ირანს არასდროს უცდია ბირთვული იარაღის ფლობა და მზადაა, მიიღოს სამართლიანი და თანასწორი ბირთვული შეთანხმება, რომელიც ჩვენი ხალხის ლეგიტიმურ ინტერესებს დააკმაყოფილებს -აბას არაღჩი
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი აცხადებს, რომ ირან-თურქეთის ორმხრივ ურთიერთობებსა და საერთო მნიშვნელობის რეგიონულ საკითხებზე სიამოვნებით ურთიერთობს თურქეთის პრეზიდენტთან, რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ჰაკან ფიდანთან. აბას არაღჩიმ ამის შესახებ სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა.
მისი თქმით, საუბარში კიდევ ერთხელ დააფიქსირა ირანის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ ქვეყანას ბირთვული იარაღის ქონა არასდროს უცდია. აბაღჩიმ განაცხადა ისიც, რომ ირანი სამართლიანი ბირთვული შეთანხმების მისაღებად მზადაა.
„საუბარში კიდევ ერთხელ გავიმეორე, რომ ირანს არასდროს უცდია ბირთვული იარაღის ფლობა და მზადაა, მიიღოს სამართლიანი და თანასწორი ბირთვული შეთანხმება, რომელიც ჩვენი ხალხის ლეგიტიმურ ინტერესებს დააკმაყოფილებს. ეს მოიცავს „ბირთვული იარაღის არარსებობის" უზრუნველყოფას და სანქციების მოხსნის გარანტიას. სხვა მოძმე მეზობლებთან ერთად, თურქეთმაც გააფართოვა კეთილი ნება რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მისაღწევად. ირანის ისლამური რესპუბლიკა მადლიერია და მიესალმება ასეთ ძალისხმევას", - წერს აბას არაღჩი სოციალურ ქსელში.
ამასთან, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, თეირანი რეგიონის სახელმწიფოებთან თანამშრომლობისთვის ყოველთვის მზადაა. მისივე თქმით, ირანი მზადაა, რეგიონში მშვიდობა და სტაბილურობა დაიცვას, ასევე დაიცვას რეგიონი „უკანონო აგრესიისგან".
მსგავსი სიახლეები
ირანის სამხრეთით მდებარე საპორტო ქალაქ ბენდერ აბასში ძლიერი აფეთქება მოხდა
აშშ-ის სენატის მიერ მთავრობის დაფინანსების პაკეტის დამტკიცების მიუხედავად, დაფინანსების ვადის ამოწურვის შედეგად აშშ-ში ნაწილობრივი "შათდაუნი" დაიწყო
იუსტიციის დეპარტამენტმა დამაპატიმრა იმის გამო, რასაც ბოლო 30 წელია, ვაკეთებ, ეს არის ახალი ამბების გაშუქება, არასდროს გავჩერდები -CNN-ის ყოფილი წამყვანი დონ ლემონი
უკრაინის ელექტროქსელში ავარიის გამო ქვეყნის მნიშვნელოვან ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა ე.წ. ეფშტეინის ფაილებიდან სამ მილიონზე მეტი გვერდი გამოაქვეყნა
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სომხეთი ევროკავშირთან დაახლოების შედეგების შესახებ გააფრთხილა
ირანს არასდროს უცდია ბირთვული იარაღის ფლობა და მზადაა, მიიღოს სამართლიანი და თანასწორი ბირთვული შეთანხმება, რომელიც ჩვენი ხალხის ლეგიტიმურ ინტერესებს დააკმაყოფილებს -აბას არაღჩი
ბრიტანული მედია მემარცხენეების გავლენის ქვეშ არის მოქცეული -ლიზ ტრასი
ტრამპი ამერიკულ ფლოტილიაზე: ხომალდებს სადმე ცურვა ხომ სჭირდებათ? ჰოდა, სჯობს ირანის სიახლოვეს იცურონ
ანტონიუ გუტერეში - გაერო „გარდაუვალი ფინანსური ჩამოშლის“ საფრთხის წინაშე დგას, რადგან წევრი სახელმწიფოები გადასახადებს არ იხდიან
შარლ მიშელი ნატოს გენერალურ მდივანზე: არ მოველოდი, რომ მარკ რუტე ამერიკის აგენტი გახდებოდა
ირანი აშშ-თან "სამართლიანი" მოლაპარაკებისთვის მზად არის -ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი
ვლადიმერ პუტინი დათანხმდა ტრამპის თხოვნას, რომ უკრაინაზე დარტყმები პირველ თებერვლამდე შეჩერდეს-დიმიტრი პესკოვი
ფრიდრიხ მერცის განცხადების გამო, ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროში გერმანიის ელჩი დაიბარეს
საოცარი წელი გვქონდა, უზარმაზარ პროგრესს მივაღწიეთ - დონალდ ტრამპი
,,ვოლოდიმირ ზელენსკის რამდენჯერმე ვუთხარი, ნუ აყენებ ულტიმატუმებს, ეს შენს ინტერესებში არ არის''- ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრი
,,ამჟამად რამდენიმე ქვეყანა ცდილობს თავიდან აიცილოს სრულმასშტაბური ომის გაჩაღება ჩვენს რეგიონში''- ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი
,,თუ არ მოგწონთ საიმიგრაციო და საბაჟო სამსახურის ქმედებები, წადით და კონგრესთან გააპროტესტეთ''- თეთრი სახლის წარმომადგენელი
რუსეთმა და უკრაინამ დაღუპული მებრძოლების ცხედრები გაცვალეს
,,არ ვიცით, უსაფრთხოების რა გარანტიებზე შეთანხმდნენ აშშ და უკრაინა''- სერგეი ლავროვი