,,თბილისის სახელმწიფო და ტექნიკური უნივერსიტეტების გაერთიანება განათლების ხარისხის გაუმჯობესებისკენაა მიმართული''- პრემიერი
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებით, თბილისის სახელმწიფო და ტექნიკური უნივერსიტეტების გაერთიანება არის ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა, რომელიც სისტემის ოპტიმიზაციას უზრუნველყოფს.
მისივე თქმით, ეს ყველაფერი ქვეყანაში განათლების ხარისხის გაუმჯობესებისკენაა მიმართული.
„თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანებას რაც შეეხება, ჩვენი გუნდის მხრიდან გაკეთდა ამაზე განცხადება. განცხადება გაახმოვანა განათლების მინისტრმა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა, რომელიც მთლიანობაში უზრუნველყოფს სისტემის ოპტიმიზაციას. რაც მთავარია, ეს ყველაფერი მიმართულია იქითკენ, რომ გაუმჯობესდეს განათლების ხარისხი ჩვენს ქვეყანაში. ყველას გახსოვთ, რომ თავის დროზე სერიოზული პრეტენზიები გვესმოდა განათლების სისტემის ფუნქციონირებასთან დაკავშირებით. მათ შორის ოპონენტები აცხადებდნენ, რომ მაგალითად, ჩვენი ახალგაზრდები ხშირად მიდიოდნენ საზღვარგარეთ, რადგან საქართველოში არ იყო უზრუნველყოფილი უმაღლესი განათლების სათანადო ხარისხი. ჩვენ დავააანონსეთ განათლების რეფორმა და უცბად გაირკვა, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი თურმე ყოფილა „ჰარვარდი", საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი - „კემბრიჯი" და ილიას უნივერსიტეტი „ოქსფორდი". რა თქმა უნდა, კამპანია, რომელსაც ოპონენტები აწარმოებენ, ისევ და ისევ სიყალბეზეა აგებული და ეს ყველაფერი მეტყველებს მათ სპეკულაციურ ბუნებაზე. რაც შეეხება კონკრეტულად ორი უნივერსიტეტის გაერთიანებას, შეგიძლიათ, დააკვრიდეთ დისკუსიას, არის მხოლოდ ზოგადი განცხადებები და არცერთი კონკრეტული განცხადება იმასთან დაკავშირებით, რა მინუსი შეიძლება ჰქონდეს ამ გაერთიანებას. პლუსი, დადებითი მხარე არის უამრავი", - განაცხადა პრემიერმა.
მსგავსი სიახლეები
„მოსკოვის მექანიზმის'' მსგავსი ინიციატივის წარმდგენები ქართველი ხალხის მიმართ არასათანადოდ განწყობილი ქვეყნები არიან''- პრემიერი
პრემიერი - ჩვენ უკვე მრავალი წელია წარმატებით ვახერხებთ საქართველოს სახელმწიფო სუვერენიტეტის დაცვას და ამას განვაგრძობთ მომავალშიც
ირაკლი კობახიძე არასამთავრობო სექტორზე - თუ პოლიტიკური აქტივობა უნდათ, კეთილი ინებონ და ეს ყველაფერი გააკეთონ ქართული საზოგადოების და არა უცხოური ძალების მხარდაჭერით
,,კანონი ადგენს, რომ პოლიტიკა გარედან არ უნდა ფინანსდებოდეს''- პრემიერი
ირაკლი კობახიძე - დღეს მდგომარეობა ძალიან მძიმეა ევროპულ ბიუროკრატიაში, თუ იქნება გარდამტეხი ცვლილებები, ამ შემთხვევაში, მიდგომაც შეიცვლება ქართველი ხალხისა და ჩვენი სახელმწიფოს მიმართ
,,თბილისის სახელმწიფო და ტექნიკური უნივერსიტეტების გაერთიანება განათლების ხარისხის გაუმჯობესებისკენაა მიმართული''- პრემიერი
,,იმ შეხვედრებიდან, რომლებიც უკვე გაიმართა, ვფიქრობთ, არსებობს სივრცე ფასების შემცირებისთვის''- პრემიერი
,,ნებისმიერი დაფინანსება, რომელიც დაკავშირებულია პირდაპირ თუ ირიბად პოლიტიკასთან, უნდა იყოს გამჭვირვალე საზოგადოებისთვის''- პრემიერი
უკრაინული მედია - უკრაინის საგარეო უწყება საქართველოში ელჩის დანიშვნის წინააღმდეგი იყო, თუმცა ზელენსკის ადმინისტრაციამ სხვა გადაწყვეტილება მიიღო
ანიტა ჰიპერი - გრძელდება საუბრები სანქციებზე მათ წინააღმდეგ, ვინც პასუხისმგებელია “ქართული ოცნების” დემოკრატიულ უკუსვლასა და ადამიანის უფლებების დარღვევებზე
ეს რადიკალების და მათი მოკავშირე NGO-ების მხრიდან კიდევ ერთი საცირკო სანახაობა, ხელოვნურად დადგმული პროცესის გაგრძელებაა, რომლის მიზანიც საქართველოს დისკრედიტაცია და უცხო პოლიტიკური ინტერესების დაკმაყოფილებაა -ლევან კოჭლოშვილი
საქართველოში ძალიან მძიმე, ღრმა კრიზისია, რომელიც ქვეყანას პრაქტიკულად იზოლაციაში ტოვებს, რაც არ დარჩენილა ეუთო-ს ყურადღების გარეშე -გიგი წერეთელი
ჩორჩანას საქმეზე ჩემ წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები წარმოადგენს პოლიტიკურ დევნას და პირდაპირ თავდასხმას საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტზე-გახარია
საქართველოში თუ ხარჯავენ პოლიტიკური შინაარსის ფულს, კეთილი ინებონ და ქართველ ხალხს ჰკითხონ, ჩვენ არ ვართ არავის კოლონია, რომ თავის ჭკუაზე ააწყონ ყველაფერი - შალვა პაპუაშვილი
გვაინტერესებს ევროკავშირისგან, საელჩოსგან, აფინანსებდნენ თუ არა თაღლითურ სქემას ევროპული ფულით, ყალბ "ენჯეოებს" იყენებდნენ თუ არა საქართველოს კანონმდებლობის გვერდის ავლისთვის? -შალვა პაპუაშვილი
ევროკავშირის ელჩი როგორც კი იტყვის, რომ მიუღებელია პრეზიდენტის სასახლეზე შტურმი, იმ ადამიანებს, რომლებიც ამას ევროკავშირის დროშით აკეთებენ, გამოაცლის ბრიუსელის ლეგიტიმაციას -შალვა პაპუაშვილი
აშშ-ის საელჩომ დაიწყო აშშ-ში მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირება, რომლებმაც, შესაძლოა, ვიზის ვადას გადააცილეს
"ეს არის "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" ესტონეთის ოფისი, ასევე, ნინო ლომჯარიას ესტონეთის ოფისი"-შალვა პაპუაშვილი
შალვა პაპუაშვილი - გაქანებული თაღლითური სქემებია შუაგულ ევროპაში საქართველოს წინააღმდეგ - პოლიტიკური პროცესების დასაფინანსებლად, ძალის წესებით მოქმედებენ
ლევან ჟორჟოლიანი - დისტრიბუტორებთან და მწარმოებლებთან შეხვედრისას გამოიკვეთა, რომ ერთ-ერთი ყველაზე მწვავე პრობლემა მდგომარეობს ე.წ. ქეშბექებში