აშშ-ის გარეშე ევროპას საკუთარი დაცვა არ შეუძლია, მათთვის ზურგის შექცევა და ჩინეთთან პარტნიორობის გაღრმავება შეცდომა იქნება -ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი
ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის, კესტუტის ბუდრისის განცხადებით, ევროპას არ შეუძლია, საკუთარი თავი აშშ-ის გარეშე დაიცვას. ამის შესახებ ბუდრისიმა აშშ-ში ვიზიტისას განაცხადა.
მისი თქმით, ლიეტუვამ უნდა გააგრძელოს ვაშინგტონთან პრაგმატული, ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობები. როგორც ბუდრისმა აღნიშნა, ლიეტუვის ეროვნული უსაფრთხოება ეყრდნობა აშშ-სა და ნატო-ს.
„აშშ-თან სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი კავშირების შენარჩუნება არის უმაღლესი პრიორიტეტი. ალტერნატივა არ არის და არ იქნება, ყოველ შემთხვევაში საშუალო და გრძელვადიან პერსპექტვაში. აშშ-ის გარეშე ევროპას თავის დაცვა არ შეუძლია“, – განაცხადა ბუდრისმა.
მისი თქმით, ევროპას არ გააჩნია საკმარისი რაოდენობის ჩვეულებრივი სამხედრო ძალები, რომლებიც შეაჩერებდნენ რუსეთის პოტენციურ აგრესიას. ბუდრისის განცხადებით, ევროპა არ ფლობს საკმარისს სტრატეგიულ იარაღს, არც ბირთვულს და არც ჩვეულებრივს, რომელიც უზრუნველყოფდა სანდო შეკავებას.
ლიეტუველი მინისტრის განცხადებით, ევროპულმა ქვეყნებმა უნდა გაზარდონ სამხედრო ხარჯები და შეიმუშაონ უსაფრთხოების ახალი გეგმები. მან ასევე აღნიშნა, რომ ევროპამ უნდა იმუშაოს აშშ-თან ურთიერთობების ფორმატის შეცვალზე, პრაგმატულ და ურთიერთსასარგებლო საფუძველზე, რათა შენარჩუნებული იყოს საერთო გეოსტრატეგიული ინტერესები.
„ჩვენ უნდა მივაღწიოთ შეთანხმებას. ლიეტუვა თანმიმდევრულად ამ პოზიციაზეა და არ დაიღლება პარტნიორებისადმი მოწოდებით, ეძებონ შეთანხმება, რომელიც ყველასთავის სასარგებლო იქნება“, – განაცხადა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ბუდრისმა ასევე აღნიშნა, რომ აშშ-ისთვის ზურგის შექცევა და ჩინეთთან პარტნიორობის გაღრმავება შეცდომა იქნება. მისი თქმით, ევროპა უკვე არის ჩინეთის მზარდი გეოეკონომიკური გავლენის სამიზნე და აუცილებელია მედეგობის განმტკიცება, თუმცა ეს არ გამორიცხავს პრაგმატიზმს.
„სამყარო არასდროს ყოფილა და არასდროს იქნება იდეალური და სამართლიანი ადგილი ყველასთვის, განსაკუთრებით პატარა ერებისთვის. ჩვენი ამოცანაა მშვიდად ნავიგაცია იმ სტრატეგიულ გარემოში, რომელშიც ვიმყოფებით“, – განაცხადა ბუდრისმა.
მსგავსი სიახლეები
2022 წლის თებერვლიდან, ანუ ომის დაწყებიდან, ჯამში, 55 000 უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა-ვოლოდიმირ ზელენსკი
სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტის გვერდი დაიხურა - ნიკოლ ფაშინიანი
ევროპული საბჭო უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს სესხის გამოყოფაზე შეთანხმდა
რუსტემ უმეროვი - სამმხრივი შეხვედრის პირველი დღე იყო პროდუქტიული, ორიენტირებული პრაქტიკულ გადაწყვეტილებებზე
Reuters: რუსული გაზის ექსპორტი ევროპაში იანვარში 10%-ით გაიზარდა
,,რუსეთთან მოლაპარაკებების მოლაპარაკებების მაგიდასთან ჩვენც უნდა ვიყოთ''- ლატვიის პრემიერი
„ეპშტეინის ფაილების“ 2017 წლის დოკუმენტებში პანდემიის სიმულაციაზეა საუბარი, რომელშიც ბილ გეიტსის სახელი ფიგურირებს
,, სულ უფრო მეტი უკრაინელი მზადაა დონბასი რუსეთს გადასცეს - მშვიდობის გულისთვის''- NYT
აშშ-ის გარეშე ევროპას საკუთარი დაცვა არ შეუძლია, მათთვის ზურგის შექცევა და ჩინეთთან პარტნიორობის გაღრმავება შეცდომა იქნება -ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი
გერმანიაში უბილეთო მგზავრის თავდასხმის შედეგად მატარებლის კონდუქტორი დაიღუპა
Credit Suisse-ში 890 ანგარიში გამოვლინდა, რომლებიც შესაძლოა, ნაცისტებთან იყოს დაკავშირებული
გამოსწორდეს ფრესკა, რომლის გამოსახულებაც რესტავრაციის შემდეგ ჯორჯია მელონის მიამსგავსეს -ვატიკანის განკარგულება
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის იურიდიული კომიტეტი: ახალი, არასაჯარო დოკუმენტები ეჭვქვეშ აყენებს რუსული ჩარევის შესახებ ბრალდებებს, რომელთა საფუძველზეც რუმინეთის სასამართლომ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები გააუქმა
გერმანიაში 13.3 მილიონი ადამიანი სიღარიბის რისკის ქვეშ არის, რაც მოსახლეობის 16.1 პროცენტია
,,ევროკავშირის ქვეყნების ელჩებმა უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს სესხზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს'''- „პოლიტიკო“
საბერძნეთი და ესპანეთი 15-16 წლის მოზარდებისთვის სოციალური მედიის გამოყენების აკრძალვას გეგმავენ
,,უკრაინაში სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად რთული გადაწყვეტილებების მიღება იქნება საჭირო''- მარკ რუტე
ბილ და ჰილარი კლინტონები ჯეფრი ეპშტეინის საქმესთან დაკავშირებით კონგრესში ჩვენების მისაცემად წარდგებიან
იტალიის ერთ-ერთ ეკლესიაში აღადგინეს ანგელოზის ფრესკა, რომლის გამოსახულებაც პრემიერ ჯორჯია მელონს ჰგავს-Reuters
ფიფას პრეზიდენტი აცხადებს, რომ საერთაშორისო შეჯიბრებებში რუსეთისთვის დაწესებული შეზღუდვები უნდა მოიხსნას