,,კანონი ადგენს, რომ პოლიტიკა გარედან არ უნდა ფინანსდებოდეს''- პრემიერი
მაგალითად, თუ სტუდენტი იღებს სტიპენდიას, მას არ შეეხება საკანონმდებლო ცვლილებები, ამიტომ სიცრუეა, რომ ვინც რაიმე ტიპის დაფინანსებას იღებს, ყველას შეეხება აღნიშნული ცვლილებები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, კანონი ადგენს, რომ პოლიტიკა გარედან არ უნდა ფინანსდებოდეს.
„თუ კონკრეტული ადამიანი იღებს უცხოურ დაფინანსებას პოლიტიკური შინაარსის გავრცელებისთვის, ეს, რა თქმა უნდა, შეიძლება გახდეს ამ კანონის რეგულირების საგანი. პოლიტიკა არ შეიძლება, ქვეყნის გარედან ფინანსდებოდეს, ძალიან მარტივად არის აქ საქმე. კანონი ადგენს, რომ პოლიტიკა გარედან არ უნდა ფინანსდებოდეს და პოლიტიკა რა არის, ძალიან მარტივადაა ასევე კანონით განმარტებული. თუ არის პოლიტიკური შინაარსი, გარედან არ უნდა ფინანსდებოდეს. თუ ასეთ ფაქტთან გვექნება საქმე, ბუნებრივია, ამაზე გავრცელდება იმ კანონის მოქმედება, რომელსაც ჩვენ ვიღებთ,"- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
მთავრობის მეთაურის თქმით, როდესაც ქვეყნის გარედან ფინანსდება პოლიტიკური აქტივობები, სახელმწიფოს კონსტიტუციური ვალდებულებაა, რომ დაიცვას თავისი ქვეყნის სუვერენიტეტი.
„მაგალითად, პოლიტიკური შინაარსის პოდკასტი თუ ვრცელდება და, მათ შორის, მისი რეკლამირება თუ ფინანსდება ქვეყნის გარედან, ეს არის თავისი შინაარსით პოლიტიკის ქვეყნის გარედან დაფინანსება, რაც არის ქვეყნის სუვერენიტეტის პრინციპის დარღვევა. თქვენ შეგიძლიათ ჩაწეროთ პოდკასტი, ეს არის გამოხატვის თავისუფლება, მაგრამ თუ წერთ პოლიტიკური შინაარსის პოდკასტს, მაშინ არ უნდა მიიღოთ უცხოური დაფინანსება ამ პოდკასტისთვის, იმიტომ რომ ეს არის ჩარევა საქართველოს სუვერენიტეტში. მაგალითად, კანონში ძალიან დიდი ხანია წერია, რომ უცხოეთიდან პარტიის დაფინანსება არ შეიძლება, იგივეა აქაც და ეს რატომ არის გაუგებარი. საქართველოს მოქალაქეს პოლიტიკურ აქტივობას გარედან არ უნდა უფინანსებდნენ, იმიტომ რომ ეს არის სახელმწიფო სუვერენიტეტის პრინციპის დარღვევა, შესაბამისად, აქ საქმეში შემოდის ხელისუფლების კონსტიტუციური ვალდებულება - დაიცვას საკუთარი ქვეყნის სუვერენიტეტი,"- განაცხადა პრემიერმა.
მსგავსი სიახლეები
„მოსკოვის მექანიზმის'' მსგავსი ინიციატივის წარმდგენები ქართველი ხალხის მიმართ არასათანადოდ განწყობილი ქვეყნები არიან''- პრემიერი
პრემიერი - ჩვენ უკვე მრავალი წელია წარმატებით ვახერხებთ საქართველოს სახელმწიფო სუვერენიტეტის დაცვას და ამას განვაგრძობთ მომავალშიც
ირაკლი კობახიძე არასამთავრობო სექტორზე - თუ პოლიტიკური აქტივობა უნდათ, კეთილი ინებონ და ეს ყველაფერი გააკეთონ ქართული საზოგადოების და არა უცხოური ძალების მხარდაჭერით
,,კანონი ადგენს, რომ პოლიტიკა გარედან არ უნდა ფინანსდებოდეს''- პრემიერი
ირაკლი კობახიძე - დღეს მდგომარეობა ძალიან მძიმეა ევროპულ ბიუროკრატიაში, თუ იქნება გარდამტეხი ცვლილებები, ამ შემთხვევაში, მიდგომაც შეიცვლება ქართველი ხალხისა და ჩვენი სახელმწიფოს მიმართ
,,თბილისის სახელმწიფო და ტექნიკური უნივერსიტეტების გაერთიანება განათლების ხარისხის გაუმჯობესებისკენაა მიმართული''- პრემიერი
,,იმ შეხვედრებიდან, რომლებიც უკვე გაიმართა, ვფიქრობთ, არსებობს სივრცე ფასების შემცირებისთვის''- პრემიერი
,,ნებისმიერი დაფინანსება, რომელიც დაკავშირებულია პირდაპირ თუ ირიბად პოლიტიკასთან, უნდა იყოს გამჭვირვალე საზოგადოებისთვის''- პრემიერი
უკრაინული მედია - უკრაინის საგარეო უწყება საქართველოში ელჩის დანიშვნის წინააღმდეგი იყო, თუმცა ზელენსკის ადმინისტრაციამ სხვა გადაწყვეტილება მიიღო
ანიტა ჰიპერი - გრძელდება საუბრები სანქციებზე მათ წინააღმდეგ, ვინც პასუხისმგებელია “ქართული ოცნების” დემოკრატიულ უკუსვლასა და ადამიანის უფლებების დარღვევებზე
ეს რადიკალების და მათი მოკავშირე NGO-ების მხრიდან კიდევ ერთი საცირკო სანახაობა, ხელოვნურად დადგმული პროცესის გაგრძელებაა, რომლის მიზანიც საქართველოს დისკრედიტაცია და უცხო პოლიტიკური ინტერესების დაკმაყოფილებაა -ლევან კოჭლოშვილი
საქართველოში ძალიან მძიმე, ღრმა კრიზისია, რომელიც ქვეყანას პრაქტიკულად იზოლაციაში ტოვებს, რაც არ დარჩენილა ეუთო-ს ყურადღების გარეშე -გიგი წერეთელი
ჩორჩანას საქმეზე ჩემ წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები წარმოადგენს პოლიტიკურ დევნას და პირდაპირ თავდასხმას საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტზე-გახარია
საქართველოში თუ ხარჯავენ პოლიტიკური შინაარსის ფულს, კეთილი ინებონ და ქართველ ხალხს ჰკითხონ, ჩვენ არ ვართ არავის კოლონია, რომ თავის ჭკუაზე ააწყონ ყველაფერი - შალვა პაპუაშვილი
გვაინტერესებს ევროკავშირისგან, საელჩოსგან, აფინანსებდნენ თუ არა თაღლითურ სქემას ევროპული ფულით, ყალბ "ენჯეოებს" იყენებდნენ თუ არა საქართველოს კანონმდებლობის გვერდის ავლისთვის? -შალვა პაპუაშვილი
ევროკავშირის ელჩი როგორც კი იტყვის, რომ მიუღებელია პრეზიდენტის სასახლეზე შტურმი, იმ ადამიანებს, რომლებიც ამას ევროკავშირის დროშით აკეთებენ, გამოაცლის ბრიუსელის ლეგიტიმაციას -შალვა პაპუაშვილი
აშშ-ის საელჩომ დაიწყო აშშ-ში მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირება, რომლებმაც, შესაძლოა, ვიზის ვადას გადააცილეს
"ეს არის "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" ესტონეთის ოფისი, ასევე, ნინო ლომჯარიას ესტონეთის ოფისი"-შალვა პაპუაშვილი
შალვა პაპუაშვილი - გაქანებული თაღლითური სქემებია შუაგულ ევროპაში საქართველოს წინააღმდეგ - პოლიტიკური პროცესების დასაფინანსებლად, ძალის წესებით მოქმედებენ
ლევან ჟორჟოლიანი - დისტრიბუტორებთან და მწარმოებლებთან შეხვედრისას გამოიკვეთა, რომ ერთ-ერთი ყველაზე მწვავე პრობლემა მდგომარეობს ე.წ. ქეშბექებში