„ვხედავთ "ქართული ოცნების" მოქმედებებიდან, რომ მათი მიზანი გამჭვირვალობა არ არის, რადგან სადაც საჭიროა გამჭვირვალობა, იქ გამჭვირვალობისთვის არაფერს აკეთებენ“ - იაგო ხვიჩია

"ჩვენ ვხედავთ "ქართული ოცნების" მოქმედებებიდან, რომ მათი მიზანი გამჭვირვალობა არ არის, რადგან სადაც საჭიროა გამჭვირვალობა, იქ გამჭვირვალობისთვის არაფერს აკეთებენ, პირიქით - კეტავენ. ამ კანონს რაც შეეხება, მინდა ბატონ შალვას ვკითხო, მიზანი რა არის? გამჭვირვალობაზე რომ მთავრობა არ ღელავს, ეს ფაქტია, რაც ჩამოვთვალე იმითიც," - ამის შესახებ "გირჩის" ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ "რუსთავი 2"-ის გადაცემა "დებატებში" ისაუბრა.

"ეს ყველაფერი მოწოდებულია ჩვენთვის ისე, რომ კანონის მიზანი არის გამჭვირვალობა ფინანსური, პოლიტიკური პარტიების და, ზოგადად, პოლიტიკის, მაგრამ, კარგად ვიცით, თუ რას სჭირდება კონტროლი სინამდვილეში - კონტროლი სჭირდება ძალაუფლებას. მარტივად რომ ვთქვათ, ადამიანებს აქვთ კონფიდენციალურობის უფლება, მაგრამ იმას, ვინც ძალაუფლებას ფლობს, იმას ეხება გამჭვირვალობა, როგორც წესი. მთავარი მიზანი, რატომაც გამჭვირვალობა წარმოადგენს ღირებულებას, რასაც სამართალი იცავს, იცავს იმიტომ, რომ არა კონკრეტული "ენჯეოშნიკების" გამჭვირვალობა გაკონტროლდეს, არამედ იმისთვის, რომ ძალაუფლება გაკონტროლდეს. "ენჯეოშნიკების" თუ ნებისმიერი სხვა ასეთი ორგანიზაციების ძალაუფლება ყოველთვის იდგა იმაზე, მთავრობა რას გაითვალისწინებდა. მაგალითად, მილიონი კანონი გვინახავს, სადაც ეწერა, რომ ამას აქვს არასამთავრობო ორგანიზაციების თანხმობა და ა.შ.

რაც შეეხება ძალაუფლების კონტროლს - მე პირიქით მრჩება განცდა, მაგალითად, ხელისუფლება მარტო ამ ნაწილში ხომ არ აკეთებს გამჭვირვალობასთან დაკავშირებულ საქმეს?! მაგალითად, ჩვენ ვხედავთ სასამართლოს ნაწილში, სადაც ძალაუფლების კონტროლია საჭირო, იქ საერთოდ იხურება სასამართლო სხდომები, გადაღებები იკრძალება. თქვენ იცით, რომ ჩვენ ინვესტიციებთან დაკავშირებით პრობლემა არ გვაქვს მისი ეთნიკურობის მიუხედავად, მაგრამ ჩვენ ვიცით, მაგალითად, არაბების ქეისი, სადაც ფაქტობრივად პრემიერ-მინისტრია ჩართული კამპანიაში, სადაც გვესმის, რომ არაბული ინვესტიციები უნდა შემოვიდეს, მაგრამ საზოგადოებას ინფორმაცია კი არ აქვს, როგორი უნდა იყოს. ფაქტობრივად ორივე მხრიდან სხვადასხვა სახელმწიფო მონაწილეობს. თუ გამჭვირვალობა ღირებულებაა, ეს არ უნდა იყოს გამჭვირვალე? სასამართლო არ უნდა იყოს გამჭვირვალე?

ასევე, მაგალითად, "გაზპრომის" კონტრაქტი, რომელიც ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი და სისხლის სამართლის საქმე აღიძრა - რატომ გაიჟონაო. ოკუპანტ ქვეყანასთან რაღაც კონტრაქტს ვდებთ, მთელ საზოგადოებას ეხება და ის რომ გაჟონა და ხალხმა რაღაც გაიგო, თურმე სისხლის სამართლის დანაშაული ყოფილა. ასევე ეროვნული ბანკი, რომელიც ყოველდღიურად ყიდის და ყიდულობს დოლარს, ლარს და ა.შ. ჩვენ, პარლამენტის წევრები ვიყავით და სანდრო რაქვიაშვილს კანონპროექტი ჰქონდა შეტანილი, რომ იქნებ ჩვენ, მაკონტროლებლებს მოგვცეთ ინფორმაცია ეროვნული ბანკის ვაჭრობების შესახებო - ესეც საიდუმლო იყო და არ მიიღეს ეს კანონი.

რომელი ერთი ჩამოვთვალო - ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენ ვხედავთ "ქართული ოცნების" მოქმედებებიდან, რომ მათი მიზანი გამჭვირვალობა არ არის, რადგან სადაც საჭიროა გამჭვირვალობა, იქ გამჭვირვალობისთვის არაფერს აკეთებენ, პირიქით - კეტავენ. ამ კანონს რაც შეეხება, მინდა ბატონ შალვას ვკითხო, მიზანი რა არის? გამჭვირვალობაზე რომ მთავრობა არ ღელავს, ეს ფაქტია, რაც ჩამოვთვალე იმითიც," - აცხადებს იაგო ხვიჩია.

 

 





მსგავსი სიახლეები
შალვა პაპუაშვილი: დღეს წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი მოშლილია
„ვხედავთ "ქართული ოცნების" მოქმედებებიდან, რომ მათი მიზანი გამჭვირვალობა არ არის, რადგან სადაც საჭიროა გამჭვირვალობა, იქ გამჭვირვალობისთვის არაფერს აკეთებენ“ - იაგო ხვიჩია
მსოფლიოში ალბათ ქვეყანა არ არის, სადაც არასამთავრობო ორგანიზაციები არ არიან წარმოდგენილი, მაგრამ ის უფლებები და ძალაუფლება, რომელიც საქართველოში ჰქონდათ, არ იყო არსად, არცერთ ქვეყანაში არ აქვთ“ - სოზარ სუბარი
,,მსოფლიო მთავრობათა სამიტი შესაძლებლობას გვაძლევს, საერთაშორისო თანამეგობრობას გავუზიაროთ ჩვენი მიღწევები და ვისაუბროთ გამოწვევებზე''- პაატა სალია
სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანებასთან დაკავშირებით, თსუ-ს აკადემიური საბჭოსა და სენატის, ფაკულტეტების დეკანებისა და პროფესორების სხდომა გაიმართა
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ ჯეფრი ეპშტეინის ფაილებში მიხეილ სააკაშვილიც არის ნახსენები
გიორგი ვოლსკი: „ნაცმოძრაობასთან“ რაიმე დებატის გამართვა მართებული არ არის
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა
ოპოზიციის აქტივისტი მამუკაშვილი: დაგეგმილი დამხობა არ გამოვიდა, მაგრამ დაუგეგმავი რევოლუციის გარდა „ქოცების“ მოშორების სხვა გზა ახლა არ ჩანს
დაშვება არ არის ე.წ. გრანტებზე, რომელიც "შავ ფულს" წარმოადგენს და რაზეც ლაპარაკობს მარტა კოსი, გზებს ვეძებთ, როგორ შევიტანოთ "შავი ფული" საქართველოშიო, სწორედ ამის წინააღმდეგაა კანონი-ვოლსკი
დუბაიში პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ვიზიტი დაიწყო
მნიშვნელოვანია, რა რესურსს მოძებნის სახელმწიფო ბიზნესთან ერთად, წინასწარი მონაცემებით, ფასების კლების რეზერვი არსებობს -გია ვოლსკი
ირაკლი კობახიძე მსოფლიო მთავრობათა სამიტში მიიღებს მონაწილეობას
განათლების რეფორმას ის ჯგუფები აკრიტიკებენ, რომლებიც ყოველ ჯერზე ანტიეროვნულ პოზიციებს იკავებენ, არ გვიკვირს, რომ ახლა ეს ადამიანები გაუნათლებლობის მხარეს დადგნენ -რატი იონათამიშვილი
პარტია "გახარია საქართველოსთვის" დებატებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
,,ფასების რეგულირების პროცესი იქნება ბიძგი ეროვნული წარმოების გაძლიერების''- დავით სონღულაშვილი
,,მთავარი მიზანი იმისა, რომ გაიხსნას დისკუსიები სხვადასხვა თემაზე - მთავარი ამოცანაა დეპოლარიზაცია''-პრემიერი
პრემიერი - ყველასთან მზად ვარ, გავმართო დებატები ნებისმიერ თემასთან, მათ შორის, განათლების საკითხთან დაკავშირებით
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მოუწოდებს მედიას „თავი შეიკავოს უპასუხისმგებლო განცხადებებისგან
,,ჩავერთვებით საპარლამენტო კომისიის მუშაობაში, რომელიც ფასების დარეგულირების საკითხს შეისწავლის''- ტატა ახვედელიანი