"ნაცმოძრაობისგან" ბოდიშს ვინც ითხოვს, სწორედ იმ ხალხმა უნდა მოუხადოს ბოდიში მრავალ ათას აქტივისტს, რომ არ დააფასეს ფანტასტიკური შრომა ქართული სახელმწიფოს შექმნისთვის-მიხეილ სააკაშვილი

„ნაცმოძრაობისგან" ბოდიშის მოხდას ვინც ითხოვს, სწორედ იმ ხალხმა უნდა მოუხადოს ბოდიში „ნაცმოძრაობის" მრავალ ათას აქტივისტს, რომ არ დააფასეს მათი ფანტასტიკური შრომა ქართული სახელმწიფოს შექმნისთვის, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც სააკაშვილი წერს, „ნაციონალურმა მოძრაობამ" შექმნა ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ეპოქა საქართველოს მრავალსაუკუნოვან ისტორიაში.

„მინდა, იმ ხალხს ვუპასუხო, ვინც აქა-იქ მაინც იმეორებს რუსულ ნარატივს, რომ „ნაცმოძრაობამ" ბოდიში უნდა მოიხადოს. „ნაციონალურ მოძრაობაში", რა თქმა უნდა, ძალიან მცირე პროცენტით, მაგრამ მაინც იყვნენ მოღალატეებიც, კორუმპირებულებიც და უბრალოდ უმაქნისებიც, მაგრამ ეს ვერ აყენებს ჩრდილს იმ ფაქტს, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ" შექმნა ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ეპოქა საქართველოს მრავალსაუკუნოვან ისტორიაში. ხოლო ბოდიშის მოხდას ვინც ითხოვს, სწორედ იმ ხალხმა უნდა მოუხადოს ბოდიში „ნაციონალური მოძრაობის" მრავალ ათას აქტივისტს იმისთვის, რომ არ დააფასეს მათი ფანტასტიკური შრომა, გაღებული ქართული სახელმწიფოს შექმნისთვის, ხელს უწყობდნენ ან არ იმჩნევდნენ ამდენი ათასი ადამიანის უსამართლო დევნას 2012 წლის შემდეგ, შევიწროებას, სამსახურიდან და ქვეყნიდან გაგდებას, შეურაცხყოფას. მათ ბოდიში უნდა მოიხადონ არა მხოლოდ ჩემი უსამართლო პატიმრობისთვის, არამედ, მაგალითად, ხობის პოლიციის ყოფილი უფროსის და „ნაციონალური მოძრაობის" წევრის ხუთწლიანი პატიმრობისთვის, რომელიც ჩემი ჩამოსვლის შემდეგ ისე, ყოველი შემთხვევისთვის დააპატიმრეს, ჩაუდეს რა იარაღი და რატომღაც არავის გაახსენდა მისი პოლიტპატიმრად მოხსენიება. ასევე, ასეთი რამდენია", - წერს მიხეილ სააკაშვილი.

 

 





მსგავსი სიახლეები
"ნაცმოძრაობისგან" ბოდიშს ვინც ითხოვს, სწორედ იმ ხალხმა უნდა მოუხადოს ბოდიში მრავალ ათას აქტივისტს, რომ არ დააფასეს ფანტასტიკური შრომა ქართული სახელმწიფოს შექმნისთვის-მიხეილ სააკაშვილი
"საქართველო არ ანგრევს გლობალისტურ სამყაროს და არ იბრალებს მისი მესაფლავის როლს. მაგრამ, ის ბევრად უფრო სახიფათო ფუნქციას ატარებს ნებისმიერი იდეოლოგიური კონსტრუქციისთვის" - დავით ქართველიშვილი
ორგანიზაცია, რომელსაც სახელად "გამჭვირვალობა" აქვს, ყველაზე "გაუმჭვირვალე" აღმოჩნდა - ახლა გვიყვებიან ზღაპრებს, თითქოს ემიგრანტი ოჯახს ვეღარ დაეხმარება, ეს არის ტყუილი!-ბექა ჩხაიძე
ბოლო წლებში შექმნილი ჯგუფები არა იმდენად პარტიებია, არამედ პოლიტიკური პროექტები, თავიანთი ინვესტორებით და მოლაპარაკე თავებით, რომლებიც გაერთიანების წინააღმდეგ არიან - სააკაშვილი
იმაზე უარესი რაც დღეს გვაქვს, რა შეიძლება იყოს?-დავით ქართველიშვილი
სწორედ ის ხალხი საუბრობს აკადემიური ავტონომიის და დემოკრატიის სახელით, ვინც ასეთი ექსკლუზიური უნივერსიტეტების ჩამოყალიბებას შეუწყო ხელი და ჩააბეტონა 2000-იანების დასაწყისიდან დამკვიდრებული "ჩარეცხილების" ეთიკა -ნინო ხელაია
ქალბატონ კალასს ისეთი თანამდებობა უკავია, რომ გულწრფელად სურს, ჭკვიანიც გახდეს, მისი დეგრადაციის პროცესის მოლოდინში კი, ჩვენ გულწრფელად, მას წარმატებებს ვუსურვებთ -დავით ქართველიშვილი
ნამყოფი ვარ ამერიკულ სამხედრო ბაზაზე გრენლანდიაში, იქ გვიცნეს და უამრავი ადგილობრივი მცხოვრები მოვიდა ფოტოს გადასაღებად -მიხეილ სააკაშვილი
რა მოხდა ნათლისღებისას მდინარე იორდანეზე?- კონსტანტინე გამსახურდია
ახალაია და სააკაშვილი არიან უშეცდომოები, თქვენი ბუნტყლიც კი არ იქნება საქართველოს მომავალ ხელისუფლებაში-თამარ ჩერგოლეიშვილი
ფიშერისა და მისნაირთა გამოკვეთილად ანტიქართულ ქმედებებს ბოლო უნდა მოეღოს -გია აბაშიძე
ახლა ხომ ხედავს ყველა, რომ კი არ იცვლება, მსოფლიო უსაფრთხოების მექანიზმი აღარ არსებობს. საერთაშორისო სამართალი ოფიციალურად უარყოფილია -ამირან სალუქვაძე
ვაშლის თლისთვის ბაჩო ახალაიას დაჭერა 2013 წელს გაატარეთ და ახლა მაინც ამოიღეთ ხმა ზოგიერთმა ამ უსამართლობაზე -მიხეილ სააკაშვილი
მინდა მჯეროდეს, რომ ამ დაკავებით ქვეყანაში დასრულდა ქუჩის შანტაჟის ეპოქა-დავით ქართველიშვილი
რა საერთო აქვს ჩემს ბავშვობას,ბებია ნანა ენოხოვნას და ბრიუსელში გაჭყლეტილ კარტოფილს?-ლალი მოროშკინა
"მაინც მინდა ჩავწვდე ამ "დოროთენიზმის" ფენომენს"- დავით ქართველიშვილი
აქამდე ვიცოდით, რომ ადამიანებს ციხეში შეგდებით სჯიდნენ, დღეს კი შევიტყვეთ, რომ ციხეში იმდენად შეცვლილა ვითარება, რომ ახლა ციხიდან გამოყრით სჯიან, რაც ცხადია, გვახარებს -ვასილ მაღლაფერიძე
თურქმენეთში ვიზიტისას მომათავსეს თურქმენბაშის რეზიდენციაში, თავისი ოქროს ტუალეტით, რადგან მათ თვალში ვიყავი აშშ-ის პრეზიდენტის მეგობარი, ევროპული ორიენტაციის სიმბოლო -მიხეილ სააკაშვილი
პედიატრი, ინგა მამუჩიშვილი მშობლებს,გრიპთან ბრძოლის სასარგებლო რჩევებს უზიარებს
ვაცხადებ კონკურსს ფოტოებზე, რომლებზეც ასახული იქნება 90-იანი წლების და დღევანდელი ქუჩის ბირჟები საქართველოში, საუკეთესო სამი გზავნილის ავტორი დაჯილდოვდება ჩემი წიგნით -მიხეილ სააკაშვილი