,,ჩემ მიერ მონახულებულ ყველა პირს, გარდა მიხეილ სააკაშვილისა, შეზღუდული აქვს გარე სამყაროსთან კომუნიკაცია''- ლევან იოსელიანი
სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდადებულების მონახულების შემდეგ განაცხადა, რომ ბრალდებულებისა და მსჯავრდადებულების უმრავლესობას გარე სამყაროსთან კომუნიკაციის შეზღუდვა აწუხებს.
მისივე თქმით, აღნიშნული პრობლემა საზოგადოებისთვის განსაკუთრებით თვალსაჩინო ლევან ხაბეიშვილის საქმით გახდა, რის შემდეგაც სახალხო დამცველის აპარატი საკითხით უფრო სიღრმისეულად დაინტერესდა.
„დღეს ვიმყოფებოდი მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში, სადაც ბრალდებულები და მსჯავრდადებულები მოვინახულე. შემიძლია გითხრათ, რომ მსჯავრდადებულების საპატიმროში ყოფნის პირობები შევამოწმე უშუალოდ საკნებში, მათ გავესაუბრე ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, მოპყრობაზე, ყველა იმ საკითხზე, რაც ზოგადად პატიმრისთვის მნიშვნელოვანია. მოვისმინე მათი წუხილებიც, მათი შენიშვნებიც აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ყველა მათგანისთვის სხვადასხვა საკითხებია, რომელიც მნიშვნელოვანია გადაწყდეს. მაგრამ მე გამოვყოფ ერთ საკითხს, რომელიც ფაქტობრივად ყველა მათგანს აწუხებს და არა მარტო ამ მსჯავრდადებულებზე და ბრალდებულებზეა საუბარი, კი მათზე ვსაუბრობთ, მაგრამ ეს საკითხი აწუხებს ძალიან ბევრ ბრალდებულს. საუბარი არის გამომძიებლის ან პროკურორის დადგენილებით, როდესაც გარე სამყაროსთან მათ აკრძალული აქვთ კომუნიკაცია, გარდა ადვოკატის და სახალხო დამცველის წარმომადგენლებისა და განსაკუთრებით, როდესაც საქმე ეხება არასრულწლოვან შვილებს, მათ არ აქვთ საშუალება, რომ კომუნიკაცია ჰქონდეთ თავიანთ ოჯახის წევრებთან",- განაცხადა იოსელიანმა.
მისივე თქმით, კომუნიკაციის შეზღუდვა ვრცელდება სუს-ის ყოფილ უფროსზე გრიგოლ ლილუაშვილსა და ყოფილ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილზეც, ასევე „ლელო-ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერზე ალეკო ელისაშვილზე.
„ეს საკითხი ჩვენ დავინახეთ ლევან ხაბეიშვილის შემთხვევაში. გახსოვთ აქციაც კი მოაწყვეს მისმა ოჯახის წევრებმა და მე შეხვედრაც მქონდა ხაბეიშვილის წარმომადგენლებთან - დედასთან, მეუღლესთან. ამის შემდეგ დავინტერესდით ამ საკითხით და აღმოჩნდა, რომ ეს ბევრ ადამიანს აწუხებს. კონკრეტულად თქვენს მიერ ჩამოთვლილ ადამიანებზე თავს შევიკავებ საუბრისგან. მაგრამ ის, რომ ჩემ მიერ დღეს მონახულებულ ადამიანთაგან ძალიან, მათ უმრავლესობას. შეიძლება ეს საკითხი აწუხებს და მნიშვნელოვანია, ეს შემიძლია დაგიდასტუროთ.
დიახ, მათაც [ლილუაშვილს, ღარიბაშვილს] აქვთ [შეზღუდვები], ყველა ჩემს მიერ მონახულებულ ბრალდებულს ასეთი შეზღუდვა აქვს, არ ვსაუბრობ მიხეილ სააკაშვილზე, რომელიც მსჯავრდადებული არის და მას ასეთი შეზღუდული ამ ეტაპზე არ აქვს, მაგრამ ბრალდებულებს ასეთი შეზღუდვა ყველას აქვს, მათ შორის იგივე შეზღუდვა აქვს ალეკო ელისაშვილსაც, რომელმაც, როცა შევხვდი მთხოვა ამ საკითხზე მიმექცია ყურადღება იმიტომ, რომ მასაც აწუხებს თავის არასრულწლოვან შვილებთან შეხვედრის საკითხი და ეს ის საკითხია, რაც მე ვფიქრობ, რომ უნდა გადაწყდეს", - განაცხადა ლევან იოსელიანმა „ტვ პირველთან" საუბრისას.
მსგავსი სიახლეები
ლევან მაჭავარიანი - ევროკომისიას, საფრანგეთსა და იტალიას ბალტიელებიც შეუერთდნენ, რუსეთთან საუბარი დასაწყები ყოფილა უკრაინის კონფლიქტის მოსაგვარებლად
,,ჩემ მიერ მონახულებულ ყველა პირს, გარდა მიხეილ სააკაშვილისა, შეზღუდული აქვს გარე სამყაროსთან კომუნიკაცია''- ლევან იოსელიანი
პარლამენტმა „იურიდიული დახმარების შესახებ“ კანონში ცვლილებებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა
მაკა ბოჭორიშვილი: მოთმინებით ველით ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან საქართველოსთან ურთიერთობების განახლების და გადატვირთვის შემოთავაზებას
უნივერსიტეტების გაერთიანების პირობებში, გამორჩეული ყურადღება დაეთმობა ტექნიკურ მიმართულებას, ჩამოყალიბდება ცალკე სკოლად, რომელსაც ექნება ავტონომიის მაღალი ხარისხი -ირაკლი კობახიძე
ჯანსაღი დებატებისთვის აუცილებელი პირობაა, აღიარებდე კონსტიტუციურ წესრიგს -ირაკლი კობახიძე
აბუ დაბიში უკრაინის, რუსეთისა და აშშ-ის მოლაპარაკების მეორე რაუნდი დაიწყო
სუს-ში არ ადასტურებენ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მამუკა მდინარაძე აშშ-ში იმყოფება
სახელმწიფო დეპარტამენტში ქართულმა მხარემ ისაუბრა იმაზე, რაზეც საჯაროდ არის საუბარი, სტრატეგიული პარტნიორობის განახლება სუფთა ფურცლიდან, კონკრეტული გზამკვლევით -ირაკლი კობახიძე
საქართველოსა და აშშ-ის საგარეო უწყებებს შორის სამუშაო ურთიერთობა ჩვეულებრივად მიმდინარეობს -შალვა პაპუაშვილი
ირაკლი კობახიძე გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანს შაიხა ნასერ ალ ნოვაისს შეხვდა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში შეხვედრაზე ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი აშშ-თან ურთიერთობის გადატვირთვის მზაობას და სტრატეგიული პარტნიორობის განახლების მნიშვნელობას -საგარეო უწყება
ოთხი თვე გავიდა პრეზიდენტის სასახლეზე შტურმიდან, ნათელი გახდა, რომ ბრიუსელი ამ თავდასხმას არც დაგმობს და არც გაემიჯნება, ეს უკვე აღარ არის დუმილი, ეს არის პოზიცია -შალვა პაპუაშვილი
ამერიკული მხარე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ლაშა დარსალიას სახელმწიფო დეპარტამენტში შეხვედრის შესახებ იუწყება
,,„დიალოგის გაგრძელება აუცილებელია“- ჯაბა სამუშია
,,ყველაზე დიდი გამოწვევა პირველადი მოხმარების საგნებსა და საკვებ პროდუქტებზე გვაქვს - მუშაობის პროცესში საკანონმდებლო ინიციატივებიც განიხილება''- ბერეკაშვილი
ირაკლი კობახიძე ყურის ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოს (GCC) გენერალურ მდივანს შეხვდა
პარლამენტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა
ლევან ჟორჟოლიანი - ჩვენი კონცეფცია ძირითადად მშვიდობას ეფუძნება, საქართველო არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ ფართო გაგებით
არავის მივცემთ უფლებას, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკის მნიშვნელოვანი მიმართულებები-ნიკოლოზ სამხარაძე