ოპოზიციის აქტივისტი მამუკაშვილი: დაგეგმილი დამხობა არ გამოვიდა, მაგრამ დაუგეგმავი რევოლუციის გარდა „ქოცების“ მოშორების სხვა გზა ახლა არ ჩანს

 

დაგეგმილი დამხობა არ გამოვიდა, მაგრამ დაუგეგმავი რევოლუციის გარდა „ქოცების" მოშორების სხვა გზა ახლა არ ჩანს. არჩევნები არ არსებობს. რა უნდა ვქნათ ამ რევოლუციამდე?, - ასე პასუხობს ოპოზიციის აქტივისტი მაგდა მამუკაშვილი „ნაცმოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, ლევან ხაბეიშვილის მიერ გავრცელებულ წერილს.

მაგდა მამუკაშვილი მიუღებლად მიიჩნევს ოპოზიციის ხელისუფლებასთან საუბარს და ამავე დროს, რევოლუციური მუხტის გაღვივებაზე მიუთითებს.

„ხაბეს მინდა ვუპასუხო წერილზე და იმედია ამას გადასცემენ. იმის იმედიც მაქვს, რომ წერილის შინაარსი გამოწვეულია იზოლაციით, მას არ აქვს წვდომა სრულ და ამომწურავ ინფორმაციაზე.

ან უნდა დავამხოთ რეჟიმი, ან მათ უნდა დაველაპარაკოთო, შუალედი არ არსებობს, ეგ ჩვენ გამოვიგონეთო. ამ საკითხზე მეც ბევრი მიფიქრია. ავხსნი, რა არის ეს შუალედი და რისთვისაა საჭირო. დაგეგმილი დამხობა არ გამოვიდა, მაგრამ დაუგეგმავი რევოლუციის გარდა ქოცების მოშორების სხვა გზა ახლა არ ჩანს. არჩევნები არ არსებობს. რა უნდა ვქნათ ამ რევოლუციამდე? გამოსავლად გვთავაზობს რეჟიმთან თანამშრომლობას და დალაპარაკებას პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე. ეს გამოსავალი არ არის, ეს არის რეჟიმისთვის კრიზისის ჩაქრობის შესაძლებლობა.

არჩევნებამდე ვფიქრობდი, რომ თუ არჩევნებს გააყალბებდნენ და პროტესტით შედეგს ვერ მივაღწევდით, პოლიტიკური კრიზისი გაგრძელდებოდა 1 წელი მაინც და მერე ქოცები დაალაგებდნენ, მოლოდინი მქონდა, რომ ხალხი ხელს ჩაიქნევდა. საბედნიეროდ, აღმოჩნდა, რომ პოლიტიკური კრიზისი გაგრძელდა 1 წელზე მეტ ხანს და არც უჩანს პირი ამ კრიზისის დასრულებას. რა მეტყველებს კრიზისზე? ყოველდღიური პროტესტი რუსთაველზე. სიმბოლური თუ არასაკმარისი, ეს არის ინდიკატორი იმისა, რომ ქვეყანაში არსებობს პოლიტიკური კრიზისი. ეკონომიკური მარტივად გადაიარეს, პოლიტიკური ვერა.
ოპოზიცია თუ ადგა და დაელაპარაკა რეჟიმს, პირობებზე შეუთანხმდა, ეს ყოველგვარ წინააღმდეგობას გატეხავს, 2020-ში რაც მოხდა, ეგ მოხდება. ასევე, პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე საუბარი ყველა შემთხვევაში მათგან თანხმობას საჭიროებს და მათ პოზიციებს რომ ვუსმენთ, ეს ხალხი შეუვალია. არ ივაჭროთ ჩვენი საქმეებითო, ამბობენ. ამდენად, სივრცეც არ არსებობს, რომ რეჟიმთან ვინმემ დალაგება სცადოს.

მოკლედ, ეს შუალედი სადაც ახლა ჩვენ ვართ არის, კრიზისი, გაჭედილობა, გაურკვევლობა. ამას ქმნის ეს სიმბოლური და ჯიუტი პროტესტი. კრიზისი რომ არ იყოს, საკითხავია, დარჩებოდა კი რაიმე შანსი, ქოცების მოშორების? ყოველდღიურად ხმამაღლა ამბობს ხალხი, ქვეყანა ვერ დაისვენებს ქოცების პირობებშიო, უკან ვერ დავიხევთო და ეს ხალხი ვინც ამას ყოველდღიურად ამბობს არის არა 1000, არამედ, მინიმუმ 100 000. ეს ის რაოდენობაა, რომელსაც უპირობო ცვლილებები უნდა დღესვე, აი ამ წამსვე. ამ პროტესტს ამხელა მხარდაჭერა რომ არ ჰქონდეს, ამდენხანს ვერ გაგრძელდებოდა.

ეს კრიზისი არის კარგი შესაძლებლობა (არასდროს გაფლანგო კარგი კრიზისიო, ჩერჩილმა თქვა), რომ გაღვივდეს რევოლუციური მუხტი, მუხტი ცვლილებებისა. თუ რეჟიმს მოველაპარაკეთ, გამორიცხულია, რომ რამე გაღვივდეს, დასრულებულია მაგაზე ოცნება. დალაპარაკება ნიშნავს დამარცხების აღიარებას და დიქტატურაში ცხოვრების დაჯერებას. ამიტომ ვინარჩუნებთ ან გაჭედილობას, რომ საჭირო დროს, საჭირო მანევრით, რეჟიმი უნდა დასრულდეს! სხვანაირად ეს ქვეყანა ვერ გადარჩება!

მოკლედ, მოლაპარაკება რეჟიმთან სტრატეგიული უკანდახევა კი არა, მარცხის აღიარებაა, რასაც კატასტროფული შედეგები მოჰყვება ქვეყნისთვის. მარცხისთვის მზად არ ვართ, რადგან ყოველდღიურად გამარჯვებაზე ვფიქრობთ!", - წერს მაგდა მამუკაშვილი.

 

 





მსგავსი სიახლეები
სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანებასთან დაკავშირებით, თსუ-ს აკადემიური საბჭოსა და სენატის, ფაკულტეტების დეკანებისა და პროფესორების სხდომა გაიმართა
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ ჯეფრი ეპშტეინის ფაილებში მიხეილ სააკაშვილიც არის ნახსენები
გიორგი ვოლსკი: „ნაცმოძრაობასთან“ რაიმე დებატის გამართვა მართებული არ არის
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა
ოპოზიციის აქტივისტი მამუკაშვილი: დაგეგმილი დამხობა არ გამოვიდა, მაგრამ დაუგეგმავი რევოლუციის გარდა „ქოცების“ მოშორების სხვა გზა ახლა არ ჩანს
დაშვება არ არის ე.წ. გრანტებზე, რომელიც "შავ ფულს" წარმოადგენს და რაზეც ლაპარაკობს მარტა კოსი, გზებს ვეძებთ, როგორ შევიტანოთ "შავი ფული" საქართველოშიო, სწორედ ამის წინააღმდეგაა კანონი-ვოლსკი
დუბაიში პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ვიზიტი დაიწყო
მნიშვნელოვანია, რა რესურსს მოძებნის სახელმწიფო ბიზნესთან ერთად, წინასწარი მონაცემებით, ფასების კლების რეზერვი არსებობს -გია ვოლსკი
ირაკლი კობახიძე მსოფლიო მთავრობათა სამიტში მიიღებს მონაწილეობას
განათლების რეფორმას ის ჯგუფები აკრიტიკებენ, რომლებიც ყოველ ჯერზე ანტიეროვნულ პოზიციებს იკავებენ, არ გვიკვირს, რომ ახლა ეს ადამიანები გაუნათლებლობის მხარეს დადგნენ -რატი იონათამიშვილი
პარტია "გახარია საქართველოსთვის" დებატებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
,,ფასების რეგულირების პროცესი იქნება ბიძგი ეროვნული წარმოების გაძლიერების''- დავით სონღულაშვილი
,,მთავარი მიზანი იმისა, რომ გაიხსნას დისკუსიები სხვადასხვა თემაზე - მთავარი ამოცანაა დეპოლარიზაცია''-პრემიერი
პრემიერი - ყველასთან მზად ვარ, გავმართო დებატები ნებისმიერ თემასთან, მათ შორის, განათლების საკითხთან დაკავშირებით
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მოუწოდებს მედიას „თავი შეიკავოს უპასუხისმგებლო განცხადებებისგან
,,ჩავერთვებით საპარლამენტო კომისიის მუშაობაში, რომელიც ფასების დარეგულირების საკითხს შეისწავლის''- ტატა ახვედელიანი
,,დროებით მმართველ საბჭოში თანაბარი უფლებამოსილებით წარმოდგენილი იქნებიან თსუ-ს და ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლები''- გივი მიქანაძე
,,რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის” რამდენიმე გემი ქართულ პორტებსაც სტუმრობს ხოლმე''- ჯო უილსონი
"იმედს ვიტოვებთ მოვძებნით საერთო პოზიციას ბიზნესთან''- გია ვოლსკი
"რასაც ესტონეთში ყალბი რეგისტრაციის მქონე ეს ადამიანი ავრცელებს, არის სიყალბის კლასიკური მაგალითი"-შალვა პაპუაშვილი