აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ ჯეფრი ეპშტეინის ფაილებში მიხეილ სააკაშვილიც არის ნახსენები

ჯეფრი ეპშტეინის საქმესთან დაკავშირებით აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ ფაილებში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სახელიც იძებნება.

დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ერთ-ერთ ფაილში ილუზიონისტი დევიდ ბლეინი ქალისთვის, რომლის სახელი და გვარი უცნობია, სავიზო აპლიკაციასთან დაკავშირებით დახმარებას ითხოვს და აცხადებს, რომ ცნობილი ილუზიონისტია. მისივე თქმით, წარმოდგენა გამართული აქვს ცნობილი პოლიტიკოსებისთვის, მათ შორის ბილ კლინტონისთვის, დიმიტრი მედვედევისთვის, მიხეილ სააკაშვილისa და ვიქტორ იანუკოვიჩისთვის.

„მე მქვია დევიდ ბლეინი, ვარ ილუზიონისტი და გამძლეობის ოსტატი. ცნობილი ვარ ჩემი მაღალი დონის გამძლეობის ნიჭით და სახელი გავითქვი, როგორც ქუჩის და ახლო ხედების მაგიური ნომრების შემსრულებელმა.

მთელ მსოფლიოში გამოვდიოდი, რამდენიმე მსოფლიო რეკორდი დავამყარე და მოვხსენი, მათ შორის 17 წუთზე მეტი ხნის განმავლობაში სუნთქვის შეკავებით, 35 საათის განმავლობაში 105 ფუტის სიმაღლის ბოძზე დგომით და ერთი კვირის განმავლობაში კუბოში ყოფნით", - წერს დევიდ ბლეინი.

ამასთან, ბლეინი აღნიშნავს, რომ საერთაშორისო მოგზაურობებში პირადად ასრულებდა მაგიურ ნომრებს პრეზიდენტ ბილ კლინტონისა და სახელმწიფო მდივნის, ჰილარი კლინტონის, პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის, თავდაცვის მდივნის, დონალდ რამსფელდის, გუბერნატორ არნოლდ შვარცენეგერის, ჰენრი კისინჯერის, ბილ გეითსისა და მერ მაიკლ ბლუმბერგის წინაშე.

 

„ვასრულებდი ასევე მაგიურ ნომრებს რუსეთის პრეზიდენტისთვის, დიმიტრი მედვედევისთვის, საქართველოს პრეზიდენტისთვის, მიხეილ სააკაშვილისთვის, უკრაინის პრეზიდენტისთვის, ვიქტორ იანუკოვიჩისა და ყაზახეთის პრეზიდენტისთვის, ნურსულთან ნაზარბაევისთვის", - წერს დევიდ ბლეინი.





მსგავსი სიახლეები
,,მსოფლიო მთავრობათა სამიტი შესაძლებლობას გვაძლევს, საერთაშორისო თანამეგობრობას გავუზიაროთ ჩვენი მიღწევები და ვისაუბროთ გამოწვევებზე''- პაატა სალია
სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანებასთან დაკავშირებით, თსუ-ს აკადემიური საბჭოსა და სენატის, ფაკულტეტების დეკანებისა და პროფესორების სხდომა გაიმართა
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ ჯეფრი ეპშტეინის ფაილებში მიხეილ სააკაშვილიც არის ნახსენები
გიორგი ვოლსკი: „ნაცმოძრაობასთან“ რაიმე დებატის გამართვა მართებული არ არის
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა
ოპოზიციის აქტივისტი მამუკაშვილი: დაგეგმილი დამხობა არ გამოვიდა, მაგრამ დაუგეგმავი რევოლუციის გარდა „ქოცების“ მოშორების სხვა გზა ახლა არ ჩანს
დაშვება არ არის ე.წ. გრანტებზე, რომელიც "შავ ფულს" წარმოადგენს და რაზეც ლაპარაკობს მარტა კოსი, გზებს ვეძებთ, როგორ შევიტანოთ "შავი ფული" საქართველოშიო, სწორედ ამის წინააღმდეგაა კანონი-ვოლსკი
დუბაიში პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ვიზიტი დაიწყო
მნიშვნელოვანია, რა რესურსს მოძებნის სახელმწიფო ბიზნესთან ერთად, წინასწარი მონაცემებით, ფასების კლების რეზერვი არსებობს -გია ვოლსკი
ირაკლი კობახიძე მსოფლიო მთავრობათა სამიტში მიიღებს მონაწილეობას
განათლების რეფორმას ის ჯგუფები აკრიტიკებენ, რომლებიც ყოველ ჯერზე ანტიეროვნულ პოზიციებს იკავებენ, არ გვიკვირს, რომ ახლა ეს ადამიანები გაუნათლებლობის მხარეს დადგნენ -რატი იონათამიშვილი
პარტია "გახარია საქართველოსთვის" დებატებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
,,ფასების რეგულირების პროცესი იქნება ბიძგი ეროვნული წარმოების გაძლიერების''- დავით სონღულაშვილი
,,მთავარი მიზანი იმისა, რომ გაიხსნას დისკუსიები სხვადასხვა თემაზე - მთავარი ამოცანაა დეპოლარიზაცია''-პრემიერი
პრემიერი - ყველასთან მზად ვარ, გავმართო დებატები ნებისმიერ თემასთან, მათ შორის, განათლების საკითხთან დაკავშირებით
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მოუწოდებს მედიას „თავი შეიკავოს უპასუხისმგებლო განცხადებებისგან
,,ჩავერთვებით საპარლამენტო კომისიის მუშაობაში, რომელიც ფასების დარეგულირების საკითხს შეისწავლის''- ტატა ახვედელიანი
,,დროებით მმართველ საბჭოში თანაბარი უფლებამოსილებით წარმოდგენილი იქნებიან თსუ-ს და ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლები''- გივი მიქანაძე
,,რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის” რამდენიმე გემი ქართულ პორტებსაც სტუმრობს ხოლმე''- ჯო უილსონი
"იმედს ვიტოვებთ მოვძებნით საერთო პოზიციას ბიზნესთან''- გია ვოლსკი