"ღამის სამ საათამდე ვეძებდი ჩემს შვილს, მოიყვანეს დიღმის სამმართველოში, ყელის არეში დაზიანებებით, ხელზე სიწითლეებით -ეკა ბესელია

ღამის 24:00 საათიდან 03:00 საათამდე ვეძებდი ჩემს შვილს და ხან რას მეუბნებოდნენ ხან რას, ვეძებეთ, ვრეკეთ და ღამის 3 სთ-ზე მოიყვანეს დიღმის სამმართველოში, მითხრა, რომ ერთმა პოლიციელმა მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, შემომიყვანეს ყელის არეში დაზიანებებით, ხელზე სიწითლეებით, - ამის შესახებ "მართლმსაჯულების სახლის" ხელმძღვანელი ეკა ბესელია სოციალურ ქსელში წერს.

"პროპაგანდისტული მედიით ვიდრე დამესხმებით თავს სიმართლე არის ეს:

გუშინ ღამის 24 სთ დამირეკეს, რომ ჩემი შვილი რატი საპატრულო პოლიციამ დააკავა და ძალის გამოყენებით წაიყვანეს.

რა დროც გზაში დამჭირდა მივედი ვაკე საბურთალოს გზაზე, სადაც ჰყავდათ გაჩერებული ავტო/ მანქანა და თავად ჩემი შვილი გადაყვანილი ჰყავდათ სადღაც...

როგორც მითხრეს ნასვამი მართავდა მანქანას და საპატრულო პოლიცია დაედევნა, გაჩერდა და ამ დროს წინ მდგომ ტაქსის ა/ მანქანას მიედო ისე, რომ არც ერთი მანქანა არაა დაზიანებული.

ტაქსის მძღოლმა განაცხადა, რომ არანაირი პრეტენზია არ ჰქონდა და გაუშვეს.

მთავარი იწყება ამის შემდეგ:

ღამის 24 საათიდან 03 საათამდე ვეძებდი ჩემს შვილს და ხან რას მეუბნებოდნენ ხან რას, პოლიციის უფროსად ვინც გამეცნო მითხრა, რომ დიღმის სამმართველოშია, წავედით დიღომში და იქ არ იყო.... როგორც ხდება ამ ბოლო დროს...

ვეძებეთ, ვრეკეთ და ღამის 03 სთ მოიყვანეს დიღმის სამმართველოში და ადგილები არ ჰქონდათ. 1 სთ ეზოში ჰყავდათ გაჩერებული.

ამ დროს ვნახე რატი პოლიციის მანქანაში ხელბორკილებით და მითხრა, რომ ერთმა პოლიციელმა მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. ვთხოვე მშვიდად ყოფილიყო. ღამე ვერ შევედი და დილით ბევრი ზარის შემდეგ შევედით იზოლატორში როგორც იქნა...

აი ესაა მეორე მთავარი ისტორია - შემომიყვანეს ყელის არეში დაზიანებებით, ხელზე სიწითლეებით... ახლა 15.35 საათია და არც დამკავებელი ვიცი, არც დაკავების ოქმი მაქვს, არც არაფერი რაც უნდა გადასცე დაკავებულ პირს.
იზოლატორში გამოყვანის წინ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს..

ახლადნაოპერაციებია და გავაფრთხილე ნუ ეჯაჯგურებით, საკმარისად აქვს გადატანილი ყველაფერი და არ მინდა იგივეს განმეორება...

რაც დაარღვია - ადმინისტრაციული წესით აგებს პასუხს, მაგრამ ვინც მას მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა (ყელზე ეტყობა ეს ნაჭდევები) და არღვევს ამ დრომდე კანონს - იმის პასუხისმგებლობაზე სამთავრობო პროპაგანდას კითხვა გაუჩდება?

4 ადვოკატი ვეძებთ საქმის ავტორს და მასალებს ამ დრომდე....

არ მქონდა წერის თავი ისე ვიყავი ემოციურად, მაგრამ ახლა ვწერ, რადგან დაიწყო წერა პროპაგანდამ ათასი სიბინძურის გავრცელება...

კანონის დაცვას ვითხოვ, ვისაც არ უნდა ეხებოდეს ეს!

სხვა არაფრის შიში რომ არ მაქვს, ეს ორივე რეჟიმმა - წინამ და ახლანდელმაც კარგად იცის!", - წერს ეკა ბესელია.

რატი მილორავა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლითაა დაკავებული, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

 





მსგავსი სიახლეები
ეკა ბესელია აღიარებს, რომ მისი შვილი ავტომობილს ნასვამ მდგომარეობაში მართავდა
აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს
"ღამის სამ საათამდე ვეძებდი ჩემს შვილს, მოიყვანეს დიღმის სამმართველოში, ყელის არეში დაზიანებებით, ხელზე სიწითლეებით -ეკა ბესელია
ეკა ბესელიას შვილი, რატი მილორავა დააკავეს
შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ ქრთამის აღების ბრალდებით დაცვის პოლიციის თანამშრომელი დააკავა
გეკა გელაძემ სამეგრელოს რეგიონში შსს-ს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლებთან სამუშაო შეხვედრები გამართა
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა თბილისსა და ბათუმში ჩატარებული სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებების შედეგად უცხო ქვეყნის 32 მოქალაქე დააკავეს
პროკურატურა ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარისთვის გირაოს შეფარდებას სააპელაციო წესით გაასაჩივრებს
ComCom-მა „ფორმულა" ნაციონალური მოძრაობისგან არაპირდაპირი დაფინანსების მიღებისთვის გააფრთხილა
პროკურატურამ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში პოლიციის თანამშრომლებისთვის წინააღმდეგობის გაწევის ფაქტზე დაკავებულ სამ პირს ბრალდება წარუდგინა
თავდაცვის სამინისტრო ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ჯუანშერ ბურჭულაძისგან ზარალის ანაზღაურებას ითხოვს
ყალბი ცნობების გამოყენებით სამხედრო სამსახურისგან თავის არიდების საქმეზე ჩვენს მიერ დაკავებულია ერთი პირი -თავდაცვის სამინისტროს გენინსპექცია
ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადებისა და გასაღების ფაქტებზე ოთხი ექიმი დააკავეს
სუს-მა კორუფციის ბრალდებით 21 ადამიანი დააკავა
სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა ახალციხის სამმართველოს სასაზღვრო სექტორ „კარწახის“ დასაცავ მონაკვეთზე უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს
პოლიციამ თბილისში ოჯახის წევრის მიმართ სხვადასხვა მძიმე დანაშაულის ჩადენაში ბრალდებული პირი დააკავა
იტალიიდან უცხო ქვეყნის სამი მოქალაქე გააძევეს - მათ შორის ორი ქართველია
კახეთში პოლიციის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი წინააღმდეგობისა და ძალადობის ბრალდებით სამი პირი დააკავეს
ილია ღუდუშაურს ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის საპატიმრო გირაო შეეფარდა
სააპელაციო სასამართლომ ლევან ჯანგველაძის შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის საქმეზე პირველი ინსტანციის განაჩენი ძალაში დატოვა