ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსად ბესიკ ამირანაშვილი დაინიშნა
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, დავით სონღულაშვილმა ეროვნული სატყეო სააგენტოს ახალი უფროსი ბესიკ ამირანაშვილი უწყების თანამშრომლებს წარუდგინა.
მინისტრმა ბესიკ ამირანაშვილს წარმატება უსურვა იმ მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებაში, რომელიც სატყეო რეფორმის ფარგლებშია დაგეგმილი.
„პროფესიონალიზმის და გამოცდილების, მათ შორის რეგიონებთან მუშაობის გათვალისწინებით, არჩევანი შევაჩერეთ ბატონ ბესიკ ამირანაშვილზე, რომელიც მზადაა იმ მნიშვნელოვანი რეფორმის განხორცილებას ჩაუდგეს სათავეში, რომელიც დაგეგმილი გვაქვს. კიდევ უფრო მეტად განვითარდება დარგი, მეტად დავიცავთ ტყეს და ვიზრუნებთ მის აღდგენაზე; უფრო ეფექტიანად უნდა გამოვიყენოთ ის რესურსი, რომელიც ჩვენი ქვეყნის სიმდიდრეა; ამავდროულად, ხელს შევუწყობთ სააგენტოს განვითარებასაც. მოგეხსენებათ, რომ რეფორმის ფარგლებში, მიმდინარე წლის იანვრის თვიდან გაორმაგდა ტყის მცველთა ხელფასები, რაც უდავოდ ზრდის დასაქმებულთა მოტივაციას", - აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, დავით სონღულაშვილმა.
მინისტრმა მადლობა გადაუხადა სატყეო სააგენტოს ყოფილ უფროსს, კახა ცერცვაძეს გაწეული საქმიანობისთვის და დარგის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის.
ბესიკ ამირანაშვილი პროფესიით იურისტია. აქვს საჯარო სამსახურში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება, მათ შორის, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის თანამდებობაზე; დღემდე ბესიკ ამირანაშვილი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის პოზიციას იკავებდა.
ბესიკ ამირანაშვილმა მადლობა გადაუხადა მინისტრს გამოცხადებული ნდობისთვის და მზადყოფნა გამოთქვა, უხელმძღვანელოს სატყეო სექტორში მიმდინარე რეფორმის პროცესს.
ინფორმაციას ეროვნული სატყეო სააგენტო ავრცელებს.
მსგავსი სიახლეები
ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსად ბესიკ ამირანაშვილი დაინიშნა
მადლობა საქართველოს მთავრობას, ადგილობრივ ადმინისტრაციას შატოში ჩატარებული ღონისძიებებისთვის -ლევილის მერი
62 პროფესორიდან არცერთი ეთანხმება უნივერსიტეტების გაერთიანების იდეას - თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორების განცხადება
დიღომში, დიდ დიღომსა და გლდანი-სანზონში 18 500 აბონენტს გაზმომარაგება ავარიულად შეუწყდა
2 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
2 თებერვლის ამინდის პროგნოზი
,,თბილისის დენდროლოგიურ პარკში ატრაქციონების გრანდიოზული პარკი მოეწყობა''- კახა კალაძე
გივი მიქანაძე: რეორგანიზაციის პროცესში ადამიანური რესურსები განაწილდება ისე, რომ არავინ დარჩეს უნივერსიტეტს მიღმა
გარემოს ეროვნული სააგენტო საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრი სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიად ჩამოყალიბდა
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით
მიმართულებები, სადაც ამ დროისთვის მოძრაობა აკრძალულია - გზების დეპარტამენტი მძღოლებს აფრთხილებს
1-ელი თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
,,მნიშვნელოვანია, გაერთიანებული უნივერსიტეტის ფარგლებში შევინარჩუნოთ აკადემიური, ადმინისტრაციული პერსონალი- საკადრო ცვლილებები არ იგეგმება''-ზვიად გაბისონია
გომბორის სასწავლო ცენტრში ჩატარდა სიმულაციური სწავლება "გომბორის მოხალისე 2026"
1-ელი თებერვალის ამინდის პროგნოზი
გივი მიქანაძეს იერუსალიმის პატრიარქმა უმასპინძლა
სტუ-ის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები ხელისუფლებას მოთხოვნით მიმართავენ
თბილისის ფილარმონიის შენობის რეაბილიტაციის პროექტირებაზე კონკურსი გამოცხადდა
"ნებისმიერი სტუდენტი, რომელიც არ არის პოლიტიკურად ანგაჟირებული, შეუძლებელია, ამ რეფორმით უკმაყოფილო იყოს"-ნიკოლოზ მეტრეველი