ირანის სამხრეთით მდებარე საპორტო ქალაქ ბენდერ აბასში ძლიერი აფეთქება მოხდა

ირანის სამხრეთით მდებარე საპორტო ქალაქ ბენდერ აბასში ძლიერი აფეთქება მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ „ევრონიუსი" ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, აფეთქება რვა სართულიან შენობაში მოხდა და ქვედა სართულების ნაწილები მნიშვნელოვნად დააზიანა, ჩამსხვრეულია მთელი შენობის ფანჯრები.

ზოგიერთი არაოფიციალური წყაროს ინფორმაციით, სამიზნე „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის" საზღვაო ძალების მეთაური, ალირეზა ტანგსირი იყო. თუმცა საინფორმაციო სააგენტო Tasnim-ი, რომელიც, „ევრონიუსის" ცნობით, „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსთან" არის დაკავშირებული, ინფორმაციას „სრულ სიცრუეს" უწოდებს.

ზოგიერთი წყარო ინციდენტს გაზის გაჟონვას უკავშირებს, თუმცა ადგილობრივები აცხადებენ, რომ შენობაში გაზსადენი დამონტაჟებული არ იყო.

ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია, რომ აფეთქებების ხმა ირანის სხვა ქალაქებშიც, მათ შორის ირან-ერაყის საზღვართან მდებარე ქალაქ აჰვაზშიც ისმოდა. „ევრონიუსის" ცნობით, აფეთქებებს, სულ მცირე, ოთხი ადამიანი ემსხვერპლა. აფეთქებების მიზეზების შესახებ ინფორმაცია ამ დროისთვის არ არსებობს.

ცნობისთვის, „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა" ამ კვირაში სპარსეთის ყურის წყლებში საზღვაო წვრთნების ჩატარება დაანონსა, რამაც აშშ-ის ცენტრალური სარდლობის უარყოფითი რეაქცია გამოიწვია. აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ„ ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსს" პროვოკაციული ქმედებებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა.

 





მსგავსი სიახლეები
ირანის სამხრეთით მდებარე საპორტო ქალაქ ბენდერ აბასში ძლიერი აფეთქება მოხდა
აშშ-ის სენატის მიერ მთავრობის დაფინანსების პაკეტის დამტკიცების მიუხედავად, დაფინანსების ვადის ამოწურვის შედეგად აშშ-ში ნაწილობრივი "შათდაუნი" დაიწყო
იუსტიციის დეპარტამენტმა დამაპატიმრა იმის გამო, რასაც ბოლო 30 წელია, ვაკეთებ, ეს არის ახალი ამბების გაშუქება, არასდროს გავჩერდები -CNN-ის ყოფილი წამყვანი დონ ლემონი
უკრაინის ელექტროქსელში ავარიის გამო ქვეყნის მნიშვნელოვან ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა ე.წ. ეფშტეინის ფაილებიდან სამ მილიონზე მეტი გვერდი გამოაქვეყნა
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სომხეთი ევროკავშირთან დაახლოების შედეგების შესახებ გააფრთხილა
ირანს არასდროს უცდია ბირთვული იარაღის ფლობა და მზადაა, მიიღოს სამართლიანი და თანასწორი ბირთვული შეთანხმება, რომელიც ჩვენი ხალხის ლეგიტიმურ ინტერესებს დააკმაყოფილებს -აბას არაღჩი
ბრიტანული მედია მემარცხენეების გავლენის ქვეშ არის მოქცეული -ლიზ ტრასი
ტრამპი ამერიკულ ფლოტილიაზე: ხომალდებს სადმე ცურვა ხომ სჭირდებათ? ჰოდა, სჯობს ირანის სიახლოვეს იცურონ
ანტონიუ გუტერეში - გაერო „გარდაუვალი ფინანსური ჩამოშლის“ საფრთხის წინაშე დგას, რადგან წევრი სახელმწიფოები გადასახადებს არ იხდიან
შარლ მიშელი ნატოს გენერალურ მდივანზე: არ მოველოდი, რომ მარკ რუტე ამერიკის აგენტი გახდებოდა
ირანი აშშ-თან "სამართლიანი" მოლაპარაკებისთვის მზად არის -ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი
ვლადიმერ პუტინი დათანხმდა ტრამპის თხოვნას, რომ უკრაინაზე დარტყმები პირველ თებერვლამდე შეჩერდეს-დიმიტრი პესკოვი
ფრიდრიხ მერცის განცხადების გამო, ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროში გერმანიის ელჩი დაიბარეს
საოცარი წელი გვქონდა, უზარმაზარ პროგრესს მივაღწიეთ - დონალდ ტრამპი
,,ვოლოდიმირ ზელენსკის რამდენჯერმე ვუთხარი, ნუ აყენებ ულტიმატუმებს, ეს შენს ინტერესებში არ არის''- ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრი
,,ამჟამად რამდენიმე ქვეყანა ცდილობს თავიდან აიცილოს სრულმასშტაბური ომის გაჩაღება ჩვენს რეგიონში''- ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი
,,თუ არ მოგწონთ საიმიგრაციო და საბაჟო სამსახურის ქმედებები, წადით და კონგრესთან გააპროტესტეთ''- თეთრი სახლის წარმომადგენელი
რუსეთმა და უკრაინამ დაღუპული მებრძოლების ცხედრები გაცვალეს
,,არ ვიცით, უსაფრთხოების რა გარანტიებზე შეთანხმდნენ აშშ და უკრაინა''- სერგეი ლავროვი