ტექნიკური უნივერსიტეტისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გაერთიანებით მივიღებთ ძალიან ძლიერ ფლაგმან უნივერსიტეტს, რომელსაც ექნება შანსი, საუკეთესო რეიტინგებში მოხვდეს -ზვიად გაბისონია

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გაერთიანებით მივიღებთ ძალიან ძლიერ ფლაგმან უნივერსიტეტს, რომელსაც ექნება შანსი, საუკეთესო რეიტინგებში მოხვდეს, - ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, ზვიად გაბისონიამ განაცხადა.

გაბისონიას თქმით, ამ მიმართულებით მუშაობა უკვე მიმდინარეობს.

„საუბარი არ არის ერთი უნივერსიტეტის მეორესთან მიერთებაზე, საუბარია გაერთიანებაზე. მოგეხსენებათ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ძალიან ძლიერია ტექნიკურ-ტექნოლოგიური მიმართულებებით, ხოლო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ძალიან ძლიერია ჰუმანიტარულ-სოციალური მიმართულებით. ასევე მას აქვს უნივერსალური ტიპის ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართულებები. ამიტომ, ვფიქრობთ, ამ მიმართულებით მივიღებთ ძალიან ძლიერ ფლაგმან უნივერსიტეტს, რომელსაც ექნება შანსი, საუკეთესო რეიტინგებში მოხვდეს. ამ მიმართულებით მუშაობა დაწყებული გვაქვს. გუშინ გვქონდა შეხვედრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ხელმძღვანელობასთან, დღეს ვხვდებით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას და პოზიციების შეჯერების ეტაპზე ვართ. რა თქმა უნდა, კონსულტაციები გაგრძელდება. პარასკევს ასევე დაგეგმილია მინისტრის შეხვედრა და შესაძლებელია, ხელისუფლების კიდევ უფრო მაღალი წარმომადგენლებიც შეხვდნენ შესაბამის პირებს", - განაცხადა ზვიად გაბისონიამ.

ცნობისთვის, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი გაერთიანდება. ამასთან, გაერთიანებული უმაღლესი სასწავლებლების სახელწოდებად თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი დარჩება.

 





მსგავსი სიახლეები
ტექნიკური უნივერსიტეტისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გაერთიანებით მივიღებთ ძალიან ძლიერ ფლაგმან უნივერსიტეტს, რომელსაც ექნება შანსი, საუკეთესო რეიტინგებში მოხვდეს -ზვიად გაბისონია
მსოფლიო მთავრობათა სამიტზე პრემიერ-მინისტრი ისაუბრებს ისეთ თემებზე, როგორიც არის საერთაშორისო ვაჭრობა, ლოგისტიკა, ასევე გამართავს ორმხრივ შეხვედრებს- ლევან ჟორჟოლიანი
შალვა პაპუაშვილი: დღეს წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი მოშლილია
„ვხედავთ "ქართული ოცნების" მოქმედებებიდან, რომ მათი მიზანი გამჭვირვალობა არ არის, რადგან სადაც საჭიროა გამჭვირვალობა, იქ გამჭვირვალობისთვის არაფერს აკეთებენ“ - იაგო ხვიჩია
მსოფლიოში ალბათ ქვეყანა არ არის, სადაც არასამთავრობო ორგანიზაციები არ არიან წარმოდგენილი, მაგრამ ის უფლებები და ძალაუფლება, რომელიც საქართველოში ჰქონდათ, არ იყო არსად, არცერთ ქვეყანაში არ აქვთ“ - სოზარ სუბარი
,,მსოფლიო მთავრობათა სამიტი შესაძლებლობას გვაძლევს, საერთაშორისო თანამეგობრობას გავუზიაროთ ჩვენი მიღწევები და ვისაუბროთ გამოწვევებზე''- პაატა სალია
სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანებასთან დაკავშირებით, თსუ-ს აკადემიური საბჭოსა და სენატის, ფაკულტეტების დეკანებისა და პროფესორების სხდომა გაიმართა
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ ჯეფრი ეპშტეინის ფაილებში მიხეილ სააკაშვილიც არის ნახსენები
გიორგი ვოლსკი: „ნაცმოძრაობასთან“ რაიმე დებატის გამართვა მართებული არ არის
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა
ოპოზიციის აქტივისტი მამუკაშვილი: დაგეგმილი დამხობა არ გამოვიდა, მაგრამ დაუგეგმავი რევოლუციის გარდა „ქოცების“ მოშორების სხვა გზა ახლა არ ჩანს
დაშვება არ არის ე.წ. გრანტებზე, რომელიც "შავ ფულს" წარმოადგენს და რაზეც ლაპარაკობს მარტა კოსი, გზებს ვეძებთ, როგორ შევიტანოთ "შავი ფული" საქართველოშიო, სწორედ ამის წინააღმდეგაა კანონი-ვოლსკი
დუბაიში პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ვიზიტი დაიწყო
მნიშვნელოვანია, რა რესურსს მოძებნის სახელმწიფო ბიზნესთან ერთად, წინასწარი მონაცემებით, ფასების კლების რეზერვი არსებობს -გია ვოლსკი
ირაკლი კობახიძე მსოფლიო მთავრობათა სამიტში მიიღებს მონაწილეობას
განათლების რეფორმას ის ჯგუფები აკრიტიკებენ, რომლებიც ყოველ ჯერზე ანტიეროვნულ პოზიციებს იკავებენ, არ გვიკვირს, რომ ახლა ეს ადამიანები გაუნათლებლობის მხარეს დადგნენ -რატი იონათამიშვილი
პარტია "გახარია საქართველოსთვის" დებატებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
,,ფასების რეგულირების პროცესი იქნება ბიძგი ეროვნული წარმოების გაძლიერების''- დავით სონღულაშვილი
,,მთავარი მიზანი იმისა, რომ გაიხსნას დისკუსიები სხვადასხვა თემაზე - მთავარი ამოცანაა დეპოლარიზაცია''-პრემიერი
პრემიერი - ყველასთან მზად ვარ, გავმართო დებატები ნებისმიერ თემასთან, მათ შორის, განათლების საკითხთან დაკავშირებით