აბუ დაბიში უკრაინის, რუსეთისა და აშშ-ის მოლაპარაკების მეორე რაუნდი დაიწყო

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის, რუსტემ უმეროვის ინფორმაციით, აბუ დაბიში უკრაინის, რუსეთისა და აშშ-ის მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დაიწყო.

მისი თქმით, მუშაობა ცალკეულ ჯგუფებში გაგრძელდება კონკრეტულ სფეროებზე ფოკუსირებით, რის შემდეგაც იგეგმება პოზიციების ერთობლივი სინქრონიზაცია.

„ჩვენ ვმუშაობთ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მკაფიო დირექტივების ფარგლებში, რათა მივაღწიოთ ღირსეულ და ხანგრძლივ მშვიდობას. ჩვენ ვაცნობებთ სახელმწიფოს მეთაურს მოლაპარაკებების თითოეული ეტაპის პროგრესის შესახებ", - წერს უმეროვი.

ცნობისთვის, უკრაინის, რუსეთისა და აშშ-ის მოლაპარაკებების პირველი რაუნდი აბუ დაბიში 23-24 იანვარს გაიმართა. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ სამმხრივი შეხვედრები 4-5 თებერვალს გაგრძელდებოდა.

მოლაპარაკების პირველ რაუნდზე აშშ-ის დელეგაციას წარმოადგენდა სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი და აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ჯარედ კუშნერი; უკრაინული დელეგაციის წევრები იყვნენ ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი რუსტემ უმეროვი, პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი კირილ ბუდანოვი და მისი მოადგილე სერგეი კისლიცა, ფრაქცია „ხალხის მსახურის" ლიდერი დავით არახამია და უკრაინის გენშტაბის ხელმძღვანელი ანდრეი გნატოვი. რაც შეეხება რუსულ მხარეს, დელეგაციას მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი იგორ კოსტიუკოვი და პრეზიდენტის მრჩეველი იური უშაკოვი ხელმძღვანელობდნენ.

 





მსგავსი სიახლეები
ლევან მაჭავარიანი - ევროკომისიას, საფრანგეთსა და იტალიას ბალტიელებიც შეუერთდნენ, რუსეთთან საუბარი დასაწყები ყოფილა უკრაინის კონფლიქტის მოსაგვარებლად
,,ჩემ მიერ მონახულებულ ყველა პირს, გარდა მიხეილ სააკაშვილისა, შეზღუდული აქვს გარე სამყაროსთან კომუნიკაცია''- ლევან იოსელიანი
პარლამენტმა „იურიდიული დახმარების შესახებ“ კანონში ცვლილებებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა
მაკა ბოჭორიშვილი: მოთმინებით ველით ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან საქართველოსთან ურთიერთობების განახლების და გადატვირთვის შემოთავაზებას
უნივერსიტეტების გაერთიანების პირობებში, გამორჩეული ყურადღება დაეთმობა ტექნიკურ მიმართულებას, ჩამოყალიბდება ცალკე სკოლად, რომელსაც ექნება ავტონომიის მაღალი ხარისხი -ირაკლი კობახიძე
ჯანსაღი დებატებისთვის აუცილებელი პირობაა, აღიარებდე კონსტიტუციურ წესრიგს -ირაკლი კობახიძე
აბუ დაბიში უკრაინის, რუსეთისა და აშშ-ის მოლაპარაკების მეორე რაუნდი დაიწყო
სუს-ში არ ადასტურებენ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მამუკა მდინარაძე აშშ-ში იმყოფება
სახელმწიფო დეპარტამენტში ქართულმა მხარემ ისაუბრა იმაზე, რაზეც საჯაროდ არის საუბარი, სტრატეგიული პარტნიორობის განახლება სუფთა ფურცლიდან, კონკრეტული გზამკვლევით -ირაკლი კობახიძე
საქართველოსა და აშშ-ის საგარეო უწყებებს შორის სამუშაო ურთიერთობა ჩვეულებრივად მიმდინარეობს -შალვა პაპუაშვილი
ირაკლი კობახიძე გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანს შაიხა ნასერ ალ ნოვაისს შეხვდა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში შეხვედრაზე ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი აშშ-თან ურთიერთობის გადატვირთვის მზაობას და სტრატეგიული პარტნიორობის განახლების მნიშვნელობას -საგარეო უწყება
ოთხი თვე გავიდა პრეზიდენტის სასახლეზე შტურმიდან, ნათელი გახდა, რომ ბრიუსელი ამ თავდასხმას არც დაგმობს და არც გაემიჯნება, ეს უკვე აღარ არის დუმილი, ეს არის პოზიცია -შალვა პაპუაშვილი
ამერიკული მხარე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ლაშა დარსალიას სახელმწიფო დეპარტამენტში შეხვედრის შესახებ იუწყება
,,„დიალოგის გაგრძელება აუცილებელია“- ჯაბა სამუშია
,,ყველაზე დიდი გამოწვევა პირველადი მოხმარების საგნებსა და საკვებ პროდუქტებზე გვაქვს - მუშაობის პროცესში საკანონმდებლო ინიციატივებიც განიხილება''- ბერეკაშვილი
ირაკლი კობახიძე ყურის ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოს (GCC) გენერალურ მდივანს შეხვდა
პარლამენტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა
ლევან ჟორჟოლიანი - ჩვენი კონცეფცია ძირითადად მშვიდობას ეფუძნება, საქართველო არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ ფართო გაგებით
არავის მივცემთ უფლებას, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკის მნიშვნელოვანი მიმართულებები-ნიკოლოზ სამხარაძე