გომბორის სასწავლო ცენტრში ჩატარდა სიმულაციური სწავლება "გომბორის მოხალისე 2026"
მიმდინარე წლის 31 იანვარს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისა და ა(ა)იპ ''ახალგაზრდობა და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისათვის'' ორგანიზებით და სსიპ ''თავდაცვის მოხალისის'' თანადგომით, გომბორის სასწავლო ცენტრში ჩატარდა სიმულაციური სწავლება "გომბორის მოხალისე 2026" საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების მიმართულებით.
რეალობასთან მაქსიმალურად მიახლოებულ სწავლებაში, მონაწილეობა მიიღეს ორგანიზაციის "ახალგაზრდობა და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისათვის'' მოხალისეთა ჯგუფებმა, მათ შორის, ტერიტორიული რაზმების შემადგენლობიდან, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიისა და მოსახლეობის წარმომადგენლებმა, სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებმა, ვ. სანიკიძის სახელობის ომის ვეტერანთა კლინიკური ჰოსპიტლის მობილურმა ამბულატორიამ, რომელიც თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს _TIKA-ს თანადგომით, გასულ წელს გადაეცა ჰოსპიტალს.სწავლებაში, ასევე, ჩართულნი იყვნენ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის მიმართულების სამხედრო საკითხების გაშუქების კურსის სტუდენტები დავით კაკულიას ხელმძღვანელობით. მათი კონკრეტული დავალება გახლდათ: ''მედიის მუშაობა საგანგებო სიტუაციების დროს და კოორდინაცია სამხედრო-სამაშველო ძალებთან.''
სწავლება მოიცავდა როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ ნაწილს. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის საერთაშორისო თანამშრომლობის, პროტოკოლისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს კოორდინატორმა, სამხედრო ჟურნალისტმა კობა ლიკლიკაძემ სტუდენტებს წარუდგინა პრეზენტაცია თემაზე:''ჟურნალისტების ჩართულობა საომარი და კონფლიქტური მდგომარეობის დროს''; პროცესი კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და მომავალი სამხედრო ჟურნალისტებისთვის ძალზედ საინტერესო აღმოჩნდა. ხოლო მოხალისეთა ორგანიზაციის წარმომადგენელმა, მალხაზ ქარაზანიშვილმა სწავლებაში მონაწილეებს გააცნო კრიზისების მართვის სფეროში ჩვენს ქვეყანაში არსებული საკანონმდებლო ბაზა; განხილულ იქნა, ასევე, ადამიანური და ბუნებრივი ფაქტორებით გამოწვეულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების პროცესში, უწყებების კოორდინირებული მოქმედებების ალგორითმი სტრატეგიულ, ოპერატიულ და ტაქტიკურ დონეებზე.
სწავლების პრაქტიკულ ნაწილს ხელმძღვანელობდა მოხალისეთა ორგანიზაციის ''ახალგაზრდობა და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისათვის'' დირექტორის მოადგილე, ბრიგადის გენერალი გიორგი სურმავა, საქართველოს გენერალთა კლუბის აღმასრულებელ დირექტორთან, მალხაზ ჩიხლაძესთან ერთად.
სწავლების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე და ა(ა)იპ ''ახალგაზრდობა და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისათვის'' დირექტორი, ედუარდ ჯიშკარიანი. ისინი პირადად იყვნენ ჩართულნი სწავლების უსაფრთხოდ წარმართვის პროცესში. კობა კობალაძემ უპასუხა მომავალი სამხედრო ჟურნალისტების შეკითხვებს; ესაუბრა საგანგებო და კონფლიქტური სიტუაციების დროს მედიისა და სამაშველო ძალების კოორდინირებული მუშაობის აუცილებლობაზე, ჟურნალისტთა უსაფრთხოების, ინფორმაციის სწორად გადაცემის პროცესში არსებულ გამოწვევებზე, მათი დაძლევის გზებზე.
აღსანიშნავია, რომ სიმულაციური სწავლების პროცესში, გომბორის ცენტრის ინვენტართან და ტექნიკასთან ერთად, გამოყენებულ იქნა სამაშველო აჭღურვილობა, რომელიც თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს- TIKA-ს თანადგომითა და ჩართულობით, გასულ წელს, მაღალი რანგის თურქმა ინსტრუქტორებმა ჩამოიტანეს და საჩუქრად გადასცეს გომბორის მოხალისეთა მომზადების ცენტრს ტრენინგის: ''ღია პერიმეტრზე საძიებო-სამაშველო სწავლების პროგრამა", ფარგლებში. სწავლებაში მონაწილეობდნენ, ასევე, თურქი სპეციალისტების მიერ გაწვრთნილი ქართველი ინსტრუქტორები.სწავლების დასასრულ, ჟურნალისტიკის მიმართულების სამხედრო საკითხების გაშუქების კურსის სტუდენტებმა, ინსტრუქტორებთან ერთად, შეაჯამეს მათი მუშაობა, გააკეთეს დეტალური ანალიზი, ისაუბრეს ხარვეზებზე და მომავალში მსგავს ღონისძიებებში მონაწილეობის სურვილი გამოთქვეს.
მსგავსი სიახლეები
,,მნიშვნელოვანია, გაერთიანებული უნივერსიტეტის ფარგლებში შევინარჩუნოთ აკადემიური, ადმინისტრაციული პერსონალი- საკადრო ცვლილებები არ იგეგმება''-ზვიად გაბისონია
გომბორის სასწავლო ცენტრში ჩატარდა სიმულაციური სწავლება "გომბორის მოხალისე 2026"
1-ელი თებერვალის ამინდის პროგნოზი
გივი მიქანაძეს იერუსალიმის პატრიარქმა უმასპინძლა
სტუ-ის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები ხელისუფლებას მოთხოვნით მიმართავენ
თბილისის ფილარმონიის შენობის რეაბილიტაციის პროექტირებაზე კონკურსი გამოცხადდა
"ნებისმიერი სტუდენტი, რომელიც არ არის პოლიტიკურად ანგაჟირებული, შეუძლებელია, ამ რეფორმით უკმაყოფილო იყოს"-ნიკოლოზ მეტრეველი
31 იანვარს მართლმადიდებელი ეკლესია ქართველთა კეთილმორწმუნე მეფის თამარის მიცვალებას აღნიშნავს
31 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი
31 იანვარის ამინდის პროგნოზი
,,დიდი პატივია დღეს აქ დგომა და თბილისის მეტროპოლიტენის 60 წლის იუბილეს თქვენთან ერთად აღნიშვნა''- შალვა პაპუაშვილი
კახა კალაძე: 60 წლის წინ თბილისში მეტრო გაიხსნა და ამით დაიწყო დედაქალაქის თანამედროვე სატრანსპორტო ისტორია
მიხეილ ყაველაშვილმა თბილისის მეტროს 60 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ ცხრა თანამშრომელს ღირსების ორდენები გადასცა
,,ეს თარიღი ჩვენი ქალაქის განვითარების უმნიშვნელოვანეს ეტაპს გვახსენებს''- ირაკლი კობახიძე
ენერგოომბუდსმენი ბუნებრივი აირის გაზრდილ დარიცხვებზე განცხადებას ავრცელებს
ბექა ოდიშარია - ისეთი სახელდებები, რომლებიც ჩვენს ისტორიასთან და დღევანდელობასთან აბსოლუტურ წინააღმდეგობაში მოდის, უნდა გადაფასდეს
რა საშუალებები დაგვეხმარება სეზონური ვირუსული ინფექციების სიმპტომების შემსუბუქებაში
ჩვენ რეფერენტული ფასები გვაქვს, დაახლოებით, 7000-ზე მეტ მედიკამენტზე და შესაძლებელია ამ პროცესის გაგრძელებაც ერთ-ერთი გზა იყოს, არსებობს სივრცე - მედიკამენტებზეც შემცირდეს ფასები - ლევან ჟორჟოლიანი
30 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი
30 იანვარის ამინდის პროგნოზი