Credit Suisse-ში 890 ანგარიში გამოვლინდა, რომლებიც შესაძლოა, ნაცისტებთან იყოს დაკავშირებული

შვეიცარიულ ბანკში, Credit Suisse-ში 890 ანგარიში გამოვლინდა, რომლებიც შესაძლოა, ნაცისტებთან იყოს დაკავშირებული, – ამის შესახებ ამერიკელმა სენატორმა, ჩაკ გრასლიმ განაცხადა, რომელიც აშშ-ის სენატის იურიდიულ კომიტეტს ხელმძღვანელობს და მრავალი წლის განმავლობაში აკვირდება Credit Suisse-ის საქმიანობის გამოძიებას.

„როიტერის“ ცნობით, გამოძიება შეეხება ბანკების როლს ჰოლოკოსტის ხელშეწყობაში.

მისი თქმით, აღმოჩენილ ანგარიშებს შორის იყო აქამდე უცნობი, ომისდროინდელი ანგარიშები, რომლებიც ეკუთვნოდა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს, გერმანული შეიარაღების მწარმოებელ კომპანიას, ასევე გერმანიის „წითელ ჯვარს“.

გამოძიების შედეგად ასევე ირკვევა, რომ Credit Suisse-ის ურთიერთობები ნაცისტურ ორგანიზაცია SS-თან ბევრად უფრო მასშტაბური იყო, ვიდრე აქამდე მიიჩნეოდა. კერძოდ, საარქივო დოკუმენტების მიხედვით, SS-ის ეკონომიკურ განყოფილებას ამ ბანკში ანგარიში ჰქონდა. გარდა ამისა, სენატორ გრასლის განცხადებით, გამოძიების პროცესში გამოიკვეთა ახალი დეტალები სქემის შესახებ, რომელიც ნაცისტებს არგენტინაში გაქცევაში დაეხმარა.

სენატის იურიდიული კომიტეტის თანამშრომლების ცნობით, გამოძიება ზაფხულამდე უნდა დასრულდეს, ხოლო საბოლოო ანგარიშის გამოქვეყნება წლის ბოლოს იგეგმება.

ცნობისთვის, გასულ წელს მილიარდერმა და „მსოფლიო ებრაული კონგრესის“ პრეზიდენტმა, რონალდ ლაუდერმა მიაღწია Credit Suisse-ის საქმიანობის გამოძიების განახლებას ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ანგარიშებისა და ნაცისტების მიერ გატაცებული სახსრების საკითხზე. ლაუდერის ინიციატივას მხარი დაუჭირეს თეთრ სახლში, აშშ-ის კონგრესსა და სენატში.

როგორც „ბლუმბერგი“ წერდა, საუბარია მილიარდობით დოლარზე, რომელიც 1998 წლის ისტორიულ შეთანხმებაში არ მოხვდა. იმ დროს UBS-მა და Credit Suisse-მა ჰოლოკოსტის შედეგად დაზარალებულებს 1.25 მილიარდი დოლარი გადაუხადეს, რათა აშშ-ის მხრიდან სანქციებისა და ბოიკოტისთვის თავი აერიდებინათ. თუმცა, „მსოფლიო ებრაული კონგრესის“ პრეზიდენტის, ლაუდერის თქმით, დარჩა კიდევ ხუთიდან ათ მილიარდ დოლარამდე.

გამოძიებების ახალი ტალღის მიზეზი გახდა „სიმონ ვიზენტალის ცენტრის“ ინფორმაცია 12 ათასი ნაცისტის შესახებ, რომლებიც არგენტინაში მიიმალნენ, მათმა უმეტესობამ სოლიდური თანხები გადარიცხა ანგარიშებზე, რომლებიც მოგვიანებით Credit Suisse-ში აღმოჩნდა. ლაუდერის თქმით, ზოგიერთი ასეთი ანგარიში აქტიური იყო 2020 წლამდეც. თანხების მასშტაბი მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა: თუ ჰოლოკოსტის მსხვერპლები ათეულობით ან ასეულობით ათას დოლარს ინახავდნენ, გაქცეული ნაცისტები თითოეულ ანგარიშზე 10-20 მილიონ დოლარს რიცხავდნენ.

 

შეგახსენებთ, რომ Credit Suisse-ი 2023 წელს, გადაუდებელი შერწყმის შემდეგ UBS ჯგუფის ნაწილი გახდა. როგორც UBS-ში „როიტერს“ განუცხადეს, აღიარებენ და ნანობენ, რომ მეორე მსოფლიო ომის პერიოდი შვეიცარიული საბანკო სექტორის ისტორიაში ბნელ ფურცლად დარჩა.





მსგავსი სიახლეები
2022 წლის თებერვლიდან, ანუ ომის დაწყებიდან, ჯამში, 55 000 უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა-ვოლოდიმირ ზელენსკი
სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტის გვერდი დაიხურა - ნიკოლ ფაშინიანი
ევროპული საბჭო უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს სესხის გამოყოფაზე შეთანხმდა
რუსტემ უმეროვი - სამმხრივი შეხვედრის პირველი დღე იყო პროდუქტიული, ორიენტირებული პრაქტიკულ გადაწყვეტილებებზე
Reuters: რუსული გაზის ექსპორტი ევროპაში იანვარში 10%-ით გაიზარდა
,,რუსეთთან მოლაპარაკებების მოლაპარაკებების მაგიდასთან ჩვენც უნდა ვიყოთ''- ლატვიის პრემიერი
„ეპშტეინის ფაილების“ 2017 წლის დოკუმენტებში პანდემიის სიმულაციაზეა საუბარი, რომელშიც ბილ გეიტსის სახელი ფიგურირებს
,, სულ უფრო მეტი უკრაინელი მზადაა დონბასი რუსეთს გადასცეს - მშვიდობის გულისთვის''- NYT
აშშ-ის გარეშე ევროპას საკუთარი დაცვა არ შეუძლია, მათთვის ზურგის შექცევა და ჩინეთთან პარტნიორობის გაღრმავება შეცდომა იქნება -ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი
გერმანიაში უბილეთო მგზავრის თავდასხმის შედეგად მატარებლის კონდუქტორი დაიღუპა
Credit Suisse-ში 890 ანგარიში გამოვლინდა, რომლებიც შესაძლოა, ნაცისტებთან იყოს დაკავშირებული
გამოსწორდეს ფრესკა, რომლის გამოსახულებაც რესტავრაციის შემდეგ ჯორჯია მელონის მიამსგავსეს -ვატიკანის განკარგულება
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის იურიდიული კომიტეტი: ახალი, არასაჯარო დოკუმენტები ეჭვქვეშ აყენებს რუსული ჩარევის შესახებ ბრალდებებს, რომელთა საფუძველზეც რუმინეთის სასამართლომ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები გააუქმა
გერმანიაში 13.3 მილიონი ადამიანი სიღარიბის რისკის ქვეშ არის, რაც მოსახლეობის 16.1 პროცენტია
,,ევროკავშირის ქვეყნების ელჩებმა უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს სესხზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს'''- „პოლიტიკო“
საბერძნეთი და ესპანეთი 15-16 წლის მოზარდებისთვის სოციალური მედიის გამოყენების აკრძალვას გეგმავენ
,,უკრაინაში სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად რთული გადაწყვეტილებების მიღება იქნება საჭირო''- მარკ რუტე
ბილ და ჰილარი კლინტონები ჯეფრი ეპშტეინის საქმესთან დაკავშირებით კონგრესში ჩვენების მისაცემად წარდგებიან
იტალიის ერთ-ერთ ეკლესიაში აღადგინეს ანგელოზის ფრესკა, რომლის გამოსახულებაც პრემიერ ჯორჯია მელონს ჰგავს-Reuters
ფიფას პრეზიდენტი აცხადებს, რომ საერთაშორისო შეჯიბრებებში რუსეთისთვის დაწესებული შეზღუდვები უნდა მოიხსნას