"ნებისმიერი სტუდენტი, რომელიც არ არის პოლიტიკურად ანგაჟირებული, შეუძლებელია, ამ რეფორმით უკმაყოფილო იყოს"-ნიკოლოზ მეტრეველი

"განათლების სფერო არის განვრცობადი პროცესი და მუდმივად საჭიროებს რეფორმებს. სწორედ ეს არის რეფორმის ერთ-ერთი მთავარი ქვაკუთხედი - ამ ორი უნივერსიტეტის გაერთიანება, ისტორიული მისიის შესრულება, რაზეც ოცნებობდა სწორედ ივანე ჯავახიშვილი და ეს იქნება ძალიან კარგი საწინდარი ჩვენი ახალგაზრდების განვითარებისთვის," - ამის შესახებ ანალიტიკოსმა ნიკოლოზ მეტრეველმა უნივერსიტეტების გაერთიანებაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, „სტუდენტისთვის კარგის მეტი ამ რეფორმით არაფერი ხდება" და მიაჩნია, რომ სტუდენტი, რომელიც შეცდომაში არ არის შეყვანილი, აქ ცუდს ვერაფერს ნახავს. მეტრეველის განცხადებით, ამ ორი უნივერსიტეტის შერწყმით სტუდენტის დიპლომი ბევრად უფრო გავლენიანი გახდება და დასაქმების მეტი შანსი გაუჩნდება.

„ნებისმიერი სტუდენტი, რომელიც არ არის პოლიტიკურად ანგაჟირებული, შეუძლებელია ამ რეფორმით უკმაყოფილო იყოს, ვგულისხმობ ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტს, რადგან თითოეული ახალგაზრდა ოცნებობს, რომ რაც შეიძლება გავლენიან, პრესტიჟულ უნივერსიტეტში ჩააბაროს და სწორედ ამ ორი უნივერსიტეტის შერწყმა მის დიპლომს კარგ ძალას და დასაქმების მეტ შესაძლებლობას აძლევს. ორი უნივერსიტეტის გაერთიანება არის ეპოქალური, ისტორიული მისია, რომელიც დღეს ხორციელდება"- აღნიშნა მეტრეველმა.

მეტრეველი ტექნიკური უნივერსიტეტის თანამშრომლებს მიმართავს, რომ არავითარ შემთხვევაში მათი სადმე გაშვება და არასრულფასოვანი ინტეგრაცია არ ხდება. მისივე განცხადებით ეს არის თანასწორი, თანაბარუფლებიანი ორი უნივერსიტეტის გაერთიანება, რაც მათთვისაც კარგი იქნება.

 





მსგავსი სიახლეები
გივი მიქანაძეს იერუსალიმის პატრიარქმა უმასპინძლა
სტუ-ის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები ხელისუფლებას მოთხოვნით მიმართავენ
თბილისის ფილარმონიის შენობის რეაბილიტაციის პროექტირებაზე კონკურსი გამოცხადდა
"ნებისმიერი სტუდენტი, რომელიც არ არის პოლიტიკურად ანგაჟირებული, შეუძლებელია, ამ რეფორმით უკმაყოფილო იყოს"-ნიკოლოზ მეტრეველი
31 იანვარს მართლმადიდებელი ეკლესია ქართველთა კეთილმორწმუნე მეფის თამარის მიცვალებას აღნიშნავს
31 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი
31 იანვარის ამინდის პროგნოზი
,,დიდი პატივია დღეს აქ დგომა და თბილისის მეტროპოლიტენის 60 წლის იუბილეს თქვენთან ერთად აღნიშვნა''- შალვა პაპუაშვილი
კახა კალაძე: 60 წლის წინ თბილისში მეტრო გაიხსნა და ამით დაიწყო დედაქალაქის თანამედროვე სატრანსპორტო ისტორია
მიხეილ ყაველაშვილმა თბილისის მეტროს 60 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ ცხრა თანამშრომელს ღირსების ორდენები გადასცა
,,ეს თარიღი ჩვენი ქალაქის განვითარების უმნიშვნელოვანეს ეტაპს გვახსენებს''- ირაკლი კობახიძე
ენერგოომბუდსმენი ბუნებრივი აირის გაზრდილ დარიცხვებზე განცხადებას ავრცელებს
ბექა ოდიშარია - ისეთი სახელდებები, რომლებიც ჩვენს ისტორიასთან და დღევანდელობასთან აბსოლუტურ წინააღმდეგობაში მოდის, უნდა გადაფასდეს
რა საშუალებები დაგვეხმარება სეზონური ვირუსული ინფექციების სიმპტომების შემსუბუქებაში
ჩვენ რეფერენტული ფასები გვაქვს, დაახლოებით, 7000-ზე მეტ მედიკამენტზე და შესაძლებელია ამ პროცესის გაგრძელებაც ერთ-ერთი გზა იყოს, არსებობს სივრცე - მედიკამენტებზეც შემცირდეს ფასები - ლევან ჟორჟოლიანი
30 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი
30 იანვარის ამინდის პროგნოზი
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან საპროტესტო აქცია იმართება
ბათუმის მერია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა საქართველოს ეროვნული პრემიის კონკურსის გამარჯვებულები დააჯილდოვა