,,პირველადმა შეფასებამ აჩვენა, რომ საბაჟო წერტილიდან სამომხმარებლო კალათამდე ფასნამატი შეადგენს 86% ''- შოთა ბერეკაშვილი

 

პირველადმა შეფასებამ აჩვენა, რომ საბაჟო წერტილიდან სამომხმარებლო კალათამდე ფასნამატი შეადგენს 86%-ს. აღნიშნულ სექტორში, როდესაც საუბარი გვაქვს პირველადი მოხმარების საგნებსა და საკვებ პროდუქტებზე, საშუალო მაჩვენებელი არის 35-დან 45%-მდე, სწორედ ეს მიუთითებს, რომ სტრუქტურული პრობლემა გვაქვს, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა" ეკონომიკური პოლიტიკის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ შოთა ბერეკაშვილმა სასურსათო პროდუქციის ფასების შემცირებასთან დაკავშირებით საუბრისას.

მისივე თქმით, ამ კომისიის მიზანია, რომ სტრუქტურულად შეისწავლოს ბიზნესპროცესები და გაერკვეს რა პრობლემებია.

„რა მიზეზებიც შესაძლებელია თეორიულად გამოწვეული იყოს, პირველ რიგში შესაძლებელია ბიზნესებს და კომპანიებს, რომლებიც ჩართული არიან აღნიშნულ სექტორში მაღალი საოპერაციო ხარჯები აქვთ, შესაძლებელია კაპიტალზე აქვთ პრობლემები და ძვირი უჯდებათ, შესაძლებელია, რომ კონკრეტულ შემთხვევაში ზებუნებრივ მაღალ მოგებასაც ჰქონდეს ადგილი, შესაძლებელია სამივე ფაქტორი ერთად იყო, საჭიროა ამ ფაქტორების შესწავლა. ამ კომისიის მიზანია, რომ სტრუქტურულად შეისწავლოს ბიზნესპროცესები, გაერკვეს რა პრობლემებია და თითოეულ შემთხვევაში არსებობს მექანიზმები, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია არსებული პროცესები დალაგება .

თუ გვაქვს სიტუაცია, სადაც საოპერაციო ხარჯები მნიშვნელოვნად მაღალია, დაისმება კითხვები რატომ არის მაღალი, რა იწვევს, როგორ შეიძლება ოპტიმიზაცია. თუ ჩვენ საუბარი გვაქვს, რომ კაპიტალზე წვდომაზეა პრობლემა, როგორ შეიძლება ეს გაუმჯობესდეს და კომპანიები უფრო კონკურენტუნარიანი გახდნენ და თუ გვაქვს შემთხვევა, რომ ზებუნებრივად მაღალ მოგებაზეა საუბარი, საინტერესო იქნება კომერციული კონტრაქტების ნახვა, რა უპირატესობა აქვს ფასწარმოქმნის ჯაჭვში ამ კომპანიებს.

მიზანი არის, რომ კონკურენტული გარემო შევცვალოთ, რომ თითოეული კომპანია თანაბარ პირობებში იყოს, გაჯანსაღდეს სექტორი, გაუმჯობესდეს კონკურენცია, ეს თავისთავად აისახება საოპერაციო ხარჯის შემცირებაზე და საბოლოო ჯამში სამომხმარებლო კალათაზე ფასები შემცირდება", - აღნიშნა ბერეკაშვილმა.

 

 





მსგავსი სიახლეები
,,პირველადმა შეფასებამ აჩვენა, რომ საბაჟო წერტილიდან სამომხმარებლო კალათამდე ფასნამატი შეადგენს 86% ''- შოთა ბერეკაშვილი
ვალუტის განახლებული კურსი 4 თებერვლისთვის
3 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
3 თებერვლის ამინდის პროგნოზი
გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსად ბესიკ ამირანაშვილი დაინიშნა
მადლობა საქართველოს მთავრობას, ადგილობრივ ადმინისტრაციას შატოში ჩატარებული ღონისძიებებისთვის -ლევილის მერი
62 პროფესორიდან არცერთი ეთანხმება უნივერსიტეტების გაერთიანების იდეას - თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორების განცხადება
დიღომში, დიდ დიღომსა და გლდანი-სანზონში 18 500 აბონენტს გაზმომარაგება ავარიულად შეუწყდა
2 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
2 თებერვლის ამინდის პროგნოზი
,,თბილისის დენდროლოგიურ პარკში ატრაქციონების გრანდიოზული პარკი მოეწყობა''- კახა კალაძე
გივი მიქანაძე: რეორგანიზაციის პროცესში ადამიანური რესურსები განაწილდება ისე, რომ არავინ დარჩეს უნივერსიტეტს მიღმა
გარემოს ეროვნული სააგენტო საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრი სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიად ჩამოყალიბდა
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით
მიმართულებები, სადაც ამ დროისთვის მოძრაობა აკრძალულია - გზების დეპარტამენტი მძღოლებს აფრთხილებს
1-ელი თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
,,მნიშვნელოვანია, გაერთიანებული უნივერსიტეტის ფარგლებში შევინარჩუნოთ აკადემიური, ადმინისტრაციული პერსონალი- საკადრო ცვლილებები არ იგეგმება''-ზვიად გაბისონია
გომბორის სასწავლო ცენტრში ჩატარდა სიმულაციური სწავლება "გომბორის მოხალისე 2026"