იუსტიციის დეპარტამენტმა დამაპატიმრა იმის გამო, რასაც ბოლო 30 წელია, ვაკეთებ, ეს არის ახალი ამბების გაშუქება, არასდროს გავჩერდები -CNN-ის ყოფილი წამყვანი დონ ლემონი
CNN-ის ყოფილი წამყვანი დონ ლემონი ბრალს არ აღიარებს და თავს უდანაშაულოდ ცნობს.
მისი თქმით, მთელი კარიერა სიახლეების გაშუქებას დაუთმო და გაჩერებას ან გაჩუმებას არც ახლა აპირებს.
„მთელი ჩემი კარიერა სიახლეების გაშუქებას დავუთმე. ახლა არ გავჩერდები. არ არსებობს უფრო მნიშვნელოვანი დრო, ვიდრე ახლა, თავისუფალი და დამოუკიდებელი მედიისთვის, რომელიც სიმართლეს ნათელს ჰფენს და ხელისუფლებაში მყოფებს პასუხისმგებლობას აკისრებს. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ახლა არ გავჩერდები. არასდროს გავჩერდები. იუსტიციის დეპარტამენტმა შუაღამისას ფედერალური აგენტების გუნდი გამოგზავნა ჩემს დასაპატიმრებლად იმის გამო, რასაც ბოლო 30 წლის განმავლობაში ვაკეთებ და ეს არის ახალი ამბების გაშუქება. კონსტიტუციის პირველი შესწორება იცავს ამ სამუშაოს ჩემთვის და უამრავი სხვა ჟურნალისტისთვის, რომლებიც იმავეს აკეთებენ. მე ყველა მათგანის გვერდით ვდგავარ და არ გავჩუმდები", - აცხადებს დონ ლემონი.
ცნობისთვის, CNN-ის ყოფილი წამყვანი დონ ლემონი, რომელსაც ფედერალური სამოქალაქო უფლებების დარღვევისთვის ბრალი წარედგინა, პატიმრობიდან გაათავისუფლეს. მედიის ცნობით, ლემონის წინააღმდეგ ბრალდებები მოიცავს დანაშაულებრივ შეთქმულებასა და უფლებების დარღვევას. გავრცელებული ინფორმაციით, იგივე ბრალდება წაუყენეს აქციაზე მყოფ ექვს ადამიანს, მათ შორის კიდევ ერთ ჟურნალისტს.
მსგავსი სიახლეები
ირანის სამხრეთით მდებარე საპორტო ქალაქ ბენდერ აბასში ძლიერი აფეთქება მოხდა
აშშ-ის სენატის მიერ მთავრობის დაფინანსების პაკეტის დამტკიცების მიუხედავად, დაფინანსების ვადის ამოწურვის შედეგად აშშ-ში ნაწილობრივი "შათდაუნი" დაიწყო
იუსტიციის დეპარტამენტმა დამაპატიმრა იმის გამო, რასაც ბოლო 30 წელია, ვაკეთებ, ეს არის ახალი ამბების გაშუქება, არასდროს გავჩერდები -CNN-ის ყოფილი წამყვანი დონ ლემონი
უკრაინის ელექტროქსელში ავარიის გამო ქვეყნის მნიშვნელოვან ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა ე.წ. ეფშტეინის ფაილებიდან სამ მილიონზე მეტი გვერდი გამოაქვეყნა
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სომხეთი ევროკავშირთან დაახლოების შედეგების შესახებ გააფრთხილა
ირანს არასდროს უცდია ბირთვული იარაღის ფლობა და მზადაა, მიიღოს სამართლიანი და თანასწორი ბირთვული შეთანხმება, რომელიც ჩვენი ხალხის ლეგიტიმურ ინტერესებს დააკმაყოფილებს -აბას არაღჩი
ბრიტანული მედია მემარცხენეების გავლენის ქვეშ არის მოქცეული -ლიზ ტრასი
ტრამპი ამერიკულ ფლოტილიაზე: ხომალდებს სადმე ცურვა ხომ სჭირდებათ? ჰოდა, სჯობს ირანის სიახლოვეს იცურონ
ანტონიუ გუტერეში - გაერო „გარდაუვალი ფინანსური ჩამოშლის“ საფრთხის წინაშე დგას, რადგან წევრი სახელმწიფოები გადასახადებს არ იხდიან
შარლ მიშელი ნატოს გენერალურ მდივანზე: არ მოველოდი, რომ მარკ რუტე ამერიკის აგენტი გახდებოდა
ირანი აშშ-თან "სამართლიანი" მოლაპარაკებისთვის მზად არის -ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი
ვლადიმერ პუტინი დათანხმდა ტრამპის თხოვნას, რომ უკრაინაზე დარტყმები პირველ თებერვლამდე შეჩერდეს-დიმიტრი პესკოვი
ფრიდრიხ მერცის განცხადების გამო, ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროში გერმანიის ელჩი დაიბარეს
საოცარი წელი გვქონდა, უზარმაზარ პროგრესს მივაღწიეთ - დონალდ ტრამპი
,,ვოლოდიმირ ზელენსკის რამდენჯერმე ვუთხარი, ნუ აყენებ ულტიმატუმებს, ეს შენს ინტერესებში არ არის''- ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრი
,,ამჟამად რამდენიმე ქვეყანა ცდილობს თავიდან აიცილოს სრულმასშტაბური ომის გაჩაღება ჩვენს რეგიონში''- ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი
,,თუ არ მოგწონთ საიმიგრაციო და საბაჟო სამსახურის ქმედებები, წადით და კონგრესთან გააპროტესტეთ''- თეთრი სახლის წარმომადგენელი
რუსეთმა და უკრაინამ დაღუპული მებრძოლების ცხედრები გაცვალეს
,,არ ვიცით, უსაფრთხოების რა გარანტიებზე შეთანხმდნენ აშშ და უკრაინა''- სერგეი ლავროვი