62 პროფესორიდან არცერთი ეთანხმება უნივერსიტეტების გაერთიანების იდეას - თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორების განცხადება

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის 62 პროფესორი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანების საკითხთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

"გაცნობებთ, რომ 2026 წლის 31 იანვარს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორებმა ფარულ გამოკითხვაში ერთსულოვნად დააფიქსირეს უარყოფითი დამოკიდებულება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანების საკითხთან დაკავშირებით. 62 პროფესორიდან, რომლებმაც გამოკითხვაში მიიღეს მონაწილეობა, არცერთი ეთანხმება უნივერსიტეტების გაერთიანების იდეას.

ხსენებული გამოკითხვის საფუძველზე ვაქვეყნებთ ღია წერილს, რომელთან მიერთება შეუძლია საუნივერსიტეტო საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს, რომელიც იზიარებს ტექსტის სულისკვეთებას.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორების ღია წერილი:

მოგეხსენებათ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი არ არის მხოლოდ საგანმანათლებლო დაწესებულება, ის არის ჩვენი ეროვნული იდენტობის ნაწილი - საქართველოს ისტორია, წარსული, აწმყოცა და მომავალიც; ადგილი, რომელსაც ასეულობით ათასი ადამიანის როგორც პროფესიული, ისე პიროვნული მომავალი განუსაზღვრია; ადგილი, სადაც ყალიბდებოდა თანამედროვე ქართველი ერი.

ამ წერილით კიდევ ერთხელ ვაფიქსირებთ, რომ თსუ არ არის უბრალოდ ინსტიტუცია, რომლის მომავალი მხოლოდ პროცედურულ, ან სამართლებრივ ჭრილში უნდა განიხილებოდეს.

შესაბამისად, გადაწყვეტილების მიმღები პირებისგან მოვითხოვთ:

1. შეჩერდეს უნივერსიტეტის სტატუსსა და სტრუქტურასთან დაკავშირებული ნებისმიერი ნაჩქარევი, ფუნდამენტური ცვლილება, რომელიც განსაზღვრავს მის აწმყოსა და მომავალს.

2. დაიწყოს ფართომასშტაბიანი, საჯარო და არგუმენტირებული კონსულტაციები აკადემიურ საზოგადოებასთან." | ნათქვამია თსუ-ს სოციალურ პოლიტიკურ მეცნირებათა ფაკულტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში", - ნათქვამია განცხადებაში.

 





მსგავსი სიახლეები
ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსად ბესიკ ამირანაშვილი დაინიშნა
მადლობა საქართველოს მთავრობას, ადგილობრივ ადმინისტრაციას შატოში ჩატარებული ღონისძიებებისთვის -ლევილის მერი
62 პროფესორიდან არცერთი ეთანხმება უნივერსიტეტების გაერთიანების იდეას - თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორების განცხადება
დიღომში, დიდ დიღომსა და გლდანი-სანზონში 18 500 აბონენტს გაზმომარაგება ავარიულად შეუწყდა
2 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
2 თებერვლის ამინდის პროგნოზი
,,თბილისის დენდროლოგიურ პარკში ატრაქციონების გრანდიოზული პარკი მოეწყობა''- კახა კალაძე
გივი მიქანაძე: რეორგანიზაციის პროცესში ადამიანური რესურსები განაწილდება ისე, რომ არავინ დარჩეს უნივერსიტეტს მიღმა
გარემოს ეროვნული სააგენტო საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრი სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიად ჩამოყალიბდა
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით
მიმართულებები, სადაც ამ დროისთვის მოძრაობა აკრძალულია - გზების დეპარტამენტი მძღოლებს აფრთხილებს
1-ელი თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
,,მნიშვნელოვანია, გაერთიანებული უნივერსიტეტის ფარგლებში შევინარჩუნოთ აკადემიური, ადმინისტრაციული პერსონალი- საკადრო ცვლილებები არ იგეგმება''-ზვიად გაბისონია
გომბორის სასწავლო ცენტრში ჩატარდა სიმულაციური სწავლება "გომბორის მოხალისე 2026"
1-ელი თებერვალის ამინდის პროგნოზი
გივი მიქანაძეს იერუსალიმის პატრიარქმა უმასპინძლა
სტუ-ის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები ხელისუფლებას მოთხოვნით მიმართავენ
თბილისის ფილარმონიის შენობის რეაბილიტაციის პროექტირებაზე კონკურსი გამოცხადდა
"ნებისმიერი სტუდენტი, რომელიც არ არის პოლიტიკურად ანგაჟირებული, შეუძლებელია, ამ რეფორმით უკმაყოფილო იყოს"-ნიკოლოზ მეტრეველი