მაკა ბოჭორიშვილი: მოთმინებით ველით ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან საქართველოსთან ურთიერთობების განახლების და გადატვირთვის შემოთავაზებას

 

საქართველოს ხელისუფლებას არაერთხელ განუცხადებია, რომ ჩვენ გვაქვს სურვილი ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გადატვირთვის და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენის, რომელიც ბაიდენის ადმინისტრაციის დროს შეჩერდა, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა „დღის ქრონიკაში". საგარეო საქმეთა მინისტრმა დადებითად შეაფასა მისი მოადგილის, ლაშა დარსალიას შეხვედრა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე, ბრენდან ჰანრაჰანთან.

„მოთმინებით ველით ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან საქართველოსთან ურთიერთობების განახლების და გადატვირთვის შემოთავაზებას და ამაზე საუბარს. ცოტა ხნის წინ საქართველოს სტუმრობდა კონგრესის რომლებისგანაცაა დელეგაცია, მათთანაც გვქონდა საუბარი საქართველო-ამერიკის ურთიერთობებზე, საქართველოში მიმდინარე პროცესებზე. ბატონი ლაშა დარსალიას ვიზიტიც ვაშინგტონში ემსახურება იმას, რომ რაც შეიძლება მეტ ადამიანთან იყოს კომუნიკაცია, საქართველოს შესახებ საუბარი და საქართველო იყოს ამერიკის შეერთებული შტატების დღის წესრიგში იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენ მზად ვარ ურთიერთობები გადავტვირთოთ", - აღნიშნა ბოჭორიშვილმა.

მან ასევე შეაფასა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის იურიდიული კომიტეტის ანგარიშს, რომელშიც აღნიშნულია, რომ ევროკომისია ევროკავშირის წევრი ქვეყნების ეროვნულ არჩევნებში რეგულარულად ერევა. მინისტრმა ხაზი გაუსვა ამ მხრივ თბილისისა და ვაშინგტონის პოზიციების თანხვედრას.

„შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ის კრიტიკა, რაც საქართველოს მიმართ ისმოდა წლების განმავლობაში, დადასტურებულად არასამართლიანი გახლდათ. რა თქმა უნდა, კარგი იქნებოდა, თუკი ასეთ საკითხებზე უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე გვექნებოდა საუბრები. საქართველო არის ცოცხალი მაგალითი იმისა, რაზეც დღეს შეერთებულ შტატებში საუბრობენ. შეიძლება ითქვას, საქართველო საუკეთესო მაგალითია, თუ რა შედეგები შეიძლება მიიღო, როდესაც ასე უხეშად ერევი სხვა ქვეყნის საშინაო პოლიტიკაში და ასეთი ჩარევები იმის ნაცვლად, რომ დემოკრატიას ხელი შეუწყოს, დემოკრატიის წინააღმდეგ მოქმედებს", - განმარტა მინისტრმა.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის იურიდიულმა კომიტეტმა გამოაქვეყნა შუალედური ანგარიში სახელწოდებით „უცხოური ცენზურის საფრთხე, ნაწილი II: ევროპის ათწლიანი კამპანია გლობალური ინტერნეტის ცენზურისათვის და როგორ აზიანებს იგი გამოხატვის თავისუფლებას შეერთებულ შტატებში". ანგარიშის ერთ-ერთი თავი ამტკიცებს, რომ „ევროკომისია რეგულარულად ერევა ევროკავშირის წევრი ქვეყნების ეროვნულ არჩევნებში".

 

 





მსგავსი სიახლეები
ლევან მაჭავარიანი - ევროკომისიას, საფრანგეთსა და იტალიას ბალტიელებიც შეუერთდნენ, რუსეთთან საუბარი დასაწყები ყოფილა უკრაინის კონფლიქტის მოსაგვარებლად
,,ჩემ მიერ მონახულებულ ყველა პირს, გარდა მიხეილ სააკაშვილისა, შეზღუდული აქვს გარე სამყაროსთან კომუნიკაცია''- ლევან იოსელიანი
პარლამენტმა „იურიდიული დახმარების შესახებ“ კანონში ცვლილებებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა
მაკა ბოჭორიშვილი: მოთმინებით ველით ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან საქართველოსთან ურთიერთობების განახლების და გადატვირთვის შემოთავაზებას
უნივერსიტეტების გაერთიანების პირობებში, გამორჩეული ყურადღება დაეთმობა ტექნიკურ მიმართულებას, ჩამოყალიბდება ცალკე სკოლად, რომელსაც ექნება ავტონომიის მაღალი ხარისხი -ირაკლი კობახიძე
ჯანსაღი დებატებისთვის აუცილებელი პირობაა, აღიარებდე კონსტიტუციურ წესრიგს -ირაკლი კობახიძე
აბუ დაბიში უკრაინის, რუსეთისა და აშშ-ის მოლაპარაკების მეორე რაუნდი დაიწყო
სუს-ში არ ადასტურებენ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მამუკა მდინარაძე აშშ-ში იმყოფება
სახელმწიფო დეპარტამენტში ქართულმა მხარემ ისაუბრა იმაზე, რაზეც საჯაროდ არის საუბარი, სტრატეგიული პარტნიორობის განახლება სუფთა ფურცლიდან, კონკრეტული გზამკვლევით -ირაკლი კობახიძე
საქართველოსა და აშშ-ის საგარეო უწყებებს შორის სამუშაო ურთიერთობა ჩვეულებრივად მიმდინარეობს -შალვა პაპუაშვილი
ირაკლი კობახიძე გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანს შაიხა ნასერ ალ ნოვაისს შეხვდა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში შეხვედრაზე ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი აშშ-თან ურთიერთობის გადატვირთვის მზაობას და სტრატეგიული პარტნიორობის განახლების მნიშვნელობას -საგარეო უწყება
ოთხი თვე გავიდა პრეზიდენტის სასახლეზე შტურმიდან, ნათელი გახდა, რომ ბრიუსელი ამ თავდასხმას არც დაგმობს და არც გაემიჯნება, ეს უკვე აღარ არის დუმილი, ეს არის პოზიცია -შალვა პაპუაშვილი
ამერიკული მხარე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ლაშა დარსალიას სახელმწიფო დეპარტამენტში შეხვედრის შესახებ იუწყება
,,„დიალოგის გაგრძელება აუცილებელია“- ჯაბა სამუშია
,,ყველაზე დიდი გამოწვევა პირველადი მოხმარების საგნებსა და საკვებ პროდუქტებზე გვაქვს - მუშაობის პროცესში საკანონმდებლო ინიციატივებიც განიხილება''- ბერეკაშვილი
ირაკლი კობახიძე ყურის ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოს (GCC) გენერალურ მდივანს შეხვდა
პარლამენტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა
ლევან ჟორჟოლიანი - ჩვენი კონცეფცია ძირითადად მშვიდობას ეფუძნება, საქართველო არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ ფართო გაგებით
არავის მივცემთ უფლებას, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკის მნიშვნელოვანი მიმართულებები-ნიკოლოზ სამხარაძე