ბოლო წლებში შექმნილი ჯგუფები არა იმდენად პარტიებია, არამედ პოლიტიკური პროექტები, თავიანთი ინვესტორებით და მოლაპარაკე თავებით, რომლებიც გაერთიანების წინააღმდეგ არიან - სააკაშვილი

ჩემს მოწოდებას პარტიების გაერთიანებაზე რამდენიმე პოლიტიკურმა ჯგუფმა უპასუხა, რომ მზად არიან, ამ ეტაპზე მხოლოდ საერთო სტრატეგიის გარშემო გაერთიანდნენ, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, ერთიანი პარტია როდესაც შეიქმნება, ინვესტორები იძულებული იქნებიან, ერთი პარტია დააფინანსონ და არა ახალ პროექტებზე იფიქრონ.

„დაიწყეს ჩემი ციხეში ჩასმით, მოაყოლეს უამრავი სხვა ადამიანის პოლიტიკური პატიმრობით. მერე პარტიებს დაერივნენ, აკრძალვა დაუანონსეს. მოიცილეს ემიგრანტები, რომლებიც საქართველოს დოვლათის ნახევარს ქმნიან და აუკრძალეს არჩევნებში ხმის მიცემა. ახლა ადგილობრივ ბიზნესს, რომელიც ეროვნული დოვლათის მეორე ნახევარს ქმნის, აუკრძალეს აზრის გამოთქმა. რეჟიმი, რომელიც ამ მასშტაბის რეპრესიებს იყენებს, სინამდვილეში არის ძალიან სუსტი და აწი ჩვენ უნდა ვიყოჩაღოთ.

ახლა რა ხდება ჩვენს მხარეს - ჩემს მოწოდებაზე პარტიების გაერთიანებაზე რამდენიმე პოლიტიკურმა ჯგუფმა უპასუხა, რომ მზად არიან, ამ ეტაპზე მხოლოდ საერთო სტრატეგიის გარშემო გაერთიანდნენ.

ეს არის ფუნდამენტური პრობლემა ქართულ პოლიტიკაში - ბოლო წლებში შექმნილი ჯგუფები არა იმდენად პარტიებია, თავისი იდეოლოგიით და grassroot ბაზით, რამდენადაც პოლიტპროექტები, თავიანთი ინვესტორებით და მოლაპარაკე თავებით. ინვესტორები ამ ჯგუფებს მიიჩნევენ თავიანთ პირად საკუთრებად და ხშირად მოიაზრებენ საკუთარი თავის დაცვის საშუალებად და თეორიულად სავაჭრო საგნად.

შესაბამისად, ისინი არიან გაერთიანების წინააღმდეგ. ამავე დროს ამ პოლიტიკურ პროექტებში არის ბევრი კარგი, ქმედითი ადამიანი.

მესმის, რომ მათ ნაწილს ხელფასებით იჭერენ, მაგრამ მათ უნდა აიღონ საკუთარ ხელში ინიციატივა და წამოვიდნენ გაერთიანებაზე. როცა ერთიანი პარტია შეიქმნება, ინვესტორები იძულებული იქნებიან, ის დააფინანსონ და არა ახალ, სეპარაციულ პროექტებზე იფიქრონ", - წერს სააკაშვილი.

 





მსგავსი სიახლეები
ბაჩო ახალაიამ ვიცე-პოლკოვნიკ დავით ლონდარიძეს პირში პისტოლეტის ლულა ჩასთხარა და აიძულებდა, რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობა ეღიარებინა – ჯაბა ხუბუა
ამერიკულ წყაროებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ირანს მიზანში აქვს ამოღებული ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენი - რა ზომებს მივმართავთ, სადაა მშვიდობის მქადაგებელი „ქოცრეჟიმი"? არ იმსახურებს საზოგადოება განმარტებას?-ნიკა გვარამია
რატომ გაბრაზდა სტეფანჩუკი საქართველოზე?-სიმონ კილაძე
ცალკე უბედურება კიდევ ის არის, რომ ე.წ. ოპოზიციას ეს ამბავი უხარია, დადგება თავის ადგილზე ყველაფერი, თან ძალიან მალე -გიორგი გამსახურდია
ცხადი გახდა, რომ საქართველოში არავინ, მათ შორის არც ჩვენი პარტნიორი ქვეყნების ელჩები, არ არიან კანონისა და სამართლის წინაშე რამენაირი ინდულგენციით აღჭურვილნი -დავით ქართველიშვილი
გოგა ხაინდრავა ბრიტანეთის ელჩს ღია წერილით მიმართავს
სამხედრო დაპირისპირების პროცესში უკრაინა თანამედროვე ახალი იარაღის გამოცდის საშინელ პოლიგონად არის გადაქცეული -სიმონ კილაძე
რა აერთიანებს პლასტიკურ ბოთლებს ძველ ავტომობილებთან, უნივერსიტეტებთან, სუპერმარკეტებთან-კახა გოგოლაშვილი
"ნაცმოძრაობისგან" ბოდიშს ვინც ითხოვს, სწორედ იმ ხალხმა უნდა მოუხადოს ბოდიში მრავალ ათას აქტივისტს, რომ არ დააფასეს ფანტასტიკური შრომა ქართული სახელმწიფოს შექმნისთვის-მიხეილ სააკაშვილი
"საქართველო არ ანგრევს გლობალისტურ სამყაროს და არ იბრალებს მისი მესაფლავის როლს. მაგრამ, ის ბევრად უფრო სახიფათო ფუნქციას ატარებს ნებისმიერი იდეოლოგიური კონსტრუქციისთვის" - დავით ქართველიშვილი
ორგანიზაცია, რომელსაც სახელად "გამჭვირვალობა" აქვს, ყველაზე "გაუმჭვირვალე" აღმოჩნდა - ახლა გვიყვებიან ზღაპრებს, თითქოს ემიგრანტი ოჯახს ვეღარ დაეხმარება, ეს არის ტყუილი!-ბექა ჩხაიძე
ბოლო წლებში შექმნილი ჯგუფები არა იმდენად პარტიებია, არამედ პოლიტიკური პროექტები, თავიანთი ინვესტორებით და მოლაპარაკე თავებით, რომლებიც გაერთიანების წინააღმდეგ არიან - სააკაშვილი
იმაზე უარესი რაც დღეს გვაქვს, რა შეიძლება იყოს?-დავით ქართველიშვილი
სწორედ ის ხალხი საუბრობს აკადემიური ავტონომიის და დემოკრატიის სახელით, ვინც ასეთი ექსკლუზიური უნივერსიტეტების ჩამოყალიბებას შეუწყო ხელი და ჩააბეტონა 2000-იანების დასაწყისიდან დამკვიდრებული "ჩარეცხილების" ეთიკა -ნინო ხელაია
ქალბატონ კალასს ისეთი თანამდებობა უკავია, რომ გულწრფელად სურს, ჭკვიანიც გახდეს, მისი დეგრადაციის პროცესის მოლოდინში კი, ჩვენ გულწრფელად, მას წარმატებებს ვუსურვებთ -დავით ქართველიშვილი
ნამყოფი ვარ ამერიკულ სამხედრო ბაზაზე გრენლანდიაში, იქ გვიცნეს და უამრავი ადგილობრივი მცხოვრები მოვიდა ფოტოს გადასაღებად -მიხეილ სააკაშვილი
რა მოხდა ნათლისღებისას მდინარე იორდანეზე?- კონსტანტინე გამსახურდია
ახალაია და სააკაშვილი არიან უშეცდომოები, თქვენი ბუნტყლიც კი არ იქნება საქართველოს მომავალ ხელისუფლებაში-თამარ ჩერგოლეიშვილი
ფიშერისა და მისნაირთა გამოკვეთილად ანტიქართულ ქმედებებს ბოლო უნდა მოეღოს -გია აბაშიძე
ახლა ხომ ხედავს ყველა, რომ კი არ იცვლება, მსოფლიო უსაფრთხოების მექანიზმი აღარ არსებობს. საერთაშორისო სამართალი ოფიციალურად უარყოფილია -ამირან სალუქვაძე