"დაავადებათა სკრინინგის" პროგრამას მეექვსე სახის კვლევა, ფილტვის კიბოს სკრინინგი დაემატება, რასაც ასევე თბილისის მერია დააფინანსებს

მიმდინარე წლის პირველი მაისიდან თბილისის მერიის „დაავადებათა სკრინინგის" პროგრამას ფილტვის კიბოს სკრინინგიც დაემატება, რასაც ასევე მუნიციპალიტეტი დააფინანსებს, - ამის შესახებ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, თბილისის მერია სიმსივნური დაავადებების როგორც სკრინინგულ, ისე მკურნალობისთვის აუცილებელ არაერთ პროგრამას ახორციელებს, რაც მომავალშიც გაგრძელდება.

„4 თებერვალი კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. თბილისის მერია ამ ვერაგ სენთან ბრძოლაში მუდმივად მოსახლეობის გვერდით დგას და სიმსივნური დაავადებების როგორც სკრინინგულ, ისე მკურნალობისთვის აუცილებელ არაერთ პროგრამას ახორციელებს, რაც მომავალშიც გაგრძელდება. ბიუჯეტში განსაკუთრებული ადგილი უკავია ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მიმართულებას. გვაქვს ბევრი მნიშვნელოვანი პროგრამა, რომლითაც ვეხმარებით იმ ოჯახებს, ადამიანებს, რომელთაც ყველაზე მეტად სჭირდებათ ჩვენი თანადგომა. არავის დავტოვებთ პრობლემების პირისპირ. ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში, ყველას დავეხმარებით, გვერდით დავუდგებით. ამ დამოკიდებულებაზე მეტყველებს თუნდაც 2026 წლის ბიუჯეტი, სადაც ძალიან მნიშვნელოვანი სახით არის წარმოდგენილი ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით არსებული პროგრამები", - განაცხადა კახა კალაძემ.

როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური ონკოლოგიური დაავადებების პრევენციისა და მკურნალობის მიზნით ადმინისტრირებას უწევს „დაავადებათა სკრინინგის", „ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის" და „ძუძუს კიბოს სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსების" პროგრამებს, ასევე, „სამედიცინო საჭიროებების დაფინანსების" პროგრამის ფარგლებში აფინანსებს ონკოპაციენტების სხვადასხვა მოთხოვნას.

„„დაავადებათა სკრინინგის" პროგრამის ფარგლებში, ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით, სრულად ფინანსდება ძუძუს, საშვილოსნოს ყელისა და კოლორექტული კიბოს სკრინინგი და პროსტატისა და ფარისებრი ჯირკვლის კიბოს მართვის კომპონენტები. პროგრამის მიზანია დაავადებათა ადრეული დიაგნოსტიკა, კიბოს საწყის სტადიაზე გამოვლენა და ონკოდაავადებებით გამოწვეული ლეტალობის რიცხვის შემცირება. 2025 წელს „დაავადებათა სკრინინგის" პროგრამის ფარგლებში 150 367 შემთხვევა დაფინანსდა, აქედან დიდი წილი - 142 203 თბილისის მერიის „ეროვნულ სკრინინგ ცენტრზე" მოდის. უახლოეს მომავალში, „დაავადებათა სკრინინგის" პროგრამას მეექვსე სახის კვლევა - ფილტვის კიბოს სკრინინგი დაემატება, რაც ასევე სრულად დაფინანსდება. აღნიშნული პროგრამა პირველი მაისიდან ამოქმედდება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია", - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

ძვლის ტვინის გადანერგვის პროგრამაზე საუბრისას, კახა კალაძემ აღნიშნა, რომ პროგრამის ფარგლებში 2025 წელს 100-მდე შემთხვევა დაფინანსდა, რისთვისაც საქართველოსა და უცხოეთის კლინიკებში, დაახლოებით, 7 700 000 ლარი გადაირიცხა.

კალაძის თქმით, თბილისის მერია ერთი პაციენტის დასაფინანსებლად 10-დან 235 ათას ლარამდე თანხას გამოყოფს.

„2025 წელს ძუძუს კიბოს სამკურნალო მედიკამენტები 347 მოქალაქეს დაუფინანსდა. ერთი მოქალაქის მიერ მკურნალობის სრული კურსის ჩასატარებლად მერიის მიერ, მინიმუმ, 24 750 და, მაქსიმუმ, 70 110 ლარი გაიცემა. თბილისის მერიის აღნიშნული პროგრამების მიზანი მოქალაქეთა სიცოცხლის გადარჩენა-გახანგრძლივება და მათი ფინანსური ტვირთის შემსუბუქებაა. პირველ რიგში, მინდა, ყველას ჯანმრთელობა გისურვოთ, თუმცა, საჭიროების შემთხვევაში იცოდეთ, რომ მუნიციპალიტეტი, შესაძლებლობის ფარგლებში, ყველანაირად დაგიდგებათ გვერდში", - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე განმარტებით, ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის 2026 წლის ბიუჯეტი ჯანდაცვის პროგრამების მიმართულებით 46 122 590 ლარია.

 





მსგავსი სიახლეები
გარემოს ეროვნული სააგენტო უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზს აქვეყნებს
"დაავადებათა სკრინინგის" პროგრამას მეექვსე სახის კვლევა, ფილტვის კიბოს სკრინინგი დაემატება, რასაც ასევე თბილისის მერია დააფინანსებს
პარლამენტმა "ზოგადი განათლების შესახებ" კანონში ცვლილებები მიიღო
განათლების სისტემა არათუ მძიმე, არამედ უმძიმეს მდგომარეობაშია, ვინმეს თუ მიაჩნია, რომ ეს არ უნდა გამოსწორდეს, ამაზეც ვიდებატოთ, ვიმსჯელოთ -ირაკლი კობახიძე
კინოდაჯილდოება "ელისო" 2026 ნამუშევრების მიღებას იწყებს
სურსათის ეროვნული სააგენტო თბილისში კვების ობიექტებს ამოწმებს
4 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
4 თებერვლის ამინდის პროგნოზი
განათლების სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს
,,პირველადმა შეფასებამ აჩვენა, რომ საბაჟო წერტილიდან სამომხმარებლო კალათამდე ფასნამატი შეადგენს 86% ''- შოთა ბერეკაშვილი
ვალუტის განახლებული კურსი 4 თებერვლისთვის
3 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
3 თებერვლის ამინდის პროგნოზი
გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსად ბესიკ ამირანაშვილი დაინიშნა
მადლობა საქართველოს მთავრობას, ადგილობრივ ადმინისტრაციას შატოში ჩატარებული ღონისძიებებისთვის -ლევილის მერი
62 პროფესორიდან არცერთი ეთანხმება უნივერსიტეტების გაერთიანების იდეას - თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორების განცხადება
დიღომში, დიდ დიღომსა და გლდანი-სანზონში 18 500 აბონენტს გაზმომარაგება ავარიულად შეუწყდა
2 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
2 თებერვლის ამინდის პროგნოზი