შალვა პაპუაშვილი: დღეს წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი მოშლილია

 

რას ვხედავთ ჩვენ დღეს? წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი მოშლილი არის, მიდის პირდაპირი ბრძოლა ამა თუ იმ სახელმწიფოს სულისთვის, ანუ მისი მმართველობისთვის და ფული, გავლენები - არის შესაძლებლობა ქვეყნების მმართველობაზე ზემოქმედების მოპოვებისა, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „რუსთავი 2-ის" ეთერში, გადაცემაში "„დებატები".

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, კანონი, თავისი არსით, წინ უსწრებდა იმ გეოპოლიტიკურ პროცესებს, რომელსაც ჩვენ დღეს ვაკვირდებით.

„ციტატას მოვიყვან: „უცხოური გავლენის არაგამჭვირვალობა აზიანებს დემოკრატიულ პროცესებს, უცხოური ჩარევა იწვევს პოლარიზაციას, არჩევნების დამახინჯებას და დემოკრატიის ეჭვქვეშ დაყენებას". ეს არის ჩემი სიტყვები, ეს არის ამონარიდი ევროკავშირის დემოკრატიის აქტის, დირექტივის შეფასების დოკუმენტიდან და ასევე, ევროპარლამენტის რეზოლუციიდან. მე დავეთანხმები ერთ მოსაზრებას და ბატონმა იაგომაც იკითხა, თუ რა არის მიზანი? ჩვენ ამას უნდა შევხედოთ არა ვიწრო ხედვით, არამედ ფართო სურათი უნდა დავინახოთ. სინამდვილეში ეს კანონი და კანონთა წყება, ზოგადად გამჭვირვალობის თემა ეს არის არა იმდენად საკითხი ბუღალტრული, თუ „ენჯეოს" საკითხები, არამედ ეს არის გეოპოლიტიკური საკითხი. ეს კანონი თავისი არსით წინ უსწრებდა იმ გეოპოლიტიკურ პროცესებს, რომლებსაც ჩვენ დღეს ვაკვირდებით.

რას ვხედავთ ჩვენ დღეს? წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი მოშლილი არის, მიდის პირდაპირი ბრძოლა ამა თუ იმ სახელმწიფოს სულისთვის, ანუ მისი მმართველობისთვის და ფული, გავლენები - არის შესაძლებლობა ქვეყნების მმართველობაზე ზემოქმედების მოპოვებისა. სწორედ ეს არის სახელმწიფოს ფუნქცია, რომ დაიცვას საკუთარი სახელმწიფო, ხალხი, სხვა ქვეყნების გავლენისგან და იმ გეოპოლიტიკურ სიტუაციაში, რომელშიც ჩვენ ვართ.

ჩვენ ვხედავდით, ეს ყველა წყება ამ კანონებისა არის რეაქცია იმაზე, თუ რა ხდებოდა წლების განმავლობაში საქართველოში, იქნებოდა ეს უცხოური სხვადასხვა დიპლომატიური წარმომადგენლები, ორგანიზაციები ჩართული იყვნენ სხვადასხვა დონეზე ფაქტობრივად მმართველობის პროცესებში. ჩვენ ვნახეთ, დაახლოებით, ალბათ, 2020 წლიდან მოყოლებული... პარალელური დათვლის შედეგების გაყალბება, ეს იყო პირველი სიგნალი იმისა, რომ აღმოჩნდა, რომ უცხოური დაფინანსებით შეიქმნა გარკვეული ქსელი ჯგუფებისა, რომლებიც იყვნენ ლოიალური არა საკუთარი სახელმწიფოს მიმართ, არამედ ლოიალური დამფინანსებლის მიმართ", - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.

 

 





მსგავსი სიახლეები
შალვა პაპუაშვილი: დღეს წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი მოშლილია
მსოფლიოში ალბათ ქვეყანა არ არის, სადაც არასამთავრობო ორგანიზაციები არ არიან წარმოდგენილი, მაგრამ ის უფლებები და ძალაუფლება, რომელიც საქართველოში ჰქონდათ, არ იყო არსად, არცერთ ქვეყანაში არ აქვთ“ - სოზარ სუბარი
,,მსოფლიო მთავრობათა სამიტი შესაძლებლობას გვაძლევს, საერთაშორისო თანამეგობრობას გავუზიაროთ ჩვენი მიღწევები და ვისაუბროთ გამოწვევებზე''- პაატა სალია
სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანებასთან დაკავშირებით, თსუ-ს აკადემიური საბჭოსა და სენატის, ფაკულტეტების დეკანებისა და პროფესორების სხდომა გაიმართა
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ ჯეფრი ეპშტეინის ფაილებში მიხეილ სააკაშვილიც არის ნახსენები
გიორგი ვოლსკი: „ნაცმოძრაობასთან“ რაიმე დებატის გამართვა მართებული არ არის
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა
ოპოზიციის აქტივისტი მამუკაშვილი: დაგეგმილი დამხობა არ გამოვიდა, მაგრამ დაუგეგმავი რევოლუციის გარდა „ქოცების“ მოშორების სხვა გზა ახლა არ ჩანს
დაშვება არ არის ე.წ. გრანტებზე, რომელიც "შავ ფულს" წარმოადგენს და რაზეც ლაპარაკობს მარტა კოსი, გზებს ვეძებთ, როგორ შევიტანოთ "შავი ფული" საქართველოშიო, სწორედ ამის წინააღმდეგაა კანონი-ვოლსკი
დუბაიში პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ვიზიტი დაიწყო
მნიშვნელოვანია, რა რესურსს მოძებნის სახელმწიფო ბიზნესთან ერთად, წინასწარი მონაცემებით, ფასების კლების რეზერვი არსებობს -გია ვოლსკი
ირაკლი კობახიძე მსოფლიო მთავრობათა სამიტში მიიღებს მონაწილეობას
განათლების რეფორმას ის ჯგუფები აკრიტიკებენ, რომლებიც ყოველ ჯერზე ანტიეროვნულ პოზიციებს იკავებენ, არ გვიკვირს, რომ ახლა ეს ადამიანები გაუნათლებლობის მხარეს დადგნენ -რატი იონათამიშვილი
პარტია "გახარია საქართველოსთვის" დებატებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
,,ფასების რეგულირების პროცესი იქნება ბიძგი ეროვნული წარმოების გაძლიერების''- დავით სონღულაშვილი
,,მთავარი მიზანი იმისა, რომ გაიხსნას დისკუსიები სხვადასხვა თემაზე - მთავარი ამოცანაა დეპოლარიზაცია''-პრემიერი
პრემიერი - ყველასთან მზად ვარ, გავმართო დებატები ნებისმიერ თემასთან, მათ შორის, განათლების საკითხთან დაკავშირებით
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მოუწოდებს მედიას „თავი შეიკავოს უპასუხისმგებლო განცხადებებისგან
,,ჩავერთვებით საპარლამენტო კომისიის მუშაობაში, რომელიც ფასების დარეგულირების საკითხს შეისწავლის''- ტატა ახვედელიანი
,,დროებით მმართველ საბჭოში თანაბარი უფლებამოსილებით წარმოდგენილი იქნებიან თსუ-ს და ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლები''- გივი მიქანაძე