დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ შეძლებს გაერო-ს ფინანსური პრობლემების გადაჭრას, თუ გაერო მოითხოვს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ შეძლებს გაერო-ს ფინანსური პრობლემების გადაჭრას, თუ მას მიმართავენ, - ამის შესახებ ტრამპმა „პოლიტიკოსთან" სატელეფონო ინტერვიუში ისაუბრა.

როგორც გამოცემა წერს, დონალდ ტრამპს არ დაუზუსტებია, აპირებს თუ არა თავად შეერთებული შტატები დავალიანების დაფარვას გაერო-ს წინაშე.

შეერთებული შტატების პრეზიდენტის თქმით, მან არ იცოდა ამერიკის დავალიანების შესახებ, თუმცა დარწმუნებულია, რომ „პრობლემას მარტივად მოაგვარებდა", თუ გაერო ამას მოითხოვდა.

„ისინი რომ მოსულიყვნენ ტრამპთან და ეთქვათ, ყველას დავავალდებულებდი, გადაეხადა, ისევე, როგორც ნატო-ს დავავალე გადახდა. ერთადერთი, რაც უნდა გავაკეთო, არის ამ ქვეყნებთან დარეკვა. ისინი რამდენიმე წუთში გამოგზავნიდნენ ქვითრებს", - განუცხადა ტრამპმა „პოლიტიკოს".

ცნობისთვის, გაერო-ს გენერალურმა მდივანმა ანტონიუ გუტერეშმა განაცხადა, რომ ორგანიზაცია „გარდაუვალი ფინანსური კოლაფსის" ზღვარზე დგას და ივლისისთვის შეიძლება, ბიუჯეტი სრულად ამოწუროს. როგორც გუტერეშმა განაცხადა, გაერო ფინანსური კრიზისის წინაშე დგას და თანხები, შესაძლოა, ივლისისთვის ამოიწუროს.

კრიტიკული ვითარების ძირითად მიზეზად აშშ-ის უარი დასახელდა, გადაიხადოს სავალდებულო საწევრო შენატანები, ასევე შეერთებული შტატების მიერ ორგანიზაციის წინაშე დაგროვილი მნიშვნელოვანი დავალიანება.

 





მსგავსი სიახლეები
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ შეძლებს გაერო-ს ფინანსური პრობლემების გადაჭრას, თუ გაერო მოითხოვს
ბულგარეთი ევროზე სრულად გადავიდა
ალექსანდრ ვუჩიჩი - მომდევნო 48 საათში ირანზე დარტყმას და სხვა მნიშვნელოვან მოვლენებს ველოდები
Telegraph: რუსეთის არმიას აღარ ჰყავს ადამიანები, რომლებსაც დონბასში „საზარბაზნე ხორცად“ გამოიყენებს
,,აშშ-სა და ევროპას შორის გრენლანდიის შესახებ შეთანხმება პრაქტიკულად მიღწეულია''- ტრამპი
ანტალიაში სამგზავრო ავტობუსი გადაბრუნდა - არიან დაღუპულები და დაშავებულები
ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ჯერ არ იცის, აპირებს თუ არა მეორე საპრეზიდენტო ვადით კენჭისყრას
,,ამერიკელებმა უნდა იცოდნენ, რომ თუ ისინი ომს დაიწყებენ, ამჯერად ეს რეგიონული ომი გახდება''- აიათოლა ალი ხამენეი
ირანმა ევროკავშირის ქვეყნების შეიარაღებული ძალები ტერორისტულ დაჯგუფებებად გამოაცხადა
,,ირანი ჩვენთან სერიოზულ მოლაპარაკებებს აწარმოებს,''- დონალდ ტრამპი
ვოლოდიმირ ზელენსკი - პუტინთან კონტაქტის გარეშე შეუძლებელია ტერიტორიულ საკითხებზე შეთანხმების მიღწევა
,,ინდოეთი ნავთობს ირანის ნაცვლად ვენესუელისგან შეიძენს''- დონალდ ტრამპი
ირანის სამხრეთით მდებარე საპორტო ქალაქ ბენდერ აბასში ძლიერი აფეთქება მოხდა
აშშ-ის სენატის მიერ მთავრობის დაფინანსების პაკეტის დამტკიცების მიუხედავად, დაფინანსების ვადის ამოწურვის შედეგად აშშ-ში ნაწილობრივი "შათდაუნი" დაიწყო
იუსტიციის დეპარტამენტმა დამაპატიმრა იმის გამო, რასაც ბოლო 30 წელია, ვაკეთებ, ეს არის ახალი ამბების გაშუქება, არასდროს გავჩერდები -CNN-ის ყოფილი წამყვანი დონ ლემონი
უკრაინის ელექტროქსელში ავარიის გამო ქვეყნის მნიშვნელოვან ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა ე.წ. ეფშტეინის ფაილებიდან სამ მილიონზე მეტი გვერდი გამოაქვეყნა
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სომხეთი ევროკავშირთან დაახლოების შედეგების შესახებ გააფრთხილა
ირანს არასდროს უცდია ბირთვული იარაღის ფლობა და მზადაა, მიიღოს სამართლიანი და თანასწორი ბირთვული შეთანხმება, რომელიც ჩვენი ხალხის ლეგიტიმურ ინტერესებს დააკმაყოფილებს -აბას არაღჩი
ბრიტანული მედია მემარცხენეების გავლენის ქვეშ არის მოქცეული -ლიზ ტრასი