საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მოუწოდებს მედიას „თავი შეიკავოს უპასუხისმგებლო განცხადებებისგან
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მოუწოდებს მედიას „თავი შეიკავოს უპასუხისმგებლო განცხადებებისგან".სტუ „ტვ პირველს" სტუდენტების დისკრედიტაციაში ადანაშაულებს.კერძოდ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ეხმაურება „ტვ პირველის" მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ სიუჟეტს, რომელზე თან ერთვის შემდეგი შინაარსის წარწერა: „სტუ-ს რექტორის დავით გურგენიძის უკან დგას პრორექტორი თამარ ლომინაძე, რომლის გვერდით დგანან სუსის აგენტები (წვერებში) სტუდენტების სამართავად და მათზე ზემოქმედების მოსახდენად".ამ მორიგ უპასუხისმგებლო განცხადებასთან დაკავშირებით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ინტერპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ:„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შესაძლო გაერთიანებასთან დაკავშირებით საზოგადოებრივ სივრცეში შექმნილმა ვნებათაღელვამ მედიის მხრიდან არაერთი უპასუხისმგებლო და არაკორექტული ინტერპრეტაცია წარმოშვა. განსაკუთრებით შემაშფოთებელია გავრცელებული შეფასებები და ვიზუალური ნარატივები, მანამდე ვიდრე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ოფიციალურ პოზიციას გააჟღერებს, რაც თავად უნივერსიტეტის შიდა კონსულტაციურ პროცესებზეა დამოკიდებული.ამ კონტექსტში, ტელეკომპანია „ტვ პირველის" მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებული სიუჟეტი და მასზე დართული წარწერა, რომლის მიხედვითაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის უკან თითქოს დგანან პრორექტორი და „სუს-ის აგენტები სტუდენტების სამართავად და მათზე ზემოქმედების მოსახდენად", წარმოადგენს აშკარა ცილისწამებასა და პროფესიული ეთიკის უხეშ დარღვევას.მედიის დამოუკიდებლობა არ ნიშნავს დაუდასტურებელი ბრალდებების გავრცელებას, ვიზუალური მანიპულაციებით საზოგადოებრივი აზრის ფორმირებას და კონკრეტული ინსტიტუციების, პირებისა თუ სოციალური ჯგუფების დისკრედიტაციას.მოცემულ შემთხვევაში, აღნიშნული შეფასება ერთდროულად შეურაცხყოფს უნივერსიტეტს, მის აკადემიურ თვითმმართველობასა და სტუდენტებს, რომლებიც სიუჟეტში, ფაქტობრივად, წარმოდგენილნი არიან როგორც მართული, ზეწოლის ქვეშ მყოფი ან ძალადობრივი პროცესის მონაწილე სუბიექტები.განსაკუთრებით პრობლემურია სტუდენტების იმგვარად წარმოჩენა, თითქოს ისინი სხვა სტუდენტებზე ზემოქმედების ან „ბულინგის" ინსტრუმენტებად გამოიყენებიან. ასეთი ნარატივი ეწინააღმდეგება აკადემიური თავისუფლების, სტუდენტური თვითგამოხატვისა და უნივერსიტეტის როგორც დამოუკიდებელი საგანმანათლებლო სივრცის ფუნდამენტურ პრინციპებს.ამასთან, ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მუშაობა თავისთავად არ წარმოადგენს სამარცხვინო ფაქტს და არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს იარლიყად ადამიანების ან ჯგუფების დისკრედიტაციისთვის. თუმცა სრულიად მიუღებელია, როდესაც უსაფრთხოების ინსტიტუცია და უნივერსიტეტი ერთ კონტექსტში წარმოჩენილია როგორც სადამსჯელო ან რეპრესიული მექანიზმი, ხოლო სტუდენტები, როგორც ამ მექანიზმის აქტიური შემსრულებლები. მსგავსი მიდგომა არის არა მხოლოდ კონკრეტული პირების, არამედ სახელმწიფო ინსტიტუტებისა და თავად სახელმწიფოს ავტორიტეტის შეურაცხყოფაც.საზოგადოებრივ დისკუსიაში პასუხისმგებლიანი მედიის როლი სწორედ ფაქტებზე დაფუძნებული, დაბალანსებული და ეთიკური გაშუქებაა. აღნიშნული მასალა არღვევს ჟურნალისტური ეთიკის ფუნდამენტურ პრინციპებს, კერძოდ: სიზუსტის, ფაქტების გადამოწმების, მიუკერძოებლობისა და ადამიანთა ღირსების პატივისცემის სტანდარტებს. მედიის დამოუკიდებლობა არ შეიძლება იქცეს საფუძვლად ცილისწამების, იარლიყების მიკერებისა და ინსტიტუციების დისკრედიტაციისთვის.ხაზგასმითაა აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს აღნიშნულ საკითხზე ოფიციალური პოზიცია ჯერ არ გამოუქვეყნებია, რადგან მიმდინარეობს შიდა საკონსულტაციო პროცესი. ამ ფონზე მსგავსი შინაარსის მასალის გავრცელება კიდევ უფრო ზრდის დეზინფორმაციისა და საზოგადოებრივი პოლარიზაციის რისკს. მედიას მოვუწოდებთ თავი შეიკავონ მსგავსი უპასუხისმგებლო განცხადებებისგან", - აღნიშნულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის განცხადებაში.
მსგავსი სიახლეები
,,მთავარი მიზანი იმისა, რომ გაიხსნას დისკუსიები სხვადასხვა თემაზე - მთავარი ამოცანაა დეპოლარიზაცია''-პრემიერი
პრემიერი - ყველასთან მზად ვარ, გავმართო დებატები ნებისმიერ თემასთან, მათ შორის, განათლების საკითხთან დაკავშირებით
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მოუწოდებს მედიას „თავი შეიკავოს უპასუხისმგებლო განცხადებებისგან
,,ჩავერთვებით საპარლამენტო კომისიის მუშაობაში, რომელიც ფასების დარეგულირების საკითხს შეისწავლის''- ტატა ახვედელიანი
,,დროებით მმართველ საბჭოში თანაბარი უფლებამოსილებით წარმოდგენილი იქნებიან თსუ-ს და ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლები''- გივი მიქანაძე
,,რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის” რამდენიმე გემი ქართულ პორტებსაც სტუმრობს ხოლმე''- ჯო უილსონი
"იმედს ვიტოვებთ მოვძებნით საერთო პოზიციას ბიზნესთან''- გია ვოლსკი
"რასაც ესტონეთში ყალბი რეგისტრაციის მქონე ეს ადამიანი ავრცელებს, არის სიყალბის კლასიკური მაგალითი"-შალვა პაპუაშვილი
ახალი კანონი არ ვრცელდება ემიგრანტის მიერ ოჯახში ჩარიცხულ საყოფაცხოვრებო მიზნებით გამოსაყენებელ ფულზე, და წერტილი -არჩილ გორდულაძე
„მოსკოვის მექანიზმის'' მსგავსი ინიციატივის წარმდგენები ქართველი ხალხის მიმართ არასათანადოდ განწყობილი ქვეყნები არიან''- პრემიერი
პრემიერი - ჩვენ უკვე მრავალი წელია წარმატებით ვახერხებთ საქართველოს სახელმწიფო სუვერენიტეტის დაცვას და ამას განვაგრძობთ მომავალშიც
ირაკლი კობახიძე არასამთავრობო სექტორზე - თუ პოლიტიკური აქტივობა უნდათ, კეთილი ინებონ და ეს ყველაფერი გააკეთონ ქართული საზოგადოების და არა უცხოური ძალების მხარდაჭერით
,,კანონი ადგენს, რომ პოლიტიკა გარედან არ უნდა ფინანსდებოდეს''- პრემიერი
ირაკლი კობახიძე - დღეს მდგომარეობა ძალიან მძიმეა ევროპულ ბიუროკრატიაში, თუ იქნება გარდამტეხი ცვლილებები, ამ შემთხვევაში, მიდგომაც შეიცვლება ქართველი ხალხისა და ჩვენი სახელმწიფოს მიმართ
,,თბილისის სახელმწიფო და ტექნიკური უნივერსიტეტების გაერთიანება განათლების ხარისხის გაუმჯობესებისკენაა მიმართული''- პრემიერი
,,იმ შეხვედრებიდან, რომლებიც უკვე გაიმართა, ვფიქრობთ, არსებობს სივრცე ფასების შემცირებისთვის''- პრემიერი
,,ნებისმიერი დაფინანსება, რომელიც დაკავშირებულია პირდაპირ თუ ირიბად პოლიტიკასთან, უნდა იყოს გამჭვირვალე საზოგადოებისთვის''- პრემიერი
უკრაინული მედია - უკრაინის საგარეო უწყება საქართველოში ელჩის დანიშვნის წინააღმდეგი იყო, თუმცა ზელენსკის ადმინისტრაციამ სხვა გადაწყვეტილება მიიღო
ანიტა ჰიპერი - გრძელდება საუბრები სანქციებზე მათ წინააღმდეგ, ვინც პასუხისმგებელია “ქართული ოცნების” დემოკრატიულ უკუსვლასა და ადამიანის უფლებების დარღვევებზე
ეს რადიკალების და მათი მოკავშირე NGO-ების მხრიდან კიდევ ერთი საცირკო სანახაობა, ხელოვნურად დადგმული პროცესის გაგრძელებაა, რომლის მიზანიც საქართველოს დისკრედიტაცია და უცხო პოლიტიკური ინტერესების დაკმაყოფილებაა -ლევან კოჭლოშვილი