ლევან მაჭავარიანი - ევროკომისიას, საფრანგეთსა და იტალიას ბალტიელებიც შეუერთდნენ, რუსეთთან საუბარი დასაწყები ყოფილა უკრაინის კონფლიქტის მოსაგვარებლად
ევროკომისიას, საფრანგეთსა და იტალიას ბალტიელებიც შეუერთდნენ. რუსეთთან საუბარი დასაწყები ყოფილა უკრაინის კონფლიქტის მოსაგვარებლად, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლევან მაჭავარიანი სოციალურ ქსელში წერს.
„შეგახსენებთ, ოთხი წელი ყველას ძალიან მკაცრი პოზიცია ჰქონდა - რუსეთისთვის ხმა არავის არ უნდა გაეცა. თან იმის ფონზე, რომ ევროკავშირი, ბრიტანეთი და აშშ-ის ყოფილი ადმინისტრაცია მთელ მსოფლიოსა და, პირველ რიგში, უკრაინელ ხალხს სამარცხვინოდ ატყუებდნენ: უკრაინა დასავლეთის დახმარებით რუსეთს აუცილებლად დაამარცხებდა; უკრაინას დაჩქარებული წესით ნატო-ში მიიღებდნენ; უკრაინას დაჩქარებული წესით ევროკავშირში მიიღებდნენ; უკრაინას რუსულ გაყინულ აქტივებს გადასცემდნენ და ა.შ. ნელ-ნელა ყველა ამ დაპირებაზე უკრაინას უკვე უარი უთხრეს.
მოგმართავთ მათ, ვინც აქციებს გვიწყობდით და ქვეყანაში გადატრიალება გინდოდათ და დღემდე გინდათ:
იმის გამო, რომ რუსეთს ხმამაღლა არ „ვაგინებდით"; იმის გამო, რომ სანქციებს არ ვუწესებდით და საჰაერო სივრცეს არ ვუკეტავდით; იმის გამო, რომ მოხალისეებს მთავრობის ოფიციალური თანხმობით არ ვაგზავნიდით საბრძოლველად; იმის გამო, რომ უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნებს არ ვუჯერებდით, ტანკებით აფხაზეთსა და ცხინვალში არ „ვსეირნობდით"; იმის გამო, რომ არ „ავმჩატდით", როგორც თქვენ და მთლიანად რადიკალური ოპოზიცია და „პრიგოჟინის რევოლუციის" არ დავიჯერეთ; საერთო ჯამში, იმის გამო, რომ რაც თქვენ უკრაინასთან დაკავშირებით გატყუეს და რა ზღაპრებიც დაგაჯერეს, ჩვენ არ დავიჯერეთ. ერთი პოსტით მაინც თუ გამოეხმაურეთ ამდენ უსამართლობას?! ვისაც საერთოდ არანაირი ფორმით პროტესტი არ გამოგიხატავთ ამ ყველაფერთან დაკავშირებით და ამტკიცებთ, რომ უკრაინის ბედი გადარდებთ - თქვენ ხართ მხოლოდ ტრენდს აყოლილი ფარისევლები. უკვე მართლა დროა, უბრალოდ აზროვნება დაიწყოთ", - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.
ცნობისთვის, „ევრონიუსის" ინფორმაციით, ლატვიის პრემიერ-მინისტრი ევიკა სილინა და ესტონეთის პრეზიდენტი ალარ კარისი რუსეთთან დიალოგში ჩასართავად ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნის ინიციატივით გამოდიან. ლატვიის პრემიერ-მინისტრმა და ესტონეთის პრეზიდენტმა განაცხადეს, რომ რუსეთთან ნებისმიერი კომუნიკაცია უკრაინასთან კონსულტაციით უნდა განხორციელდეს.
მსგავსი სიახლეები
ლევან მაჭავარიანი - ევროკომისიას, საფრანგეთსა და იტალიას ბალტიელებიც შეუერთდნენ, რუსეთთან საუბარი დასაწყები ყოფილა უკრაინის კონფლიქტის მოსაგვარებლად
,,ჩემ მიერ მონახულებულ ყველა პირს, გარდა მიხეილ სააკაშვილისა, შეზღუდული აქვს გარე სამყაროსთან კომუნიკაცია''- ლევან იოსელიანი
პარლამენტმა „იურიდიული დახმარების შესახებ“ კანონში ცვლილებებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა
მაკა ბოჭორიშვილი: მოთმინებით ველით ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან საქართველოსთან ურთიერთობების განახლების და გადატვირთვის შემოთავაზებას
უნივერსიტეტების გაერთიანების პირობებში, გამორჩეული ყურადღება დაეთმობა ტექნიკურ მიმართულებას, ჩამოყალიბდება ცალკე სკოლად, რომელსაც ექნება ავტონომიის მაღალი ხარისხი -ირაკლი კობახიძე
ჯანსაღი დებატებისთვის აუცილებელი პირობაა, აღიარებდე კონსტიტუციურ წესრიგს -ირაკლი კობახიძე
აბუ დაბიში უკრაინის, რუსეთისა და აშშ-ის მოლაპარაკების მეორე რაუნდი დაიწყო
სუს-ში არ ადასტურებენ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მამუკა მდინარაძე აშშ-ში იმყოფება
სახელმწიფო დეპარტამენტში ქართულმა მხარემ ისაუბრა იმაზე, რაზეც საჯაროდ არის საუბარი, სტრატეგიული პარტნიორობის განახლება სუფთა ფურცლიდან, კონკრეტული გზამკვლევით -ირაკლი კობახიძე
საქართველოსა და აშშ-ის საგარეო უწყებებს შორის სამუშაო ურთიერთობა ჩვეულებრივად მიმდინარეობს -შალვა პაპუაშვილი
ირაკლი კობახიძე გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანს შაიხა ნასერ ალ ნოვაისს შეხვდა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში შეხვედრაზე ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი აშშ-თან ურთიერთობის გადატვირთვის მზაობას და სტრატეგიული პარტნიორობის განახლების მნიშვნელობას -საგარეო უწყება
ოთხი თვე გავიდა პრეზიდენტის სასახლეზე შტურმიდან, ნათელი გახდა, რომ ბრიუსელი ამ თავდასხმას არც დაგმობს და არც გაემიჯნება, ეს უკვე აღარ არის დუმილი, ეს არის პოზიცია -შალვა პაპუაშვილი
ამერიკული მხარე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ლაშა დარსალიას სახელმწიფო დეპარტამენტში შეხვედრის შესახებ იუწყება
,,„დიალოგის გაგრძელება აუცილებელია“- ჯაბა სამუშია
,,ყველაზე დიდი გამოწვევა პირველადი მოხმარების საგნებსა და საკვებ პროდუქტებზე გვაქვს - მუშაობის პროცესში საკანონმდებლო ინიციატივებიც განიხილება''- ბერეკაშვილი
ირაკლი კობახიძე ყურის ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოს (GCC) გენერალურ მდივანს შეხვდა
პარლამენტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა
ლევან ჟორჟოლიანი - ჩვენი კონცეფცია ძირითადად მშვიდობას ეფუძნება, საქართველო არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ ფართო გაგებით
არავის მივცემთ უფლებას, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკის მნიშვნელოვანი მიმართულებები-ნიკოლოზ სამხარაძე