ისრაელმა ფეხით მოსიარულეებისთვის ღაზასა და ეგვიპტეს შორის საზღვარი გახსნა

ისრაელმა ფეხით მოსიარულეებისთვის ღაზასა და ეგვიპტეს შორის საზღვარი გახსნა, რაც პალესტინელებს საშუალებას მისცემს, ანკლავი დატოვონ.

როგორც „როიტერი" წერს, გარდა ამისა, ღაზის სექტორში დაბრუნება შეეძლებათ იმ პალესტინელებსაც, რომლებმაც რეგიონი ომის გამო დატოვეს და ეგვიპტეს შეაფარეს თავი.

ისრაელის უსაფრთხოების წარმომადგენელმა განაცხადა, რომ რაფაჰის სასაზღვრო გამშვებ პუნქტს ევროპელი მონიტორინგის ჯგუფებიც გააკონტროლებენ.

პალესტინის ოფიციალური პირების თქმით, ომის დაწყების შემდეგ დაახლოებით 100 000 პალესტინელი გაიქცა ღაზიდან, მათი უმეტესობა პირველი ცხრა თვის განმავლობაში.

ცნობისთვის, რაფაჰის გამშვები პუნქტი ისრაელმა ღაზაში ომის დაწყებიდან დაახლოებით ცხრა თვის შემდეგ, 2024 წლის მაისში დაიკავა. აშშ-ის პრეზიდენტის შუამავლობით, ისრაელ-„ჰამასს" შორის სამშვიდობო შეთანხმებას 2025 წლის ოქტომბერში მოეწერა ხელი.

 





მსგავსი სიახლეები
ისრაელმა ფეხით მოსიარულეებისთვის ღაზასა და ეგვიპტეს შორის საზღვარი გახსნა
ბილ გეითსი ეპშტეინის ახალ მასალებში გამოქვეყნებულ ბრალდებებს პასუხობს
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ შეძლებს გაერო-ს ფინანსური პრობლემების გადაჭრას, თუ გაერო მოითხოვს
ბულგარეთი ევროზე სრულად გადავიდა
ალექსანდრ ვუჩიჩი - მომდევნო 48 საათში ირანზე დარტყმას და სხვა მნიშვნელოვან მოვლენებს ველოდები
Telegraph: რუსეთის არმიას აღარ ჰყავს ადამიანები, რომლებსაც დონბასში „საზარბაზნე ხორცად“ გამოიყენებს
,,აშშ-სა და ევროპას შორის გრენლანდიის შესახებ შეთანხმება პრაქტიკულად მიღწეულია''- ტრამპი
ანტალიაში სამგზავრო ავტობუსი გადაბრუნდა - არიან დაღუპულები და დაშავებულები
ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ჯერ არ იცის, აპირებს თუ არა მეორე საპრეზიდენტო ვადით კენჭისყრას
,,ამერიკელებმა უნდა იცოდნენ, რომ თუ ისინი ომს დაიწყებენ, ამჯერად ეს რეგიონული ომი გახდება''- აიათოლა ალი ხამენეი
ირანმა ევროკავშირის ქვეყნების შეიარაღებული ძალები ტერორისტულ დაჯგუფებებად გამოაცხადა
,,ირანი ჩვენთან სერიოზულ მოლაპარაკებებს აწარმოებს,''- დონალდ ტრამპი
ვოლოდიმირ ზელენსკი - პუტინთან კონტაქტის გარეშე შეუძლებელია ტერიტორიულ საკითხებზე შეთანხმების მიღწევა
,,ინდოეთი ნავთობს ირანის ნაცვლად ვენესუელისგან შეიძენს''- დონალდ ტრამპი
ირანის სამხრეთით მდებარე საპორტო ქალაქ ბენდერ აბასში ძლიერი აფეთქება მოხდა
აშშ-ის სენატის მიერ მთავრობის დაფინანსების პაკეტის დამტკიცების მიუხედავად, დაფინანსების ვადის ამოწურვის შედეგად აშშ-ში ნაწილობრივი "შათდაუნი" დაიწყო
იუსტიციის დეპარტამენტმა დამაპატიმრა იმის გამო, რასაც ბოლო 30 წელია, ვაკეთებ, ეს არის ახალი ამბების გაშუქება, არასდროს გავჩერდები -CNN-ის ყოფილი წამყვანი დონ ლემონი
უკრაინის ელექტროქსელში ავარიის გამო ქვეყნის მნიშვნელოვან ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა ე.წ. ეფშტეინის ფაილებიდან სამ მილიონზე მეტი გვერდი გამოაქვეყნა
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სომხეთი ევროკავშირთან დაახლოების შედეგების შესახებ გააფრთხილა