ლევან ჟორჟოლიანი - ჩვენი კონცეფცია ძირითადად მშვიდობას ეფუძნება, საქართველო არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ ფართო გაგებით
ეკონომიკური თვალსაზრისით შესანიშნავი შედეგები გვაქვს - ბოლო 4 წლის განმავლობაში ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 9.3 % იყო და ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ევროპაში, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა 2026 წლის მსოფლიო მთავრობათა სამიტის ფარგლებში გამართულ სამთავრობო გამოცდილების გაზიარების ფორუმზე განაცხადა.
მისივე თქმით, გეოპოლიტიკური გაურკვევლობების პირობებში, ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის მოსახლეობის კეთილდღეობის უზრუნველყოფა.
„გლობალური გაურკვევლობების პირობებში, შეუძლებელია რაიმეს წინასწარ გათვლა, რადგან ბევრი რამეა ბუნდოვანი მომავლის პრიზმაში. ამიტომ, ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორია ადამიანებში ინვესტირება და იმის უზრუნველყოფა, რომ სამთავრობო უწყებები გამართულად მუშაობდნენ, აცნობიერებდნენ ანგარიშვალდებულებას და გამჭვირვალობას, ჰქონდეთ შესაბამისი შედეგები და მიღწევები. სწორედ ასე ხდება ეკონომიკური ზრდისა და ხალხის კეთილდღეობის უზრუნველყოფა. გეოპოლიტიკური გაურკვევლობების პირობებში, ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის მოსახლეობის კეთილდღეობის უზრუნველყოფა, მედეგობა და მთავრობის მიერ ამ პრინციპების დემონსტრირება. საქართველო ზომით პატარა ქვეყანაა, მდიდარი ისტორიითა და ამაყი ხალხით. ეს დიდი პასუხისმგებლობაა. თუ ყველა ამ გამოწვევის დაძლევა გაქვს განზრახული, ჯერ მკაფიო და ცხადი გეგმა, კონცეფცია და პოლიტიკა უნდა შეიმუშაო, რათა გესმოდეს, როგორ მოქმედებ გლობალური გაურკვევლობების პირობებში. ჩვენი კონცეფცია ძირითადად მშვიდობას ეფუძნება. ამდენად, საქართველო - არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ ფართო გაგებით რეგიონში მხარს უჭერს მშვიდობას. მშვიდობა კი ნიშნავს მეტ სტაბილურობას; ის უზრუნველყოფს სანდოობას, რასაც მოჰყვება ეკონომიკური ზრდა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ხალხის კეთილდღეობისთვის,"- განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.
მსგავსი სიახლეები
,,ყველაზე დიდი გამოწვევა პირველადი მოხმარების საგნებსა და საკვებ პროდუქტებზე გვაქვს - მუშაობის პროცესში საკანონმდებლო ინიციატივებიც განიხილება''- ბერეკაშვილი
ირაკლი კობახიძე ყურის ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოს (GCC) გენერალურ მდივანს შეხვდა
პარლამენტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა
ლევან ჟორჟოლიანი - ჩვენი კონცეფცია ძირითადად მშვიდობას ეფუძნება, საქართველო არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ ფართო გაგებით
არავის მივცემთ უფლებას, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკის მნიშვნელოვანი მიმართულებები-ნიკოლოზ სამხარაძე
ტექნიკური უნივერსიტეტისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გაერთიანებით მივიღებთ ძალიან ძლიერ ფლაგმან უნივერსიტეტს, რომელსაც ექნება შანსი, საუკეთესო რეიტინგებში მოხვდეს -ზვიად გაბისონია
მსოფლიო მთავრობათა სამიტზე პრემიერ-მინისტრი ისაუბრებს ისეთ თემებზე, როგორიც არის საერთაშორისო ვაჭრობა, ლოგისტიკა, ასევე გამართავს ორმხრივ შეხვედრებს- ლევან ჟორჟოლიანი
შალვა პაპუაშვილი: დღეს წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი მოშლილია
„ვხედავთ "ქართული ოცნების" მოქმედებებიდან, რომ მათი მიზანი გამჭვირვალობა არ არის, რადგან სადაც საჭიროა გამჭვირვალობა, იქ გამჭვირვალობისთვის არაფერს აკეთებენ“ - იაგო ხვიჩია
მსოფლიოში ალბათ ქვეყანა არ არის, სადაც არასამთავრობო ორგანიზაციები არ არიან წარმოდგენილი, მაგრამ ის უფლებები და ძალაუფლება, რომელიც საქართველოში ჰქონდათ, არ იყო არსად, არცერთ ქვეყანაში არ აქვთ“ - სოზარ სუბარი
,,მსოფლიო მთავრობათა სამიტი შესაძლებლობას გვაძლევს, საერთაშორისო თანამეგობრობას გავუზიაროთ ჩვენი მიღწევები და ვისაუბროთ გამოწვევებზე''- პაატა სალია
სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანებასთან დაკავშირებით, თსუ-ს აკადემიური საბჭოსა და სენატის, ფაკულტეტების დეკანებისა და პროფესორების სხდომა გაიმართა
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ ჯეფრი ეპშტეინის ფაილებში მიხეილ სააკაშვილიც არის ნახსენები
გიორგი ვოლსკი: „ნაცმოძრაობასთან“ რაიმე დებატის გამართვა მართებული არ არის
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა
ოპოზიციის აქტივისტი მამუკაშვილი: დაგეგმილი დამხობა არ გამოვიდა, მაგრამ დაუგეგმავი რევოლუციის გარდა „ქოცების“ მოშორების სხვა გზა ახლა არ ჩანს
დაშვება არ არის ე.წ. გრანტებზე, რომელიც "შავ ფულს" წარმოადგენს და რაზეც ლაპარაკობს მარტა კოსი, გზებს ვეძებთ, როგორ შევიტანოთ "შავი ფული" საქართველოშიო, სწორედ ამის წინააღმდეგაა კანონი-ვოლსკი
დუბაიში პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ვიზიტი დაიწყო
მნიშვნელოვანია, რა რესურსს მოძებნის სახელმწიფო ბიზნესთან ერთად, წინასწარი მონაცემებით, ფასების კლების რეზერვი არსებობს -გია ვოლსკი
ირაკლი კობახიძე მსოფლიო მთავრობათა სამიტში მიიღებს მონაწილეობას