,,რასაც ესტონეთში ყალბი რეგისტრაციის მქონე ეს ადამიანი ავრცელებს, არის სიყალბის კლასიკური მაგალითი''-შალვა პაპუაშვილი

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში ვრცელი ეხმაურება ჟურნალისტ გელა მთივლიშვილის მიერ მის ქონებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, გავრცელებული ყალბი ბანერით ცდილობდნენ აღქმის დამკვიდრებას, თითქოს სახელმწიფომ მას რაღაც მიწის ნაკვეთი გადასცა 1 ლარად, რაც პაპუაშვილის თქმით, სრული ტყუილია.

პაპუაშვილის განმარტებით, აღნიშნული ნაკვეთები მას და მის ბიძაშვილს მემკვიდრეობით პაპისგან გადაეცათ, შემდგომში კი ქონებასთან დაკავშირებით მასსა და მის ბიძაშვილს შორის სიმბოლურ თანხად ნასყიდობის ხელშეკრულებაც გაფორმდა.

„ის, რასაც ესტონეთში ყალბი რეგისტრაციის მქონე ეს ადამიანი ავრცელებს, არის სიყალბის კლასიკური მაგალითი.

თანაც ისეთი უტიფარი სიყალბის, რომ, როგორც თავად რამდენიმე დღის წინ განაცხადა, ამ საკითხზე და შოვის ტრაგედიაზე მსგავსი დონის სიყალბის გამო მას ევროკავშირმა დაფინანსებაზე უარი უთხრა. ანუ იმ დონის უტიფარი სიყალბეა, რომ ბრიუსელისთვისაც კი, რომელიც ყველანაირ საბაბს ეძებს, რომ შარი მოგვდოს და ბრალი დაგვდოს, წითელი ხაზი აღმოჩნდა.

წესით, ამ ერთი ფაქტის მოყვანითაც შემეძლო, ეს თემა დამეხურა, თუმცა, ვინაიდან, ამ ადამიანს არც ჩემი სიტყვა ესმის და როგორც თავად ამბობს, არც ევროკავშირის, და სოცქსელს ამ სრულიად ყალბი ბანერით აბინძურებს, კიდევ ერთხელ განვმარტავ, რა არის სიყალბე და რა - სიმართლე.

რაც შეეხება სიმართლეს. სიმართლე ის არის, რომ ჩემი ერთადერთი დამსახურება, რომ ჩემს ბიძაშვილთან ერთად მის მიერ ნახსენები ნაკვეთის თანამესაკუთრე (და არა ერთადერთი მესაკუთრე) ვარ, არის იმაში, რომ პაპაჩემის შვილიშვილი ვარ. ამ ნაკვეთს და მის მიმდებარე არანაკლებ ნაკვეთებს (რომელსაც ის რატომღაც არ აჩენს) იმ მომენტიდან, როდესაც დამოუკიდებელ საქართველოში საკუთრების უფლება გაჩნდა, პაპაჩემი ფლობდა, ნაწილს საკუთრებად, ნაწილს კი იჯარით. პაპაჩემი 2003 წელს გარდაიცვალა და მემკვიდრეობა მე და ჩემს ბიძაშვილს დაგვიტოვა. ის, რაც მას საკუთრებაში ჰქონდა, საკუთრებად გადმოვიფორმეთ, ხოლო ის, რაც იჯარის ხელშეკრულებით იყო, მასზე ახალი იჯარის ხელშეკრულება დავდეთ. ვინაიდან იჯარის პროცედურებს რეგიონში სხვადასხვა უწყებებში სიარული, წერილების წერა და თანხმობები სჭირდებოდა, ყველგან ორივეს რომ არ გვევლო, შევთანხმდით, რომ ნაკვეთების ამ ნაწილზე იჯარის ხელშეკრულების დადებას ჩემი ბიძაშვილი აიღებდა თავის თავზე. თუმცა ამის შემდეგაც ეს იყო ჩვენი საერთო ქონება და იჯარის თანხასაც ერთად ვიხდიდით. 2005 წლიდან შესაძლებელი გახდა იჯარით აღებული მიწის ნაკვეთების გამოსყიდვა. გამოსყიდვის ფასი სახელმწიფოს მიერ კანონით დადგინდა. თავდაპირველად, არც ვჩქარობდით გამოსყიდვას, თუმცა ვინაიდან დაანონსდა, რომ 2010 წლის შემდეგ რეგულაციები შეიცვლებოდა, გამოსყიდვის პროცედურები დავიწყეთ. ვინაიდან, იჯარის ხელშეკრულება მხოლოდ ჩემი ბიძაშვილის სახელზე იყო, გამოსყიდვაც იურიდიულად მხოლოდ მას შეეძლო. ასე რომ, შევთანხმდით, რომ მას გამოესყიდა და მერე, როცა იქნებოდა, გაგვემიჯნა საკუთრება. შესყიდვის თანხაც ერთად დავდეთ და ამის შემდეგ ამ ნაკვეთებზე ქონების გადასახადსაც ერთად ვიხდიდით. ასე რომ, ეს ნაკვეთები ჩვენს ფაქტობრივ თანასაკუთრებაში იყო. აქვე ვიტყვი, რომ ეს არ არის რაიმე ოჯახური ისტორია, რომელიც ორმა ადამიანმა ვიცით. ქიზიყში პაპაჩემს და მის ოჯახს ყველა პირადად თუ არ გვიცნობს, გაგონილი მაინც აქვთ, ვინ ვართ და რას ვაკეთებთ. ასე რომ, ის ტერიტორია ჩემი და ჩემი ბიძაშვილის საკუთრება რომ არის, ეს ყველამ იცის.

ასე ჰარმონიულად მიდიოდა ჩვენი ცხოვრება, მიწაც იხვნებოდა და ღვინოც იწურებოდა, ვიდრე 2020 წელს პოლიტიკაში მოსვლა გადავწყვიტე. ვინაიდან ვიცოდი, რომ მოხელის დეკლარაციის შევსება იქნებოდა საჭირო, გადავწყვიტე ის, რაც ჩემი ქონება იყო, სამართლებრივადაც მომეწესრიგებინა, რომ შემდეგ, გადმოფორმების თუ ნაკვეთების გაყიდვის შემთხვევაში, კითხვა არ ყოფილიყო, საიდან ეს ქონება და გაყიდულიდან თანხა მე რატომ შემხვდა. ჩემს პირველივე დეკლარაციაში ეს ყველაფერი ძალიან კარგად ჩანს - ჩემმა მეუღლემ დაირეგისტრირა სოფლის სახლი, რომელიც ბებიამისს მანამდეც მისთვის ჰქონდა ნაჩუქარი, მე კი ჩემზე ის ნაკვეთები, რაზეც ზემოთ მოგახსენეთ. ამ ნაკვეთებიდან მაგალითად სახნავი მიწა მე და ჩემმა ბიძაშვილმა პირდაპირ შუაზე გავყავით და ცალ-ცალკე დავირეგისტრირეთ (სხვათა შორის, აქაც 1 ლარად, მაგრამ რატომღაც ამ ადამიანისთვის იქვე, გზის გადასწვრივ მდებარე სახნავი მიწა საინტერესო არ აღმოჩნდა), ხოლო იმ ნაკვეთებზე, რომლებიც ფიზიკურად რთული გასამიჯნია, თანამესაკუთრეებად დავრეგისტრირდით.

ახლა რაც შეეხება 1 ლარს. ეს სამარცხვინო მანიპულაცია, ჯერ 2023 წელს „ბათუმელებმა" იკადრა, თითქოს სახელმწიფოსგან 1 ლარად ვიყიდე რაღაც - რაც ისეთი მამალი ტყუილი იყო, რომ ბოლოს ბოდიშები იხადეს და სტატიები წაშალეს. ახლა კი ეს ადამიანი არ იშლის მანიპულაციებს.

საქმე კი შემდეგშია, რომ ეს ვითომ რაღაც დასამალი 1-ლარიანი გარიგების ამბავი „ბათუმელებმაც" და ამ ადამიანმაც ჩემივე დეკლარაციიდან იციან და აქ არც გამოსაკვლევი იყო რამე და არც ფარდაასახდელი. სინამდვილეში, საქმე ორ ბიძაშვილს შორის პაპის დანატოვარის გაფორმებას ეხება.

ისტორია კი ასეთია. როდესაც 2020 წელს გადავწყვიტე, რომ ყველაფერი, რაც საკუთრებაში თუ თანასაკუთრებაში მქონდა შესაბამისად ასახულიყო რეესტრში, რათა პოლიტიკაში შემოსვლისას ყველა ქონება თავიდანვე მოწესრიგებულად ამესახა დეკლარაციაში და რეესტრში მივედით, ჩვენც და რეესტრიც აღმოვჩნდით დილემის წინაშე - როგორ გაიფორმო ის, რაც შენ ისედაც გეკუთვნის. რეესტრს სჭირდება დოკუმენტი, რაიმე ხელშეკრულება, რომ ცხოვრებისეული რეალობა სანივთოსამართლებრივ მოცემულობად ასახოს და საკუთრება დაარეგისტრიროს. ვინაიდან ჩვენს შორის ახალი არაფერი ხდებოდა, ორივე თავიდანვე ამ ნაკვეთებს თანასაკუთრებად ვფლობდით და მხოლოდ ამის აღიარება გვინდოდა, შევთავაზეთ, რომ საკუთრების აღიარების განცხადება დაეწერა ჩემს ბიძაშვილს, მაგრამ ასეთი ფორმა რეესტრს არ ჰქონდა. ამიტომ, ყველაზე სწორ გზად სიმბოლურ თანხად ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმება დარჩა - ეს ფორმა თან აჩვენებდა, რომ ეს ნაკვეთები უსასყიდლოდ არ მიმიღია და არავის უჩუქებია ჩემთვის და ამასთან, სიმბოლური თანხა 1 ლარი კეთილსინდისიერად აჩვენებდა, რომ ეს ნასყიდობის ხელშეკრულება სიმბოლურია და არა კომერციული, სადაც ხელშეკრულების ორივე მხარე აჩვენებს, რომ რაღაც სხვა ვალდებულების გამო მოხდა საკუთრების რეგისტრაცია.

კიდევ ერთხელ, ეს ყველაფერი - ის რომ სპეციალურად სიმბოლურ თანხად იყო ხელშეკრულება, რატომ იყო სიმბოლურ თანხად და მანამდე რომ ფაქტობრივი თანამესაკუთრე ვიყავი - რაიმე გამოძიებით კი არ მოიპოვა ამ ადამიანმა, ჩემს 2021 წლის პირველივე დეკლარაციაში და მას შემდეგ ჩემს ყველა დეკლარაციაში შავით თეთრზე წერია და ამ პოსტზე ფოტოდ მაქვს დართული.

ამიტომ, სიმბოლურ თანხად შეძენა პირდაპირი განზრახვა იყო, სწორედ იმის საჩვენებლად, რომ დავირეგისტრირე ის, რაც 90-იანებიდან მოყოლებული როგორც პაპაჩემის ოჯახის წევრს - იჯარით, შემდეგ 2003 წლიდან ჩემს ბიძაშვილთან ერთად - ასევე იჯარით, ხოლო 2011 წლიდან ჩემს ბიძაშვილთან ერთად თანასაკუთრებით ისედაც მქონდა.

სიმბოლურ თანხად უძრავი ქონების თუ კომპანიის წილის ნასყიდობაში არათუ ახალი არაფერია, ეს ჩვეულებრივი პრაქტიკაა. ეს პრაქტიკა დამკვიდრებულია სახელმწიფოს მიერაც, როდესაც სიმბოლურ 1 ლარად გადასცემს ნაკვეთს იმის საჩვენებლად, რომ ამაში რეალურად საკუთრების უფლების აღიარება ან სხვა ვალდებულებების შესრულება იგულისხმება. და, თუ არც ჩემი და არც სახელმწიფოსი გჯერათ, მაშინ იქნებ, ისიც ნახოთ, კეზერაშვილმა როგორ გადაუფორმა ტელევიზიის წილი 1 ლარად მის ამჟამინდელ მეწილეებს. რამე კითხვები იყო ამ გარიგებაზე?

ასე რომ, ამ ტყუილს თავიდანვე მოკლე ფეხები და ბოროტი განზრახვა რომ ჰქონდა, იმიტომაც არავინ მოჰკიდა მის გავრცელებას ხელი.

რა არის ამ ისტორიის მორალი:

პირველი - ეს ბანერი და მისით წარმოჩენილი ამბავი ყალბი ჟურნალისტიკის მაგალითია, ვინაიდან:

▪️ამ ისტორიას სახელმწიფოსთან არანაირი კავშირი არ აქვს. არადა ის, როგორც ეს სიყალბე გავრცელდა, კარგად აჩვენებს, რა აღქმის დამკვიდრებასაც ცდილობდნენ ამ ყალბი ბანერით - თითქოს სახელმწიფომ გადმომცა რაღაც ნაკვეთი, რაც კიდევ ერთხელ სრული ტყუილია.

▪️ეს ნაკვეთები პაპაჩემის დროინდელია და ჩემი კავშირი აქედან მოდის, როგორც მისი მემკვიდრის.

▪️პაპაჩემის გარდაცვალების შემდეგ, 2003 წლიდან ამ ნაკვეთს მე და ჩემი ბიძაშვილი ჯერ იჯარით, 2011 წლიდან დღემდე კი როგორც თანამესაკუთრეები ვფლობთ.

▪️სიმბოლურ თანხად დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება ჩვეულებრივი პრაქტიკაა, იმის გამჭვირვალედ საჩვენებლად, რომ ამ ნასყიდობის უკან უფლებების და ვალდებულებების სხვა ისტორია დგას და სწორედ ჩვენს შორის თანამესაკუთრეობის რეალური ისტორიის ასახვა მოხდა 2020 წელს და განმარტებულია ჩემს 2021 წლის დეკლარაციაში.

მეორე - ის, რომ ეს სიყალბეა, იმითაც ჩანს, რომ ვინც ჩაიხედა საკითხში, არავინ ხელი არ მოჰკიდა ამ სიყალბის გავრცელებას, და როგორც თავად ეს ადამიანი ამბობს, ევროკავშირმაც კი უარი უთხრა დაფინანსებაზე.

დაბოლოს, არ ენდოთ ესტონეთში ყალბი რეგისტრაციის მქონე მედიას", - წერს პაპუაშვილი.

 

 





მსგავსი სიახლეები
,,რასაც ესტონეთში ყალბი რეგისტრაციის მქონე ეს ადამიანი ავრცელებს, არის სიყალბის კლასიკური მაგალითი''-შალვა პაპუაშვილი
ახალი კანონი არ ვრცელდება ემიგრანტის მიერ ოჯახში ჩარიცხულ საყოფაცხოვრებო მიზნებით გამოსაყენებელ ფულზე, და წერტილი -არჩილ გორდულაძე
„მოსკოვის მექანიზმის'' მსგავსი ინიციატივის წარმდგენები ქართველი ხალხის მიმართ არასათანადოდ განწყობილი ქვეყნები არიან''- პრემიერი
პრემიერი - ჩვენ უკვე მრავალი წელია წარმატებით ვახერხებთ საქართველოს სახელმწიფო სუვერენიტეტის დაცვას და ამას განვაგრძობთ მომავალშიც
ირაკლი კობახიძე არასამთავრობო სექტორზე - თუ პოლიტიკური აქტივობა უნდათ, კეთილი ინებონ და ეს ყველაფერი გააკეთონ ქართული საზოგადოების და არა უცხოური ძალების მხარდაჭერით
,,კანონი ადგენს, რომ პოლიტიკა გარედან არ უნდა ფინანსდებოდეს''- პრემიერი
ირაკლი კობახიძე - დღეს მდგომარეობა ძალიან მძიმეა ევროპულ ბიუროკრატიაში, თუ იქნება გარდამტეხი ცვლილებები, ამ შემთხვევაში, მიდგომაც შეიცვლება ქართველი ხალხისა და ჩვენი სახელმწიფოს მიმართ
,,თბილისის სახელმწიფო და ტექნიკური უნივერსიტეტების გაერთიანება განათლების ხარისხის გაუმჯობესებისკენაა მიმართული''- პრემიერი
,,იმ შეხვედრებიდან, რომლებიც უკვე გაიმართა, ვფიქრობთ, არსებობს სივრცე ფასების შემცირებისთვის''- პრემიერი
,,ნებისმიერი დაფინანსება, რომელიც დაკავშირებულია პირდაპირ თუ ირიბად პოლიტიკასთან, უნდა იყოს გამჭვირვალე საზოგადოებისთვის''- პრემიერი
უკრაინული მედია - უკრაინის საგარეო უწყება საქართველოში ელჩის დანიშვნის წინააღმდეგი იყო, თუმცა ზელენსკის ადმინისტრაციამ სხვა გადაწყვეტილება მიიღო
ანიტა ჰიპერი - გრძელდება საუბრები სანქციებზე მათ წინააღმდეგ, ვინც პასუხისმგებელია “ქართული ოცნების” დემოკრატიულ უკუსვლასა და ადამიანის უფლებების დარღვევებზე
ეს რადიკალების და მათი მოკავშირე NGO-ების მხრიდან კიდევ ერთი საცირკო სანახაობა, ხელოვნურად დადგმული პროცესის გაგრძელებაა, რომლის მიზანიც საქართველოს დისკრედიტაცია და უცხო პოლიტიკური ინტერესების დაკმაყოფილებაა -ლევან კოჭლოშვილი
საქართველოში ძალიან მძიმე, ღრმა კრიზისია, რომელიც ქვეყანას პრაქტიკულად იზოლაციაში ტოვებს, რაც არ დარჩენილა ეუთო-ს ყურადღების გარეშე -გიგი წერეთელი
ჩორჩანას საქმეზე ჩემ წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები წარმოადგენს პოლიტიკურ დევნას და პირდაპირ თავდასხმას საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტზე-გახარია
საქართველოში თუ ხარჯავენ პოლიტიკური შინაარსის ფულს, კეთილი ინებონ და ქართველ ხალხს ჰკითხონ, ჩვენ არ ვართ არავის კოლონია, რომ თავის ჭკუაზე ააწყონ ყველაფერი - შალვა პაპუაშვილი
გვაინტერესებს ევროკავშირისგან, საელჩოსგან, აფინანსებდნენ თუ არა თაღლითურ სქემას ევროპული ფულით, ყალბ "ენჯეოებს" იყენებდნენ თუ არა საქართველოს კანონმდებლობის გვერდის ავლისთვის? -შალვა პაპუაშვილი
ევროკავშირის ელჩი როგორც კი იტყვის, რომ მიუღებელია პრეზიდენტის სასახლეზე შტურმი, იმ ადამიანებს, რომლებიც ამას ევროკავშირის დროშით აკეთებენ, გამოაცლის ბრიუსელის ლეგიტიმაციას -შალვა პაპუაშვილი
აშშ-ის საელჩომ დაიწყო აშშ-ში მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირება, რომლებმაც, შესაძლოა, ვიზის ვადას გადააცილეს
"ეს არის "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" ესტონეთის ოფისი, ასევე, ნინო ლომჯარიას ესტონეთის ოფისი"-შალვა პაპუაშვილი