აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა ე.წ. ეფშტეინის ფაილებიდან სამ მილიონზე მეტი გვერდი გამოაქვეყნა

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა ე.წ. ეფშტეინის ფაილებიდან სამ მილიონზე მეტი გვერდი გამოაქვეყნა, მათ შორის ორი ათასი ვიდეო და 180 ათასი ფოტო.

ბრალდების ერთი ნაწილი ეხება 2001 წლიდან 2005 წლამდე პერიოდს, სადაც ფიგურირებენ 14-დან 17 წლამდე ასაკის გოგონები და მოიცავს ბრალდებებს შეთქმულების, სექსტრეფიკინგის და არასრულწლოვნის შეცდენის რამდენიმე ეპიზოდში. ახალ მასალებში გამოჩნდა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სახელიც.

„სიენენის" ინფორმაციით, ჯეფრი ეფშტეინის ერთ-ერთმა მსხვერპლმა გამოძიების ფედერალურ ბიუროს განუცხადა, რომ მისმა დიდი ხნის თანამოაზრემ, გისლეინ მაქსველმა, ერთხელ წვეულებაზე დონალდ ტრამპს „წარუდგინა" მისი თავი და მიანიშნა, რომ ის „ხელმისაწვდომი" იყო. დაზარალებულის თქმით, მაქსველმა ის ნიუ-იორკში წვეულებაზე მიიყვანა, როდესაც დაახლოებით 22 წლის იყო. ჩანაწერების თანახმად, მაქსველი „ძალიან აღფრთოვანებული ჩანდა იმით, რომ მსხვერპლი ბევრ შესანიშნავ მამაკაცს შეხვდებოდა". ჩანაწერებში ნათქვამია, რომ ტრამპმა ქალი ფლორიდაში, თავის კლუბ „მარ-ა-ლაგოში" დაპატიჟა.

„სიენენის" ინფორმაციით, იუსტიციის დეპარტამენტის მიერ ჯეფრი ეფშტეინთან დაკავშირებული ახლად გამოქვეყნებული ფაილები ასევე მოიცავს გამოძიების ფედერალური ბიუროს ფორმას, სადაც დეტალურად არის აღწერილი ქალის საჩივარი, რომელმაც დონალდ ტრამპი 13 წლის ასაკში მის გაუპატიურებაში დაადანაშაულა. ამ ანონიმურმა ბრალმდებელმა ადრეც აღძრა სარჩელი ტრამპის წინააღმდეგ და შეწყვიტა, ბოლო შემთხვევაში 2016 წლის არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე.

„სიენენის" თანახმად, გამოქვეყნებულ დოკუმენტში დეტალურად არის აღწერილი ტრამპის მიერ ანონიმური მომჩივნის მიმართ სავარაუდო ძალადობის რამდენიმე შემთხვევა, მათ შორის გაუპატიურება. მასში ასევე ნათქვამია, რომ ეფშტეინი, სავარაუდოდ, გაბრაზებული იყო იმით, რომ ტრამპმა ეს პირი გააუპატიურა. ეს აღწერილობები ასახავს ბრალდებებს, რომლებიც ანონიმურმა მომჩივანმა ჯეინ დოუს სახელიოთ 2016 წელს სარჩელში მოიტანა.

საგამოძიებო ბიუროს ჩანაწერებთან დაკავშირებით დასმულ კითხვებზე პასუხად, თეთრმა სახლმა „სიენენს" იუსტიციის დეპარტამენტის განცხადებაზე მიუთითა, რომელშიც ნათქვამია, რომ „ეფშტეინის ფაილების" 30 იანვარს გამოქვეყნებულ მილიონობით დოკუმენტში „შესაძლოა ყალბი ან ცრუდ წარდგენილი სურათები, დოკუმენტები ან ვიდეოები" იყოს, რადგან „ყველაფერი, რაც ბიუროს საზოგადოების მიერ გაეგზავნა" საჯაროდ გამოქვეყნებულ დოკუმენტში იყო შეტანილი.

დონალდ ტრამპმა ეპშტეინთან დაკავშირებით რაიმე სახის დანაშაული ადრე უარყო.

30 იანვარს გამოქვეყნებული რამდენიმე ელექტრონული წერილი ჯეფრი ეფშტეინსა და აშშ-ის ყოფილ ფინანსთა მდივანს და ჰარვარდის უნივერსიტეტის პრეზიდენტს, ლარი სამერსს შორის, აჩვენებს, რომ ისინი პრეზიდენტ დონალდ ტრამპზე საუბრობდნენ მისი პირველი საპრეზიდენტო ვადის განმავლობაში.

„რამდენად დამნაშავეა დონალდი?" - იკითხა სამერსმა 2017 წლის მაისში გაგზავნილ ელექტრონულ წერილში, რომელშიც განიხილავდა იმ იდეას, რომ რუსეთი ტრამპს 2016 წელს გამარჯვებაში დაეხმარა, რასაც სამერსი „დამაჯერებლად, მაგრამ არა დანამდვილებით" მიიჩნევდა. ეფშტეინმა უპასუხა, რომ „თქვენი სამყარო ვერ ხვდება, რამდენად სულელია ის სინამდვილეში".

2016 წლის ოქტომბრის წერილში სამერსი ეფშტეინს ეკითხება: „რამდენად დამაჯერებელია იდეა, რომ ტრამპი რეალურად კოკაინის მომხმარებელია?" ეპშტეინმა უპასუხა „ნული".

2017 წლის ივლისში სამერსმა ეფშტეინს მისწერა: „ვფიქრობ, შენი მეგობარი ფსიქიკურად დაავადებულია". ეფშტეინმა უპასუხა, რომ ეს ადამიანი „ჩემი მეგობარი არ არის და ეს ადრეც გითხარი". ასევე ეპშტეინმა თავისი რეპუტაცია დაიცვა ისრაელთან და ინდოეთთან კავშირებით.

ახალ მასალებს ასევე ფიგურირებს აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ბილ კლინტონი, რომელიც ჯეფრი ეფშტეინის მეგობართან, გისლეინ მაქსველთან ერთად ჩანს კერძო თვითმფრინავში.

იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტების თანახმად, მილიარდერ ილონ მასკს ჯეფრი ეფშტეინთან ელექტრონული მიმოწერა ჰქონდა, რათა ეფშტეინის კარიბის ზღვის ერთ-ერთ კუნძულზე ვიზიტები დაეგეგმა.

მასკის ადრეული განცხადების თანახმად, მან უარყო ეფშტეინის მცდელობა, რომ მის საკუთრებაში არსებული ორი კუნძულიდან ერთ-ერთზე წასულიყო.

როგორც მედია წერს, პატარა სენტ-ჯეიმსის კუნძული ეფშტეინის მხრიდან გოგონებისა და ახალგაზრდა ქალების მიმართ ათწლეულების განმავლობაში ძალადობის ეპიცენტრი იყო. თუმცა, 30 იანვარს გამოქვეყნებული კომუნიკაციებიდან ირკვევა, რომ მასკმა 2012 და 2013 წლებში სცადა მოგზაურობების კოორდინაცია - ერთ მომენტში ეფშტეინს ჰკითხა, კუნძულზე რომელი დღეს ან ღამეს იქნებოდა „ყველაზე ველური წვეულება".

ახალ მასალებში ასევე ჩანს ბრიტანეთის მეფის, ჩარლზის ძმა ენდრიუ, რომელიც უცნობ ქალთან ერთად არის გადაღებული. ბრალდების თანახმად, ფინანსისტი ჯეფრი ეფშტეინი არასრულწლოვნებს ეძებდა და ასობით დოლარს იხდიდა სექსუალური აქტებისთვის, როგორც ნიუ-იორკში, თავის სახლში, ასევე ფლორიდაში, მდებარე საკუთარ მამულში.

ცნობისთვის, ჯეფრი ეპშტეინი 2019 წლის აგვისტოში მანჰეტენის ციხის საკანში გარდაცვლილი იპოვეს, სექსტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებიდან მალევე.

 





მსგავსი სიახლეები
ირანის სამხრეთით მდებარე საპორტო ქალაქ ბენდერ აბასში ძლიერი აფეთქება მოხდა
აშშ-ის სენატის მიერ მთავრობის დაფინანსების პაკეტის დამტკიცების მიუხედავად, დაფინანსების ვადის ამოწურვის შედეგად აშშ-ში ნაწილობრივი "შათდაუნი" დაიწყო
იუსტიციის დეპარტამენტმა დამაპატიმრა იმის გამო, რასაც ბოლო 30 წელია, ვაკეთებ, ეს არის ახალი ამბების გაშუქება, არასდროს გავჩერდები -CNN-ის ყოფილი წამყვანი დონ ლემონი
უკრაინის ელექტროქსელში ავარიის გამო ქვეყნის მნიშვნელოვან ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა ე.წ. ეფშტეინის ფაილებიდან სამ მილიონზე მეტი გვერდი გამოაქვეყნა
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სომხეთი ევროკავშირთან დაახლოების შედეგების შესახებ გააფრთხილა
ირანს არასდროს უცდია ბირთვული იარაღის ფლობა და მზადაა, მიიღოს სამართლიანი და თანასწორი ბირთვული შეთანხმება, რომელიც ჩვენი ხალხის ლეგიტიმურ ინტერესებს დააკმაყოფილებს -აბას არაღჩი
ბრიტანული მედია მემარცხენეების გავლენის ქვეშ არის მოქცეული -ლიზ ტრასი
ტრამპი ამერიკულ ფლოტილიაზე: ხომალდებს სადმე ცურვა ხომ სჭირდებათ? ჰოდა, სჯობს ირანის სიახლოვეს იცურონ
ანტონიუ გუტერეში - გაერო „გარდაუვალი ფინანსური ჩამოშლის“ საფრთხის წინაშე დგას, რადგან წევრი სახელმწიფოები გადასახადებს არ იხდიან
შარლ მიშელი ნატოს გენერალურ მდივანზე: არ მოველოდი, რომ მარკ რუტე ამერიკის აგენტი გახდებოდა
ირანი აშშ-თან "სამართლიანი" მოლაპარაკებისთვის მზად არის -ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი
ვლადიმერ პუტინი დათანხმდა ტრამპის თხოვნას, რომ უკრაინაზე დარტყმები პირველ თებერვლამდე შეჩერდეს-დიმიტრი პესკოვი
ფრიდრიხ მერცის განცხადების გამო, ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროში გერმანიის ელჩი დაიბარეს
საოცარი წელი გვქონდა, უზარმაზარ პროგრესს მივაღწიეთ - დონალდ ტრამპი
,,ვოლოდიმირ ზელენსკის რამდენჯერმე ვუთხარი, ნუ აყენებ ულტიმატუმებს, ეს შენს ინტერესებში არ არის''- ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრი
,,ამჟამად რამდენიმე ქვეყანა ცდილობს თავიდან აიცილოს სრულმასშტაბური ომის გაჩაღება ჩვენს რეგიონში''- ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი
,,თუ არ მოგწონთ საიმიგრაციო და საბაჟო სამსახურის ქმედებები, წადით და კონგრესთან გააპროტესტეთ''- თეთრი სახლის წარმომადგენელი
რუსეთმა და უკრაინამ დაღუპული მებრძოლების ცხედრები გაცვალეს
,,არ ვიცით, უსაფრთხოების რა გარანტიებზე შეთანხმდნენ აშშ და უკრაინა''- სერგეი ლავროვი