წწლისთავს. ეს თარიღი ჩვენი ქალაქის განვითარების უმნიშვნელოვანეს ეტაპს გვახსენებს. დღეს მსოფლიოში 210-ზე მეტი მეტროპოლიტენის სისტემა მუშაობს. თბილისის მეტრო, გახსნის მომენტისთვის, მსოფლიოში 26-ე იყო. 1965 წლის 28 ნოემბერს ხაზზე პირველი საცდელი მატარებელი გავიდა, რაც იყო გამარჯვება თითოეული ქართველისთვის და სიამაყის საგანია დღემდე ჩვენთვის.
მეტროპოლიტენის შექმნის ისტორია არაერთ პოლიტიკურ თუ საინჟინრო გამოწვევას, დიდ შრომას და ძალისხმევას უკავშირდება. 1966 წელს პირველმა მატარებელმა დაიწყო მგზავრთა გადაყვანა. მას შემდეგ მეტრო ცოცხალი ორგანიზმივით იზრდებოდა. დაემატა საბურთალოს ხაზი, სადგურები ერთმანეთს დაუკავშირდა. ჩვენი ხელისუფლების პირობებში კი, 2017 წელს, წარმატებით დავასრულეთ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე რთული პროექტი - გავხსენით რიგით 23-ე სადგური, „სახელმწიფო უნივერსიტეტი", აღვადგინეთ 3.5-კილომეტრი სიგრძის გვირაბები. დღეს დედაქალაქის სატრანსპორტო სისტემა მეტროს გარეშე წარმოუდგენელია. მას ყოველდღიურად ნახევარი მილიონი თბილისელი თუ დედაქალაქის სტუმარი გადაჰყავს. ამიტომ, ჩვენი ვალია, სისტემის სრულად გამართული და უსაფრთხო მუშაობა უზრუნველვყოთ.
სწორედ ამ პასუხისმგებლობით განაახლა მერიამ კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა. მთლიანად შეიცვალა 560 კილომეტრი ძალოვანი სადენები და სავენტილაციო სისტემები. აქტიურად მიმდინარეობს სადგურების რეაბილიტაცია და ეს პროცესი კიდევ 12 სადგურს შეეხება. პარალელურად, სისტემას ემატება ევროპული სტანდარტის 111 ახალი ვაგონი, რაც მგზავრობას ბევრად კომფორტულს გახდის.
თბილისის მეტროს გამართულ და შეუფერხებელ მუშაობას ყოველდღიურად 2800 პროფესიონალი უზრუნველყოფს. პროფესიულ დღეს ვულოცავ მეტროს თითოეულ თანამშრომელს. განსაკუთრებულ პატივისცემას გამოვხატავ ვეტერანების მიმართ, რომელთა შრომაზეც დგას მეტროს ისტორია. მადლობას გიხდით მოქმედ თანამშრომლებს - სწორედ თქვენი დამსახურებაა, რომ ეს ურთულესი სტრატეგიული ობიექტი დღესაც საიმედოდ ფუნქციონირებს. კიდევ ერთხელ გილოცავთ 60 წლის იუბილეს და ყველას მინდა წარმატებები გისურვოთ", - განაცხადა პრემიერმა.
მსგავსი სიახლეები
31 იანვარს მართლმადიდებელი ეკლესია ქართველთა კეთილმორწმუნე მეფის თამარის მიცვალებას აღნიშნავს
31 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი
31 იანვარის ამინდის პროგნოზი
,,დიდი პატივია დღეს აქ დგომა და თბილისის მეტროპოლიტენის 60 წლის იუბილეს თქვენთან ერთად აღნიშვნა''- შალვა პაპუაშვილი
კახა კალაძე: 60 წლის წინ თბილისში მეტრო გაიხსნა და ამით დაიწყო დედაქალაქის თანამედროვე სატრანსპორტო ისტორია
მიხეილ ყაველაშვილმა თბილისის მეტროს 60 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ ცხრა თანამშრომელს ღირსების ორდენები გადასცა
,,ეს თარიღი ჩვენი ქალაქის განვითარების უმნიშვნელოვანეს ეტაპს გვახსენებს''- ირაკლი კობახიძე
ენერგოომბუდსმენი ბუნებრივი აირის გაზრდილ დარიცხვებზე განცხადებას ავრცელებს
ბექა ოდიშარია - ისეთი სახელდებები, რომლებიც ჩვენს ისტორიასთან და დღევანდელობასთან აბსოლუტურ წინააღმდეგობაში მოდის, უნდა გადაფასდეს
რა საშუალებები დაგვეხმარება სეზონური ვირუსული ინფექციების სიმპტომების შემსუბუქებაში
ჩვენ რეფერენტული ფასები გვაქვს, დაახლოებით, 7000-ზე მეტ მედიკამენტზე და შესაძლებელია ამ პროცესის გაგრძელებაც ერთ-ერთი გზა იყოს, არსებობს სივრცე - მედიკამენტებზეც შემცირდეს ფასები - ლევან ჟორჟოლიანი
30 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი
30 იანვარის ამინდის პროგნოზი
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან საპროტესტო აქცია იმართება
ბათუმის მერია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა საქართველოს ეროვნული პრემიის კონკურსის გამარჯვებულები დააჯილდოვა
თბილისი 2026 წლის მსოფლიოს 10 ყველაზე ტრენდულ ტურისტულ მიმართულებას შორის დასახელდა
ცოფით მსხვილფეხა და წვრილფეხა ცხოველის სიკვდილის შემთხვევაში, მეპატრონე კომპენსაციას მიიღებს
ჟინვალი-ანანურის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარედ გოგა გულორდავა აირჩიეს