ბრიტანული მედია მემარცხენეების გავლენის ქვეშ არის მოქცეული -ლიზ ტრასი
გაერთიანებული სამეფოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ლიზ ტრასმა საკუთარი პოდკასტის მე-9 ეპიზოდში განაცხადა, რომ ბრიტანული მედია მემარცხენეების გავლენის ქვეშ არის მოქცეული.
მოწვეულ სტუმრებთან ერთად ყოფილმა პრემიერმა ბრიტანულ მედიაში არსებულ კორუფციაზე, ვიდეომასალების ფაბრიკაციაზე, ფაქტების დამალვასა და განსხვავებულად მოაზროვნეთა დემონიზაციაზე ისაუბრა.
მისი თქმით, BBC და სხვა ტრადიციული მედიასაშუალებები მემარცხენეების მიერ იმართებიან. ისინი "დიფ სთეითთან" შეთქმულებაში არიან შესულნი, მათ ინტერესებს იცავენ და კონსერვატიულ ღირებულებებს ებრძვიან.
„ტრადიციული ბრიტანული მედია გახდა პროპაგანდის მანქანა, რომელიც ახშობს განსხვავებულად მოაზროვნეთა ხმებს. ისეთი ცნობილი მედია საშუალებები, როგორიცაა BBC, The Financial Times, The Guardian, მთლიანად არიან მოწყვეტილი რეალობას და ბრიტანულ საზოგადოებას, რომლის მიერ გადახდილი გადასახადებითაც ფინანსდებიან. ისინი უნდა იყვნენ მიუკერძოებლები, მაგრამ რეალურად მემარცხენეების რეკლამირებით არიან დაკავებულნი და თვალს ხუჭავენ ისეთ სერიოზულ თემებზე, როგორიცაა ემიგრაციის საშინელებები და მიგრანტთა მიერ ჩადენილი სასტიკი დანაშაულები. მიგრანტ კრიმინალებს ისინი ადგილობრივებად მოიხსენიებენ, მოძალადე ტრანსგენდერებს კი ქალებად. იქნება ეს კრიმინალური ბანდების, „ბრექსიტის", თუ კოვიდის თემები, ისინი მმართველი ელიტის მხარეს იკავებენ. ისინი დაკავებულნი იყვნენ ტრამპის საწინააღმდეგო პროპაგანდით და აყალბებდნენ ვიდეომასალებს, რისთვისაც მათ წინააღმდეგ 10-მილიარდიანი სარჩელია შეტანილი. ეს არ ეხება მხოლოდ BBC-ის. იგივე GB News-ი - ახალი მედიასაშუალება - დაშინებულია რეგულატორის, Ofcom-ის მიერ. მათ აიძულებენ არ მიიწვიონ გარკვეული ადამიანები და არ გააჟღერონ გარკვეული იდეები. The Telegraph-ი კი აქტიურად არის დაკავებული ტრამპის საწინააღმდეგო პროპაგანდით. აბსურდია, რომ „კონსერვატიული" მმართველობის 14 წლის განმავლობაში არასდროს დავუპირისპირებივართ Ofcom-სა და BBC-ის. BBC-ის ნება მიეცა გაეგრძელებინა ბრიტანული საზოგადოების მოტყუება", - განაცხადა ტრასმა.
მსგავსი სიახლეები
ირანის სამხრეთით მდებარე საპორტო ქალაქ ბენდერ აბასში ძლიერი აფეთქება მოხდა
აშშ-ის სენატის მიერ მთავრობის დაფინანსების პაკეტის დამტკიცების მიუხედავად, დაფინანსების ვადის ამოწურვის შედეგად აშშ-ში ნაწილობრივი "შათდაუნი" დაიწყო
იუსტიციის დეპარტამენტმა დამაპატიმრა იმის გამო, რასაც ბოლო 30 წელია, ვაკეთებ, ეს არის ახალი ამბების გაშუქება, არასდროს გავჩერდები -CNN-ის ყოფილი წამყვანი დონ ლემონი
უკრაინის ელექტროქსელში ავარიის გამო ქვეყნის მნიშვნელოვან ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა ე.წ. ეფშტეინის ფაილებიდან სამ მილიონზე მეტი გვერდი გამოაქვეყნა
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სომხეთი ევროკავშირთან დაახლოების შედეგების შესახებ გააფრთხილა
ირანს არასდროს უცდია ბირთვული იარაღის ფლობა და მზადაა, მიიღოს სამართლიანი და თანასწორი ბირთვული შეთანხმება, რომელიც ჩვენი ხალხის ლეგიტიმურ ინტერესებს დააკმაყოფილებს -აბას არაღჩი
ბრიტანული მედია მემარცხენეების გავლენის ქვეშ არის მოქცეული -ლიზ ტრასი
ტრამპი ამერიკულ ფლოტილიაზე: ხომალდებს სადმე ცურვა ხომ სჭირდებათ? ჰოდა, სჯობს ირანის სიახლოვეს იცურონ
ანტონიუ გუტერეში - გაერო „გარდაუვალი ფინანსური ჩამოშლის“ საფრთხის წინაშე დგას, რადგან წევრი სახელმწიფოები გადასახადებს არ იხდიან
შარლ მიშელი ნატოს გენერალურ მდივანზე: არ მოველოდი, რომ მარკ რუტე ამერიკის აგენტი გახდებოდა
ირანი აშშ-თან "სამართლიანი" მოლაპარაკებისთვის მზად არის -ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი
ვლადიმერ პუტინი დათანხმდა ტრამპის თხოვნას, რომ უკრაინაზე დარტყმები პირველ თებერვლამდე შეჩერდეს-დიმიტრი პესკოვი
ფრიდრიხ მერცის განცხადების გამო, ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროში გერმანიის ელჩი დაიბარეს
საოცარი წელი გვქონდა, უზარმაზარ პროგრესს მივაღწიეთ - დონალდ ტრამპი
,,ვოლოდიმირ ზელენსკის რამდენჯერმე ვუთხარი, ნუ აყენებ ულტიმატუმებს, ეს შენს ინტერესებში არ არის''- ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრი
,,ამჟამად რამდენიმე ქვეყანა ცდილობს თავიდან აიცილოს სრულმასშტაბური ომის გაჩაღება ჩვენს რეგიონში''- ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი
,,თუ არ მოგწონთ საიმიგრაციო და საბაჟო სამსახურის ქმედებები, წადით და კონგრესთან გააპროტესტეთ''- თეთრი სახლის წარმომადგენელი
რუსეთმა და უკრაინამ დაღუპული მებრძოლების ცხედრები გაცვალეს
,,არ ვიცით, უსაფრთხოების რა გარანტიებზე შეთანხმდნენ აშშ და უკრაინა''- სერგეი ლავროვი