გამოსწორდეს ფრესკა, რომლის გამოსახულებაც რესტავრაციის შემდეგ ჯორჯია მელონის მიამსგავსეს -ვატიკანის განკარგულება
რომის ვიკარიატმა გასცა განკარგულება, სან ლორენცო ინ ლუჩინის ბაზილიკის სამლოცველოში გამოსწორდეს ფრესკა, რომელზეც გამოსახულია ქერუბიმი და რომლის სახეც ბოლო რესტავრაციის შემდეგ იტალიის პრემიერ-მინისტრ ჯორჯია მელონის მიამსგავსეს.
როგორც გაზეთი „ლა რეპუბლიკა" იუწყება, გადაწყვეტილება მიიღეს ტაძრის წინამძღვრის, დანიელე მიკელეტისა და ვიკარიატის წარმომადგენლებს შორის გამართული სატელეფონო საუბრის შემდეგ.
გამოცემის ინფორმაციით, რომის ეპარქიის გენერალურმა ვიკარიუსმა, ბალდასარე რეინამ აღნიშნა, რომ საკრალური ხელოვნება განკუთვნილია მხოლოდ „ლიტურგიული ცხოვრებისა და ლოცვისთვის" და არ შეიძლება მისი „არასწორი მიზნით გამოყენება".
„ლა რეპაბლიკა" წერს, რომ ფრესკაზე გამოსახული ქერუბიმის ჯორჯია მელონისთან აშკარა მსგავსებამ საზოგადოებაში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია და V საუკუნეში აგებულ ბაზილიკაში უამრავი ცნობისმოყვარე ადამიანი მიიზიდა, რაც ეკლესიას არ მოეწონა.
ფრესკა 2000 წელს შექმნა რესტავრატორმა ბრუნო ვალენტინეტიმ, ხოლო 2023 წელს მანვე ჩაატარა მისი რესტავრაცია. იგი ამტკიცებს, რომ ფრესკას პრემიერ-მინისტრის ნაკვთები არ ჰქონია. „ლა რეპუბლიკის" ინფორმაციით, გამოსახულების შესწორება, სავარაუდოდ, კვლავ მასვე დაევალება, თუმცა მუშაობა, როგორც იუწყებიან, მკაცრი ზედამხედველობის ქვეშ წარიმართება, რათა ქერუბიმის სახემ „ტიპური ზეციური იერი" მიიღოს.
ცნობისთვის, 2 თებერვალს „როიტერმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომ იტალიის ერთ-ერთ ეკლესიაში აღადგინეს ანგელოზის ფრესკა, რომლის გამოსახულებაც პრემიერ ჯორჯია მელონის ჰგავს. „როიტერის" ცნობით, კულტურის სამინისტრო აღნიშნული საქმის გამოძიებას აპირებს.
მსგავსი სიახლეები
2022 წლის თებერვლიდან, ანუ ომის დაწყებიდან, ჯამში, 55 000 უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა-ვოლოდიმირ ზელენსკი
სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტის გვერდი დაიხურა - ნიკოლ ფაშინიანი
ევროპული საბჭო უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს სესხის გამოყოფაზე შეთანხმდა
რუსტემ უმეროვი - სამმხრივი შეხვედრის პირველი დღე იყო პროდუქტიული, ორიენტირებული პრაქტიკულ გადაწყვეტილებებზე
Reuters: რუსული გაზის ექსპორტი ევროპაში იანვარში 10%-ით გაიზარდა
,,რუსეთთან მოლაპარაკებების მოლაპარაკებების მაგიდასთან ჩვენც უნდა ვიყოთ''- ლატვიის პრემიერი
„ეპშტეინის ფაილების“ 2017 წლის დოკუმენტებში პანდემიის სიმულაციაზეა საუბარი, რომელშიც ბილ გეიტსის სახელი ფიგურირებს
,, სულ უფრო მეტი უკრაინელი მზადაა დონბასი რუსეთს გადასცეს - მშვიდობის გულისთვის''- NYT
აშშ-ის გარეშე ევროპას საკუთარი დაცვა არ შეუძლია, მათთვის ზურგის შექცევა და ჩინეთთან პარტნიორობის გაღრმავება შეცდომა იქნება -ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი
გერმანიაში უბილეთო მგზავრის თავდასხმის შედეგად მატარებლის კონდუქტორი დაიღუპა
Credit Suisse-ში 890 ანგარიში გამოვლინდა, რომლებიც შესაძლოა, ნაცისტებთან იყოს დაკავშირებული
გამოსწორდეს ფრესკა, რომლის გამოსახულებაც რესტავრაციის შემდეგ ჯორჯია მელონის მიამსგავსეს -ვატიკანის განკარგულება
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის იურიდიული კომიტეტი: ახალი, არასაჯარო დოკუმენტები ეჭვქვეშ აყენებს რუსული ჩარევის შესახებ ბრალდებებს, რომელთა საფუძველზეც რუმინეთის სასამართლომ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები გააუქმა
გერმანიაში 13.3 მილიონი ადამიანი სიღარიბის რისკის ქვეშ არის, რაც მოსახლეობის 16.1 პროცენტია
,,ევროკავშირის ქვეყნების ელჩებმა უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს სესხზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს'''- „პოლიტიკო“
საბერძნეთი და ესპანეთი 15-16 წლის მოზარდებისთვის სოციალური მედიის გამოყენების აკრძალვას გეგმავენ
,,უკრაინაში სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად რთული გადაწყვეტილებების მიღება იქნება საჭირო''- მარკ რუტე
ბილ და ჰილარი კლინტონები ჯეფრი ეპშტეინის საქმესთან დაკავშირებით კონგრესში ჩვენების მისაცემად წარდგებიან
იტალიის ერთ-ერთ ეკლესიაში აღადგინეს ანგელოზის ფრესკა, რომლის გამოსახულებაც პრემიერ ჯორჯია მელონს ჰგავს-Reuters
ფიფას პრეზიდენტი აცხადებს, რომ საერთაშორისო შეჯიბრებებში რუსეთისთვის დაწესებული შეზღუდვები უნდა მოიხსნას