თბილისის ფილარმონიის შენობის რეაბილიტაციის პროექტირებაზე კონკურსი გამოცხადდა
ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა კონკურსი გამოაცხადა თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის - ფილარმონიის შენობის სრული რეაბილიტაციის დეტალური პროექტირებისთვის.
კონკურსის მიზანია შენობის სრული რეაბილიტაცია, მისი ადაპტაცია თანამედროვე მოთხოვნებთან, საინჟინრო სისტემების ინტეგრაცია და ფუნქციური განახლება ისე, რომ შენარჩუნდეს და აღდგეს ფილარმონიის თავდაპირველი არქიტექტურული სახე.
პროექტირების პროცესი მოიცავს რამდენიმე ეტაპიან სამუშაოებს: უნდა შემუშავდეს ძეგლის დეტალური სარეაბილიტაციო პროექტი და მომზადდეს სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია, შეიქმნას შენობის ექსპლუატაციისა და მოვლა-პატრონობის გზამკვლევი; ასევე, პროექტის განხორციელების პროცესში უზრუნველყოფილი უნდა იყოს საავტორო ზედამხედველობა.
ფილარმონიის რეაბილიტაციის ფარგლებში გათვალისწინებულია: შენობის სასცენო დანადგარების კონსტრუქციის ექსპერტიზა და ადაპტაცია თანამედროვე ტექნოლოგიებთან; არსებული კომუნიკაციების დემონტაჟი და ჩანაცვლება მსუბუქი, ენერგოეფექტური სისტემებით; შენობის გეგმარების შეცვლა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად, მათ შორის არტისტების ოთახების განახლება, ლიფტების მოდერნიზაცია და უსაფრთხოების სისტემების დანერგვა.
გარდა ამისა, დაგეგმილია ფილარმონიის სრული ადაპტაცია განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებისთვის; შენობის ფასადის, სახურავის, სხვენის და სცენის კონსტრუქციული გამაგრება და რესტავრაცია; აკუსტიკური სისტემების მოწყობა და დარბაზის ფუნქციური გაუმჯობესება; დეკორაციების ოთახისა და ტექნიკური სივრცეების მოდერნიზაცია; წყალმომარაგების, წყალარინების, გათბობა-გაგრილების და ვენტილაციის სისტემების სრული განახლება.
პროექტის დასრულების შემდეგ, ფილარმონია კვლავ გახდება მრავალფუნქციური კულტურული სივრცე, რომელიც უმასპინძლებს მასშტაბურ ადგილობრივ და საერთაშორისო ღონისძიებებს.
მუნიციპალური განვითარების ფონდი მოუწოდებს დაინტერესებულ არქიტექტექტორებს და ორგანიზაციებს, ჩაერთონ კონკურსში და თავიანთი გამოცდილებითა და ხედვით წვლილი შეიტანონ ისტორიული პროექტის წარმატებით განხორციელებაში.
მსგავსი სიახლეები
გომბორის სასწავლო ცენტრში ჩატარდა სიმულაციური სწავლება "გომბორის მოხალისე 2026"
1 თებერვალის ამინდის პროგნოზი
გივი მიქანაძეს იერუსალიმის პატრიარქმა უმასპინძლა
სტუ-ის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები ხელისუფლებას მოთხოვნით მიმართავენ
თბილისის ფილარმონიის შენობის რეაბილიტაციის პროექტირებაზე კონკურსი გამოცხადდა
"ნებისმიერი სტუდენტი, რომელიც არ არის პოლიტიკურად ანგაჟირებული, შეუძლებელია, ამ რეფორმით უკმაყოფილო იყოს"-ნიკოლოზ მეტრეველი
31 იანვარს მართლმადიდებელი ეკლესია ქართველთა კეთილმორწმუნე მეფის თამარის მიცვალებას აღნიშნავს
31 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი
31 იანვარის ამინდის პროგნოზი
,,დიდი პატივია დღეს აქ დგომა და თბილისის მეტროპოლიტენის 60 წლის იუბილეს თქვენთან ერთად აღნიშვნა''- შალვა პაპუაშვილი
კახა კალაძე: 60 წლის წინ თბილისში მეტრო გაიხსნა და ამით დაიწყო დედაქალაქის თანამედროვე სატრანსპორტო ისტორია
მიხეილ ყაველაშვილმა თბილისის მეტროს 60 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ ცხრა თანამშრომელს ღირსების ორდენები გადასცა
,,ეს თარიღი ჩვენი ქალაქის განვითარების უმნიშვნელოვანეს ეტაპს გვახსენებს''- ირაკლი კობახიძე
ენერგოომბუდსმენი ბუნებრივი აირის გაზრდილ დარიცხვებზე განცხადებას ავრცელებს
ბექა ოდიშარია - ისეთი სახელდებები, რომლებიც ჩვენს ისტორიასთან და დღევანდელობასთან აბსოლუტურ წინააღმდეგობაში მოდის, უნდა გადაფასდეს
რა საშუალებები დაგვეხმარება სეზონური ვირუსული ინფექციების სიმპტომების შემსუბუქებაში
ჩვენ რეფერენტული ფასები გვაქვს, დაახლოებით, 7000-ზე მეტ მედიკამენტზე და შესაძლებელია ამ პროცესის გაგრძელებაც ერთ-ერთი გზა იყოს, არსებობს სივრცე - მედიკამენტებზეც შემცირდეს ფასები - ლევან ჟორჟოლიანი
30 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი
30 იანვარის ამინდის პროგნოზი
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან საპროტესტო აქცია იმართება