მიხეილ ყაველაშვილმა თბილისის მეტროს 60 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ ცხრა თანამშრომელს ღირსების ორდენები გადასცა

 

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა თბილისის მეტროს 60 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძისა და პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ერთობლივი წარდგინების საფუძველზე, შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის" ცხრა თანამშრომელი სახელმწიფო ჯილდოებით - ღირსების ორდენებით დააჯილდოვა.

კერძოდ, ეკონომიკის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის საქართველოს სახელმწიფო ჯილდო, ღირსების ორდენი გადაეცათ შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის" თანამშრომლებს:

შაქრო ხვედელიძეს - ელექტროდეპო გლდანის კომპრესორის მემანქანეს; გენო მშვენიერაძეს - ელექტრომომარაგების სამსახურის მორიგე ელექტრომონტიორს; ალექსი გაბინაშვილს - სიგნალიზაციისა და კავშირგაბმულობის სამსახურის ელექტრომონტიორს; ჯუმბერ შადურს - ელექტრომომარაგების სამსახურის ელექტრომექანიკოსს; გალინა შკატოვას - ელექტროდეპო გლდანის ტექნიკური განყოფილების ტექნიკოსს; აკაკი მაჭარაშვილს - ელექტროდეპო გლდანის ბრიგადირს; გივი ღამბაშიძეს - ელექტროდეპო გლდანის ზეინკალს; გურამ გაჩეჩილაძეს - სატრანსპორტო სამსახურის ავტომანქანის მძღოლს; ალექსანდრე ბიბილაშვილს - ელექტრომოძრავი შემადგენლობის სარემონტო ქარხნის მთავარ ინჟინერს.

ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, თბილისის მერი კახა კალაძე, აღმასრულებელი, საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

როგორც მიხეილ ყაველაშვილმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, მეტრო არის თბილისის მთავარი სატრანსპორტო საშუალება, რომელიც ექვსი ათწლეულის განმავლობაში აკავშირებს ქალაქის სხვადასხვა უბანს და მოქალაქეების უსაფრთხოდ გადაადგილებას უზრუნველყოფს.

„დღეს ჩვენ შევიკრიბეთ განსაკუთრებული და სიმბოლური თარიღის აღსანიშნავად, თბილისის მეტროპოლიტენის დაარსებიდან 60 წლის იუბილესთან დაკავშირებით, რომლითაც ყოველდღიურად სარგებლობს ასიათასობით ჩვენი თანამოქალაქე. მეტრო მხოლოდ ტრანსპორტი არ არის. მეტრო არის დედაქალაქის პულსი. მეტრო არის თბილისის მთავარი სატრანსპორტო საშუალება, რომელიც უკვე ექვსი ათწლეულის განმავლობაში აერთიანებს ქალაქის სხვადასხვა უბანს, მოქალაქეებს აძლევს შესაძლებლობას, დროულად და უსაფრთხოდ მივიდნენ სამსახურში, სასწავლებლებსა და საკუთარ ოჯახებში. ამ წლების განმავლობაში მეტროპოლიტენმა მნიშვნელოვანი დადებითი გავლენა მოახდინა ქალაქის განვითარებაზე. მან შეამცირა საგზაო დატვირთვა, დაზოგა მოქალაქეთა დრო, გააუმჯობესა ეკოლოგიური მდგომარეობა და ხელი შეუწყო დედაქალაქის ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებას", - აღნიშნა მიხეილ ყაველაშვილმა.

პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ყველა იმ ადამიანს, რომელიც ყოველდღიურად ზრუნავს თბილისის მეტროპოლიტენის უსაფრთხო და უწყვეტ მუშაობაზე.

„დღეს განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო თბილისის მეტროპოლიტენის 2800 თანამშრომელს - მემანქანეებს, ინჟინრებს, დისპეტჩერებს, ტექნიკურ პერსონალსა და ყველა იმ ადამიანს, რომელიც ყოველდღიურად ზრუნავს თბილისის მეტროპოლიტენის უსაფრთხო და უწყვეტ მუშაობაზე. განსაკუთრებული პატივისცემით მინდა აღვნიშნო მეტროს ვეტერანი თანამშრომლები, რომლებმაც თითქმის მთელი ცხოვრება მიუძღვნეს მეტროს განვითარებას. თქვენი შრომა არის თბილისის მეტროს ისტორია და მაგალითი ახალგაზრდა თაობისთვის. სახელმწიფოს სახელით გულწრფელ მადლობას ვუხდი თბილისის მერს, კახა კალაძეს, თბილისის მეტროპოლიტენისა და მთლიანად საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებისათვის გაწეული განსაკუთრებული ძალისხმევისთვის, რაც უკვე დადებითად აისახა ქალაქის ცხოვრებაზე. დარწმუნებული ვარ, თბილისის მერია ასეთივე შემართებით გააგრძელებს ქალაქის მეტროპოლიტენის განვითარებას, რათა ის შეესაბამებოდეს მაღალ საერთაშორისო სტანდარტებს. ძვირფასო მეგობრებო, მეტროპოლიტენის ყველა თანამშრომელს ვუსურვებ ჯანმრთელობას, წარმატებასა და კეთილდღეობას, ხოლო ჩვენს საყვარელ თბილისს მშვიდობასა და განვითარებას", - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

 

 





მსგავსი სიახლეები
31 იანვარს მართლმადიდებელი ეკლესია ქართველთა კეთილმორწმუნე მეფის თამარის მიცვალებას აღნიშნავს
31 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი
31 იანვარის ამინდის პროგნოზი
,,დიდი პატივია დღეს აქ დგომა და თბილისის მეტროპოლიტენის 60 წლის იუბილეს თქვენთან ერთად აღნიშვნა''- შალვა პაპუაშვილი
კახა კალაძე: 60 წლის წინ თბილისში მეტრო გაიხსნა და ამით დაიწყო დედაქალაქის თანამედროვე სატრანსპორტო ისტორია
მიხეილ ყაველაშვილმა თბილისის მეტროს 60 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ ცხრა თანამშრომელს ღირსების ორდენები გადასცა
,,ეს თარიღი ჩვენი ქალაქის განვითარების უმნიშვნელოვანეს ეტაპს გვახსენებს''- ირაკლი კობახიძე
ენერგოომბუდსმენი ბუნებრივი აირის გაზრდილ დარიცხვებზე განცხადებას ავრცელებს
ბექა ოდიშარია - ისეთი სახელდებები, რომლებიც ჩვენს ისტორიასთან და დღევანდელობასთან აბსოლუტურ წინააღმდეგობაში მოდის, უნდა გადაფასდეს
რა საშუალებები დაგვეხმარება სეზონური ვირუსული ინფექციების სიმპტომების შემსუბუქებაში
ჩვენ რეფერენტული ფასები გვაქვს, დაახლოებით, 7000-ზე მეტ მედიკამენტზე და შესაძლებელია ამ პროცესის გაგრძელებაც ერთ-ერთი გზა იყოს, არსებობს სივრცე - მედიკამენტებზეც შემცირდეს ფასები - ლევან ჟორჟოლიანი
30 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი
30 იანვარის ამინდის პროგნოზი
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან საპროტესტო აქცია იმართება
ბათუმის მერია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა საქართველოს ეროვნული პრემიის კონკურსის გამარჯვებულები დააჯილდოვა
თბილისი 2026 წლის მსოფლიოს 10 ყველაზე ტრენდულ ტურისტულ მიმართულებას შორის დასახელდა
ცოფით მსხვილფეხა და წვრილფეხა ცხოველის სიკვდილის შემთხვევაში, მეპატრონე კომპენსაციას მიიღებს
ჟინვალი-ანანურის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარედ გოგა გულორდავა აირჩიეს