ირაკლი კობახიძე გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანს შაიხა ნასერ ალ ნოვაისს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გაერო-ს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანს, შაიხა ნასერ ალ ნოვაისს შეხვდა.
პრემიერ-მინისტრმა შაიხა ნასერ ალ ნოვაისს გენერალური მდივნის თანამდებობაზე არჩევა მიულოცა და წარმატებები უსურვა. გენერალურმა მდივანმა საქართველოს მთავრობას მისი კანდიდატურის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველოს მთავრობასა და გაერო-ს ტურიზმის ორგანიზაციას შორის არსებულ მრავალწლიან ნაყოფიერ თანამშრომლობას. ყურადღება გამახვილდა საქართველოში ტურიზმის ზრდის პოზიტიურ დინამიკაზე და ქვეყნის მრავალფეროვან ტურისტულ შესაძლებლობებზე. აღინიშნა, რომ 2025 წელს საქართველოში საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 5,5 მილიონს გადააჭარბა, რაც ტურისტული ვიზიტების ისტორიული მაქსიმუმია. შეხვედრისას ასევე ყურადღება გამახვილდა ქვეყნის ტურისტული პოტენციალის კიდევ უფრო განვითარების მიზნით საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე.
პრემიერ-მინისტრმა შაიხა ნასერ ალ ნოვაისი საქართველოში მოიწვია.
შეხვედრა დუბაიში, მსოფლიო მთავრობათა სამიტის ფარგლებში გაიმართა და მას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი დაესწრნენ.
მსგავსი სიახლეები
საქართველოსა და აშშ-ის საგარეო უწყებებს შორის სამუშაო ურთიერთობა ჩვეულებრივად მიმდინარეობს -შალვა პაპუაშვილი
ირაკლი კობახიძე გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანს შაიხა ნასერ ალ ნოვაისს შეხვდა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში შეხვედრაზე ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი აშშ-თან ურთიერთობის გადატვირთვის მზაობას და სტრატეგიული პარტნიორობის განახლების მნიშვნელობას -საგარეო უწყება
ოთხი თვე გავიდა პრეზიდენტის სასახლეზე შტურმიდან, ნათელი გახდა, რომ ბრიუსელი ამ თავდასხმას არც დაგმობს და არც გაემიჯნება, ეს უკვე აღარ არის დუმილი, ეს არის პოზიცია -შალვა პაპუაშვილი
ამერიკული მხარე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ლაშა დარსალიას სახელმწიფო დეპარტამენტში შეხვედრის შესახებ იუწყება
,,„დიალოგის გაგრძელება აუცილებელია“- ჯაბა სამუშია
,,ყველაზე დიდი გამოწვევა პირველადი მოხმარების საგნებსა და საკვებ პროდუქტებზე გვაქვს - მუშაობის პროცესში საკანონმდებლო ინიციატივებიც განიხილება''- ბერეკაშვილი
ირაკლი კობახიძე ყურის ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოს (GCC) გენერალურ მდივანს შეხვდა
პარლამენტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა
ლევან ჟორჟოლიანი - ჩვენი კონცეფცია ძირითადად მშვიდობას ეფუძნება, საქართველო არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ ფართო გაგებით
არავის მივცემთ უფლებას, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკის მნიშვნელოვანი მიმართულებები-ნიკოლოზ სამხარაძე
ტექნიკური უნივერსიტეტისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გაერთიანებით მივიღებთ ძალიან ძლიერ ფლაგმან უნივერსიტეტს, რომელსაც ექნება შანსი, საუკეთესო რეიტინგებში მოხვდეს -ზვიად გაბისონია
მსოფლიო მთავრობათა სამიტზე პრემიერ-მინისტრი ისაუბრებს ისეთ თემებზე, როგორიც არის საერთაშორისო ვაჭრობა, ლოგისტიკა, ასევე გამართავს ორმხრივ შეხვედრებს- ლევან ჟორჟოლიანი
შალვა პაპუაშვილი: დღეს წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი მოშლილია
„ვხედავთ "ქართული ოცნების" მოქმედებებიდან, რომ მათი მიზანი გამჭვირვალობა არ არის, რადგან სადაც საჭიროა გამჭვირვალობა, იქ გამჭვირვალობისთვის არაფერს აკეთებენ“ - იაგო ხვიჩია
მსოფლიოში ალბათ ქვეყანა არ არის, სადაც არასამთავრობო ორგანიზაციები არ არიან წარმოდგენილი, მაგრამ ის უფლებები და ძალაუფლება, რომელიც საქართველოში ჰქონდათ, არ იყო არსად, არცერთ ქვეყანაში არ აქვთ“ - სოზარ სუბარი
,,მსოფლიო მთავრობათა სამიტი შესაძლებლობას გვაძლევს, საერთაშორისო თანამეგობრობას გავუზიაროთ ჩვენი მიღწევები და ვისაუბროთ გამოწვევებზე''- პაატა სალია
სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანებასთან დაკავშირებით, თსუ-ს აკადემიური საბჭოსა და სენატის, ფაკულტეტების დეკანებისა და პროფესორების სხდომა გაიმართა
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ ჯეფრი ეპშტეინის ფაილებში მიხეილ სააკაშვილიც არის ნახსენები
გიორგი ვოლსკი: „ნაცმოძრაობასთან“ რაიმე დებატის გამართვა მართებული არ არის