3 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

 

ვერძი

საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაში ბზარი გაჩნდა? ურთიერთობის აღდგენისთვის ხანმოკლე მოგზაურობა საუკეთესო წამალი იქნება. ახლობლების რჩევები დაგეხმარებათ, რომ ცხოვრებას სხვა კუთხიდან შეხედოთ და ახალი მიზნები დასახოთ.

საქმიან სფეროში ვარსკვლავები დიდ წარმატებას გპირდებიან - სავარაუდოდ, გავლენიანი პირების, მათ შორის პოტენციური სპონსორების დაინტერესებას შეძლებთ. სანამ ოცნების კოშკებს ააგებთ, ეცადეთ, მიწიერ საქმეებს მიხედოთ და ძველი დავალიანებები დაფაროთ. მოერიდეთ ინვესტიციებსა და შესყიდვებს და ცეცხლთან სიფრთხილე გამოიჩინეთ.

კურო

მათ, ვინც ახალ ურთიერთობას იწყებს, ვურჩევთ, მოვლენებს ნუ დააჩქარებთ - გირჩევთ, გადაწყვეტილების მიღებამდე პარტნიორს კარგად დააკვირდეთ. ნებისმიერ საქმეში პირველ ადგილზე ოჯახური ინტერესები დააყენეთ.

სამსახურში მოლაპარაკებები დიდ დროს წაგართმევთ, თუმცა სასურველ შედეგს ვერ მიაღწევთ, ამიტომ სჯობს მთელი ყურადღება ახალ პროექტებზე გადაიტანოთ. ეცადეთ მოგებიანი ტრანზაქციის შანსი ხელიდან არ გაუშვათ.

თუ შფოთვისკენ მიდრეკილი ხართ, სუფთა ჰაერზე სეირნობა დაგეხმარებათ მიხვდეთ, რომ რეალური საფრთხე არ არსებობს.

ტყუპები

თუ გსურთ, რომ ყურადღება ჩაცმულობითა და გამორჩეული სტილით მიიპყროთ, დღეს ეს შესანიშნავად გამოგივათ. მშვენიერი დღეა მეგობრებისა და ნათესავების სანახავად - საშუალება გექნებათ, რომ ახლობლები ახალი კულინარიული შედევრით გააოცოთ.

სამსახურის შეცვლისთვის არახელსაყრელი დღეა, ამიტომ უმჯობესია, კვალიფიკაციის ამაღლებაზე იზრუნოთ. ფინანსური თვალსაზრისით იღბლიანი დღეა, ნებისმიერი ინვესტიცია გაამართლებს. თვითგვემას ნუ მიეცემით - ყველაფრის გაკონტროლება შეუძლებელია.

ასე რომ, ბრალი არაფერში მიგიძღვით. ძილის წინ ჯობია წარსულ და მომავალ წარმატებებზე იფიქროთ - პოზიტიური ფიქრები თქვენი ჯანმრთელობის საწინდარია.

კირჩხიბი

მოსალოდნელია ფლირტი და ხანმოკლე გატაცება, რომელიც მალევე დასრულდება.

უახლოეს დღეებში საკუთარ თავზე დამატებით ვალდებულებებს ნუ აიღებთ - უმჯობესია, ჯერ დაგროვილ საქმეებს მიხედოთ. ნუ გაართულებთ ურთიერთობას პარტნიორებთან. გაითვალისწინეთ, რომ დღეს „კარმული ვალების" გადახდის დღეა. ნებისმიერ პრობლემას მშვიდად შეხვდით, თუმცა იცოდეთ, რომ სიკეთე აუცილებლად დაგიბრუნდებათ.

სუფთა ჰაერზე გასეირნება ან საყვარელი საქმიანობა ემოციურ განტვირთვაში დაგეხმარებათ.

ლომი

ფრთხილად იყავით - საპირისპირო სქესის წარმომადგენლებთან დაპირისპირებამ შესაძლოა რეპუტაცია შეგილახოთ. დიდსულოვნება გამოიჩინეთ და ყველაფერი მოგვარდება. ოჯახში მოსალოდნელია ემოციური არასტაბილურობა. გახსოვდეთ, რომ სიყვარულიდან აგრესიამდე ერთი ნაბიჯია, ამიტომ ეცადეთ, წყენა დაივიწყოთ და კომპრომისული გადაწყვეტილება იპოვოთ.

სამსახურში მოერიდეთ ექსპერიმენტების ჩატარებას და მხოლოდ გამოცდილებას ენდეთ. შრომისმოყვარეობისა და მონდომების მიუხედავად, უამრავი წინააღმდეგობა გელით, მაგრამ ერთგული მეგობრების დახმარებით სირთულეებს დაძლევთ. დატვირთული გრაფიკის მიუხედავად, დასვენების დრო აუცილებლად გამონახეთ.

ქალწული

საკუთარი თავის მიმართ მეტისმეტად მკაცრი ხართ, რაც ბედნიერების მიღწევაში ხელს გიშლით. ურთიერთობების გარკვევას მოერიდეთ - ამ დღეს უმნიშვნელო კამათიც კი შესაძლოა, დიდ სკანდალში გადაიზარდოს. პროფესიულ საქმიანობასა თუ სიყვარულში მოულოდნელი სირთულეები გელით.

სასურველის მიღებას ძალით ან მუქარით ნუ ეცდებით - უმჯობესია, დახმარება ითხოვოთ. თუ დაწყებული საქმის დასრულებას ვერ ახერხებთ, შეგიძლიათ ზოგი საქმე კოლეგებს გადააბაროთ.

ბედი სასიამოვნო სიურპრიზს გიმზადებთ და ეცადეთ, მომზადებული დახვდეთ!

სასწორი

ამ დღეს შეიძლება მოხვდეთ წვეულებაზე, სადაც ცხოვრების მეგზურს გაიცნობთ. პლანეტების განლაგება სხვადასხვა საკითხზე საერთო ენის გამონახვაში დაგეხმარებათ. მოსალოდნელია პერსპექტიული შეთავაზებაც. მოერიდეთ ემოციური განცხადებების გაკეთებას, რის გამოც მალე ბოდიშის მოხდა მოგიწევთ.

ახლად გაცნობილი ადამიანისგან შეიძლება სასარგებლო ინფორმაცია მიიღოთ. ორიგინალური იდეა ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ. ფსიქოლოგიური წონასწორობისთვის გრძნობების გამოხატვა და ახლობლებთან გულახდილი საუბარი მნიშვნელოვანია.

თუ თავს შეუძლოდ გრძნობთ, დროა გეგმური გამოკვლევები ჩაიტაროთ.

მორიელი

მოზღვავებული ემოციები და აგრესიულად განწყობილი ადამიანები კონფლიქტებს გამოიწვევენ. უფროს ნათესავებთან ურთიერთობის დროს უხეშობას მოერიდეთ. ნუ მისცემთ ემოციებს საშუალებას, რომ საღ აზრს სძლიოს.

ამ დღეს საკუთარი ინტუიციისა და პროფესიული გამოცდილების გარდა, არავის ენდოთ. მოერიდეთ ფინანსურ რისკებსა და უცნობ პირებთან ფულის დაბანდებას.

დღის ბოლოს შესაძლოა დაღლილობა და გულის არეში დისკომფორტი იგრძნოთ, ამიტომ მძიმე და მაღალკალორიულ საკვებს მოერიდეთ.

უცნობ ადამიანთან პირადი ცხოვრების განხილვას მოერიდეთ - ვიღაცამ შეიძლება თქვენი სიტყვები თქვენს წინააღმდეგ გამოიყენოს.

მშვილდოსანი

ამ დღეს საყვარელი ადამიანი თქვენ მიმართ განსაკუთრებულ ყურადღებას გამოიჩენს, ეცადეთ თქვენც რამით გაახაროთ. გულახდილი საუბრები ენერგეტიკულ ბალანსს აღადგენს.

თქვენი კომუნიკაბელურობა დღეს წარმატების გასაღებია - განავითარეთ უნარი, რომელიც სამსახურშიც და პირად ცხოვრებაშიც გამოგადგებათ. თუ მაქსიმალურად კონცენტრირდებით, დიდებულ შანსებს არ გაუშვებთ ხელიდან.

ადამიანებმა, რომლებსაც ჰიპერტონია აწუხებთ, სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ, რადგან გეომაგნიტური ფონი შესაძლოა განწყობაზე უარყოფითად აისახოს.

თხის რქა

მოემზადეთ საყვარელ ადამიანთან რთული საუბრისთვის - შესაძლოა, მან ძველი წყენა გაგიხსენოთ და ბოდიშის მოხდა მოგთხოვოთ. მოერიდეთ დაპირისპირებას - გულწრფელი საუბრით ნებისმიერი გაუგებრობის მოგვარება შეიძლება. სამსახურში ერიდეთ კარიერისტებს, მათგან საფრთხე გელით.

დღე ხელსაყრელია ხელმძღვანელობასთან ან სახელმწიფო უწყებებთან ურთიერთობისთვის. შეგიძლიათ, გარისკოთ კიდეც. თუ თავს შეუძლოდ გრძნობთ, საქმეები სამომავლოდ გადადეთ და დაისვენეთ.

მერწყული

თქვენთან ურთიერთობა ყოველთვის ადვილი არაა, ხანდახან ზედმეტად „ეკლიანი" ხართ, თუმცა პარტნიორი ამას გპატიობთ. საღამოს შეიძლება ახალი იდეის გარშემო ადამიანები გააერთიანოთ. გამოიჩინეთ მეტი ინიციატივა პირად ურთიერთობებში.

სამსახურში მეტი უსმინეთ და ნაკლები ილაპარაკეთ და შეიძლება თქვენი კონკურენტების საიდუმლო გაიგოთ. ახალი პროექტები მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიწყეთ, თუ ისინი შემოქმედებას უკავშირდება.

ვარსკვლავები ხელს გიწყობთ - რთულ საქმეებსაც კი მინიმალური ძალისხმევით გაართმევთ თავს. ეცადეთ პოზიტიური ცვლილებებისთვის განეწყოთ.

თევზები

დღეს ახლობელთან დაპირისპირების რისკი დიდია, ამიტომ სჯობს, ურთიერთობები მინიმუმამდე დაიყვანოთ. წარსულით ნუ ცხოვრობთ - დროა ძველს დაემშვიდობოთ და მომავლისკენ იყუროთ.

არახელსაყრელი დროა მოლაპარაკებებისა და გარიგებებისთვის. ფინანსებთან განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინეთ და საზოგადოებრივ ადგილებში პირადი ნივთები დაიცავით.

ასტროლოგები გირჩევენ, ხორცსა და ალკოჰოლზე უარი თქვათ. ავტომობილის მართვისას ყურადღებით იყავით, რათა გაუგებრობები გზებზე თავიდან აიცილოთ.

 

 





მსგავსი სიახლეები
3 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
3 თებერვლის ამინდის პროგნოზი
გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსად ბესიკ ამირანაშვილი დაინიშნა
მადლობა საქართველოს მთავრობას, ადგილობრივ ადმინისტრაციას შატოში ჩატარებული ღონისძიებებისთვის -ლევილის მერი
62 პროფესორიდან არცერთი ეთანხმება უნივერსიტეტების გაერთიანების იდეას - თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორების განცხადება
დიღომში, დიდ დიღომსა და გლდანი-სანზონში 18 500 აბონენტს გაზმომარაგება ავარიულად შეუწყდა
2 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
2 თებერვლის ამინდის პროგნოზი
,,თბილისის დენდროლოგიურ პარკში ატრაქციონების გრანდიოზული პარკი მოეწყობა''- კახა კალაძე
გივი მიქანაძე: რეორგანიზაციის პროცესში ადამიანური რესურსები განაწილდება ისე, რომ არავინ დარჩეს უნივერსიტეტს მიღმა
გარემოს ეროვნული სააგენტო საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრი სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიად ჩამოყალიბდა
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით
მიმართულებები, სადაც ამ დროისთვის მოძრაობა აკრძალულია - გზების დეპარტამენტი მძღოლებს აფრთხილებს
1-ელი თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
,,მნიშვნელოვანია, გაერთიანებული უნივერსიტეტის ფარგლებში შევინარჩუნოთ აკადემიური, ადმინისტრაციული პერსონალი- საკადრო ცვლილებები არ იგეგმება''-ზვიად გაბისონია
გომბორის სასწავლო ცენტრში ჩატარდა სიმულაციური სწავლება "გომბორის მოხალისე 2026"
1-ელი თებერვალის ამინდის პროგნოზი
გივი მიქანაძეს იერუსალიმის პატრიარქმა უმასპინძლა