1-ელი თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი
ყველა თვალსაზრისით წარმატებული დღეა. დაწყებულ საქმეებს თითქმის ძალისხმევის გარეშე გაუმკლავდებით და სასარგებლო კავშირებს დაამყარებთ. გირჩევთ, საკუთარ პრინციპებს არ უღალატოთ და ნებისმიერ დისკუსიაში საკუთარი პოზიცია დაიცვათ. საყვარელ ადამიანთან უახლოეს მიზნებსა და გეგმებზე მნიშვნელოვანი საუბარი გექნებათ. გახსოვდეთ, რომ სასურველ შედეგს მხოლოდ კარგად გააზრებული, თანმიმდევრული ქმედებები მოგიტანთ.
კურო
ამ დღეს მოთმინება და გამძლეობა უნდა გამოიჩინოთ, რათა დიდი ხნის განმავლობაში გადადებული გეგმები თანმიმდევრულად განახორციელოთ. პლანეტების ხელსაყრელი განლაგება დაგეხმარებათ, რომ ურთულესი პრობლემები მოაგვაროთ. მოერიდეთ რამდენიმე საქმის ერთდროულად კეთებას - შეიძლება ამისთვის ძალა არ გეყოთ. ახალი ნაცნობობა თქვენს ცხოვრებაში სერიოზულ ცვლილებებს მოიტანს. ნუ აჩქარდებით - დასკვნების გამოტანამდე სიტუაცია უნდა შეისწავლოთ.
ტყუპები
ამ დღეს კოლეგებთან ურთიერთობისას ძალიან ფრთხილად უნდა იყოთ. მოუსმინეთ მათ რჩევებს, მაგრამ გადაწყვეტილება თავად უნდა მიიღოთ. მოქმედებას ნუ დაიწყებთ, სანამ მკაფიო გეგმას არ შეიმუშავებთ. ბრაზიან და გაღიზიანებულ ადამიანებთან ურთიერთობას მოერიდეთ და ეცადეთ მშვიდ გარემოში განმარტოვდეთ. საღამოს შეგიძლიათ ჩვეულებრივზე ცოტა მეტი დახარჯოთ. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას - ტრავმის მაღალი რისკია.
კირჩხიბი
ეს დღე რთული იქნება, მაგრამ ბოლოს სასიამოვნო ჯილდოს მიიღებთ. უსმინეთ საკუთარ ინტუიციას და ინტრიგების მოყვარულ თანამშრომლებთან ურთიერთობები მაქსიმალურად შეზღუდეთ. ზოგადად, ეცადეთ სხვა ადამიანების პირადი ცხოვრების განხილვას ერიდოთ. გადაწყვეტილებების მიღებისას გახსოვდეთ, რომ ასჯერ უნდა გაზომოთ და ერთხელ გაჭრათ. იზრუნეთ ახლობელ ადამიანებზე და მათგან საპასუხო დამოკიდებულებას მიიღებთ.
ლომი
ასტროლოგიური მდგომარეობა უაღრესად ხელსაყრელია, თუმცა დიდი რაოდენობით ინფორმაციასთან გამკლავება მოგიწევთ. შესაძლოა, ამ დროს რაღაც ისეთი გაიგოთ, რაც სწრაფ რეაგირებას გაიძულებთ. ნუ მოუსმენთ სხვების რჩევებს და ყველა კითხვაზე პასუხი საკუთარ თავში ეძებეთ. ნუ წამოეგებით პარტნიორის პროვოკაციებზე და ეცადეთ, მეტი სიბრძნე გამოიჩინოთ.
ქალწული
დილიდან თავს დაბნეულად გრძნობთ, ამიტომ სიტუაციის სწორად შეფასება და გადაწყვეტილების მიღება გიჭირთ. ახლა შეიძლება ბევრი საკითხი ძალიან ბუნდოვანი გეჩვენებათ, მაგრამ როგორც კი მოქმედებას დაიწყებთ, სირთულეები გაქრება. უმჯობესია, საღამო სახლში გაატაროთ, საყვარელ ადამიანებს ყურადღება მიაქციოთ და გარე სამყაროსთან აქტიურ ურთიერთობას მოერიდოთ.
სასწორი
ამ დღის ქმედებები და გადაწყვეტილებები მომავალი თვეების ტენდენციებს განსაზღვრავენ, ამიტომ ეცადეთ საქმეს პასუხისმგებლობით მოეკიდოთ და შეცდომები თავიდან აიცილოთ. ამჟამად თქვენი მთავარი პრობლემა ემოციური არასტაბილურობაა. თქვენს საქმეებში სხვა ადამიანები ხშირად ერევიან, რაც ძალიან გაღიზიანებთ. ყურადღება მიაქციეთ კვებას, გამორიცხეთ ალკოჰოლი და მიირთვით ბოსტნეული და ხილი.
მორიელი
ეცადეთ, ყველაფერში პოზიტიური ასპექტები ეძებოთ და სიტუაციის დრამატიზება არ მოახდინოთ. ხელსაყრელი დღეა შერიგებისა და გაწყვეტილი ურთიერთობების აღდგენისთვის. მეტი ყურადღება მიაქციეთ საყვარელ ადამიანებს, მხარი დაუჭირეთ მათ ყველაზე მოულოდნელ სურვილებშიც კი. თუ თავს დამნაშავედ მიიჩნევთ, ბოდიშის მოხდაც უნდა შეძლოთ და წყენა სამუდამოდ დაივიწყოთ
მშვილდოსანი
პლანეტების ხელსაყრელი განლაგების წყალობით ბევრი პრობლემა თქვენი ძალისხმევის გარეშე, ძალიან სწრაფად და მარტივად მოგვარდება. მშვენიერი დღეა საპირისპირო სქესის წარმომადგენლებთან ურთიერთობისა და რომანტიკული პაემნებისთვის. კვირის ბოლოს თანამოაზრეებთან შეხვედრა სასარგებლო იქნება. სასიამოვნო საუბარი, აზრთა გაცვლა და სუფთა ჰაერზე გასეირნება ენერგიას შეგმატებთ.
თხის რქა
ყოველმხრივ ხელსაყრელი დღეა, ამიტომ გირჩევთ, შანსი გამოიყენოთ და სამომავლოდ გადადებული საქმეები დაასრულოთ. თქვენი დიპლომატიური თვისებები და გამძლეობა საშუალებას მოგცემთ, ფარულ ხაფანგებს თავი დააღწიოთ. შესაძლოა, ზოგი გეგმის შეცვლა მოგიწიოთ, მაგრამ ეს გაცილებით ხელსაყრელი იქნება. ქალებს ვურჩევთ, მეუღლეს ან პარტნიორს ყურადღება არ მოაკლონ, თორემ კონფლიქტი ელით.
მერწყული
ორი კურდღლის ერთად დაჭერის სურვილმა შეიძლება შეცდომები და პრობლემები გამოიწვიოს ამიტომ მშვიდად და აუჩქარებლად იმოქმედეთ. უსმინეთ საკუთარ ინტუიციას და ის მნიშვნელოვან მინიშნებას მოგცემთ. ფრთხილად იყავით დოკუმენტზე ხელის მოწერის დროს და კითხვების შემთხვევაში გამოცდილ ადამიანებს მიმართეთ. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები. სავარაუდოდ, ეს ნერვული სტრესი ან მსუბუქი ტრავმა იქნება. ერიდეთ ცეცხლს და სპირტიან სასმელებს.
თევზები
რთული დღეა - შეიძლება რამდენიმე საკითხის ერთდროულად გადაჭრა მოგიწიოთ. თუ ხვდებით, რომ საქმეს დამოუკიდებლად ვერ უმკლავდებით, უმჯობესია, დახმარებისთვის კოლეგებს ან ახლობლებს მიმართოთ. საღამოს შესაძლოა, ხალხმრავალ წვეულებაზე აღმოჩნდეთ, მაგრამ ნუ დაივიწყებთ სრულფასოვანი დასვენების შესახებ, რომელიც ახლა ძალიან გჭირდებათ.
მსგავსი სიახლეები
1-ელი თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
,,მნიშვნელოვანია, გაერთიანებული უნივერსიტეტის ფარგლებში შევინარჩუნოთ აკადემიური, ადმინისტრაციული პერსონალი- საკადრო ცვლილებები არ იგეგმება''-ზვიად გაბისონია
გომბორის სასწავლო ცენტრში ჩატარდა სიმულაციური სწავლება "გომბორის მოხალისე 2026"
1-ელი თებერვალის ამინდის პროგნოზი
გივი მიქანაძეს იერუსალიმის პატრიარქმა უმასპინძლა
სტუ-ის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები ხელისუფლებას მოთხოვნით მიმართავენ
თბილისის ფილარმონიის შენობის რეაბილიტაციის პროექტირებაზე კონკურსი გამოცხადდა
"ნებისმიერი სტუდენტი, რომელიც არ არის პოლიტიკურად ანგაჟირებული, შეუძლებელია, ამ რეფორმით უკმაყოფილო იყოს"-ნიკოლოზ მეტრეველი
31 იანვარს მართლმადიდებელი ეკლესია ქართველთა კეთილმორწმუნე მეფის თამარის მიცვალებას აღნიშნავს
31 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი
31 იანვარის ამინდის პროგნოზი
,,დიდი პატივია დღეს აქ დგომა და თბილისის მეტროპოლიტენის 60 წლის იუბილეს თქვენთან ერთად აღნიშვნა''- შალვა პაპუაშვილი
კახა კალაძე: 60 წლის წინ თბილისში მეტრო გაიხსნა და ამით დაიწყო დედაქალაქის თანამედროვე სატრანსპორტო ისტორია
მიხეილ ყაველაშვილმა თბილისის მეტროს 60 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ ცხრა თანამშრომელს ღირსების ორდენები გადასცა
,,ეს თარიღი ჩვენი ქალაქის განვითარების უმნიშვნელოვანეს ეტაპს გვახსენებს''- ირაკლი კობახიძე
ენერგოომბუდსმენი ბუნებრივი აირის გაზრდილ დარიცხვებზე განცხადებას ავრცელებს
ბექა ოდიშარია - ისეთი სახელდებები, რომლებიც ჩვენს ისტორიასთან და დღევანდელობასთან აბსოლუტურ წინააღმდეგობაში მოდის, უნდა გადაფასდეს
რა საშუალებები დაგვეხმარება სეზონური ვირუსული ინფექციების სიმპტომების შემსუბუქებაში
ჩვენ რეფერენტული ფასები გვაქვს, დაახლოებით, 7000-ზე მეტ მედიკამენტზე და შესაძლებელია ამ პროცესის გაგრძელებაც ერთ-ერთი გზა იყოს, არსებობს სივრცე - მედიკამენტებზეც შემცირდეს ფასები - ლევან ჟორჟოლიანი
30 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი