გეკა გელაძემ სამეგრელოს რეგიონში შსს-ს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლებთან სამუშაო შეხვედრები გამართა

შინაგან საქმეთა მინისტრმა, გეკა გელაძემ სამეგრელოს რეგიონში სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლებთან სამუშაო შეხვედრები გამართა.

შინაგან საქმეთა მინისტრი აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდთან იმყოფებოდა.

გეკა გელაძე შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის იმ თანამშრომლებს შეხვდა, რომლებიც საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე ასრულებენ პროფესიულ მოვალეობას, ზრუნავენ მოქალაქეების უსაფრთხოებაზე და უზრუნველყოფენ წესრიგს.

მინისტრი ადგილზე გაეცნო საპოლიციო დანაყოფების ინფრასტრუქტურასა და სამართალდამცველების საჭიროებებს.

გეკა გელაძემ გაწეული ყოველდღიური საქმიანობისთვის პოლიციელებს მადლობა გადაუხადა.

სამუშაო შეხვედრის ფარგლებში გეკა გელაძე სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტში იმყოფებოდა, სადაც დეპარტამენტის დირექტორისგან დანაშაულთან ბრძოლისა და საპოლიციო პრევენციული ღონისძიებების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინა.

გეკა გელაძე ასევე იმყოფებოდა ზუგდიდში მდებარე მომსახურების სააგენტოს სამმართველოში, სადაც დაათვალიერა თანამშრომელთა სამუშაო სივრცეები, ტექნიკა და აღჭურვილობა.

შინაგან საქმეთა მინისტრმა თანამშრომლებთან სამინისტროს პრიორიტეტული მიმართულებები განიხილა და მათ გაწეული ეფექტიანი სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.

სამეგრელოში გამართულ სამუშაო შეხვედრებს, მინისტრთან ერთად, ასევე ესწრებოდნენ მინისტრის პირველი მოადგილე რონი მესხი და მოადგილე გიორგი სახოკია.

ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინიტროს პრესსამსახური ავრცელებს

 





მსგავსი სიახლეები
ეკა ბესელია აღიარებს, რომ მისი შვილი ავტომობილს ნასვამ მდგომარეობაში მართავდა
აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს
"ღამის სამ საათამდე ვეძებდი ჩემს შვილს, მოიყვანეს დიღმის სამმართველოში, ყელის არეში დაზიანებებით, ხელზე სიწითლეებით -ეკა ბესელია
ეკა ბესელიას შვილი, რატი მილორავა დააკავეს
შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ ქრთამის აღების ბრალდებით დაცვის პოლიციის თანამშრომელი დააკავა
გეკა გელაძემ სამეგრელოს რეგიონში შსს-ს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლებთან სამუშაო შეხვედრები გამართა
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა თბილისსა და ბათუმში ჩატარებული სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებების შედეგად უცხო ქვეყნის 32 მოქალაქე დააკავეს
პროკურატურა ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარისთვის გირაოს შეფარდებას სააპელაციო წესით გაასაჩივრებს
ComCom-მა „ფორმულა" ნაციონალური მოძრაობისგან არაპირდაპირი დაფინანსების მიღებისთვის გააფრთხილა
პროკურატურამ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში პოლიციის თანამშრომლებისთვის წინააღმდეგობის გაწევის ფაქტზე დაკავებულ სამ პირს ბრალდება წარუდგინა
თავდაცვის სამინისტრო ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ჯუანშერ ბურჭულაძისგან ზარალის ანაზღაურებას ითხოვს
ყალბი ცნობების გამოყენებით სამხედრო სამსახურისგან თავის არიდების საქმეზე ჩვენს მიერ დაკავებულია ერთი პირი -თავდაცვის სამინისტროს გენინსპექცია
ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადებისა და გასაღების ფაქტებზე ოთხი ექიმი დააკავეს
სუს-მა კორუფციის ბრალდებით 21 ადამიანი დააკავა
სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა ახალციხის სამმართველოს სასაზღვრო სექტორ „კარწახის“ დასაცავ მონაკვეთზე უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს
პოლიციამ თბილისში ოჯახის წევრის მიმართ სხვადასხვა მძიმე დანაშაულის ჩადენაში ბრალდებული პირი დააკავა
იტალიიდან უცხო ქვეყნის სამი მოქალაქე გააძევეს - მათ შორის ორი ქართველია
კახეთში პოლიციის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი წინააღმდეგობისა და ძალადობის ბრალდებით სამი პირი დააკავეს
ილია ღუდუშაურს ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის საპატიმრო გირაო შეეფარდა
სააპელაციო სასამართლომ ლევან ჯანგველაძის შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის საქმეზე პირველი ინსტანციის განაჩენი ძალაში დატოვა