პარლამენტმა "ზოგადი განათლების შესახებ" კანონში ცვლილებები მიიღო

პარლამენტმა „ზოგადი განათლების შესახებ" კანონში ცვლილებები მესამე მოსმენით განიხილა და 85 ხმით 10-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, კანონპროექტით გათვალისწინებული ძირითადი ცვლილებები კანონმდებლებს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ ზვიად გაბისონიამ გააცნო.

„ცვლილებების თანახმად, სრული ზოგადი განათლების ხანგრძლივობა განისაზღვრება არანაკლებ 11 და არაუმეტეს 12 წლით, რომელიც გადანაწილდება შემდეგნაირად: დაწყებითი (6 წელი - I-VI კლასები), საბაზო (3 წელი - VII- IX კლასები) და საშუალო (2 წელი- X და XI კლასები და ნებაყოფლობითი 1 წელი- XII კლასი). ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების ასაკი იქნება 6 წელი, რომელიც პირს 15 სექტემბრის ჩათვლით შეუსრულდება.

გაუქმდება სახელმძღვანელოს გრიფის მინიჭების წესი, ვინაიდან განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო შექმნის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სასწავლო სასკოლო სახელმძღვანელოს, უზრუნველყოფს მის ბეჭდვასა და მოსწავლეებისთვის უსასყიდლოდ, დროებით სარგებლობაში გადაცემის მიზნით, შესაბამისი სკოლებისთვის მიწოდებას.

ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე, მოსწავლეებისთვის სავალდებულო გახდება სასკოლო ფორმის ტარება, რომლის ნიმუშსაც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო დაამტკიცებს. სამინისტრო ასევე დაამტკიცებს საჯარო სკოლებში მოსწავლეთა მიერ ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებების (მათ შორის, მობილური ტელეფონის) გამოყენების ზოგად პირობებს", - ნათქვამია პარლამენტის გავრცელებულ ინფორმაციაში.

 





მსგავსი სიახლეები
გარემოს ეროვნული სააგენტო უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზს აქვეყნებს
"დაავადებათა სკრინინგის" პროგრამას მეექვსე სახის კვლევა, ფილტვის კიბოს სკრინინგი დაემატება, რასაც ასევე თბილისის მერია დააფინანსებს
პარლამენტმა "ზოგადი განათლების შესახებ" კანონში ცვლილებები მიიღო
განათლების სისტემა არათუ მძიმე, არამედ უმძიმეს მდგომარეობაშია, ვინმეს თუ მიაჩნია, რომ ეს არ უნდა გამოსწორდეს, ამაზეც ვიდებატოთ, ვიმსჯელოთ -ირაკლი კობახიძე
კინოდაჯილდოება "ელისო" 2026 ნამუშევრების მიღებას იწყებს
სურსათის ეროვნული სააგენტო თბილისში კვების ობიექტებს ამოწმებს
4 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
4 თებერვლის ამინდის პროგნოზი
განათლების სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს
,,პირველადმა შეფასებამ აჩვენა, რომ საბაჟო წერტილიდან სამომხმარებლო კალათამდე ფასნამატი შეადგენს 86% ''- შოთა ბერეკაშვილი
ვალუტის განახლებული კურსი 4 თებერვლისთვის
3 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
3 თებერვლის ამინდის პროგნოზი
გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსად ბესიკ ამირანაშვილი დაინიშნა
მადლობა საქართველოს მთავრობას, ადგილობრივ ადმინისტრაციას შატოში ჩატარებული ღონისძიებებისთვის -ლევილის მერი
62 პროფესორიდან არცერთი ეთანხმება უნივერსიტეტების გაერთიანების იდეას - თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორების განცხადება
დიღომში, დიდ დიღომსა და გლდანი-სანზონში 18 500 აბონენტს გაზმომარაგება ავარიულად შეუწყდა
2 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
2 თებერვლის ამინდის პროგნოზი