,,რუსეთთან მოლაპარაკებების მოლაპარაკებების მაგიდასთან ჩვენც უნდა ვიყოთ''- ლატვიის პრემიერი
ლატვიის პრემიერ-მინისტრმა, ევიკა სილინამ და ესტონეთის პრეზიდენტმა, ალარ კარისმა მოუწოდეს ევროპას, დანიშნოს სპეციალური წარმომადგენელი კრემლთან დიალოგის აღსადგენად. ინფორმაციას ამის შესახებ Euronews-ი ავრცელებს.
ევროკავშირმა უნდა დანიშნოს სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან დიპლომატიური არხების ხელახლა გასახსნელად, როგორც უკრაინაში ომის დასასრულებლად მიმდინარე მოლაპარაკებების ნაწილი - განუცხადეს Euronews-ს ლატვიის პრემიერ-მინისტრმა და ესტონეთის პრეზიდენტმა ცალკეულ ინტერვიუებში.
„ვფიქრობ, საჭიროა დიპლომატიაში ჩართვა. საუბარი ყოველთვის აუცილებელია, თუმცა ჩვენ უნდა მოვახდინოთ რუსეთის იზოლაცია და მასზე სანქციები კვლავ ძალაში დავტოვოთ", - განაცხადა ლატვიის პრემიერ-მინისტრმა Euronews-თან ინტერვიუში, რომელიც დუბაიში, მსოფლიო მთავრობათა სამიტის ფარგლებში გაიმართა.
„ჩვენ უნდა ვიყოთ მოლაპარაკებების მაგიდასთან, რადგან თავად უკრაინელებმა დაიწყეს მოლაპარაკება. მაშ, ევროპელებმა რატომ არ უნდა აწარმოონ მოლაპარაკებები?" - აღნიშნა ლატვიის მთავრობის მეთაურმა.
სილინამ ევროპის პოტენციურ წარმომადგენლებად საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი, პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი დაასახელა.
„დიახ, ჩვენ ნამდვილად გვჭირდება წარმომადგენელი. საკითხავი მხოლოდ ისაა, თუ ვინ იქნება ეს პირი. ვფიქრობ, ბევრი ვარიანტი გვაქვს. თუ საჭირო გახდება, მე მზად ვარ წავიდე, თუმცა ვფიქრობ, რომ გერმანიის, საფრანგეთის ან გაერთიანებული სამეფოს ლიდერები უნდა იყვნენ ისინი, ვინც ამერიკელებთან ერთად მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდებიან და უკრაინას ამ ძალიან რთულ პროცესში დაეხმარებიან", - დასძინა მან.
მსგავსი სიახლეები
2022 წლის თებერვლიდან, ანუ ომის დაწყებიდან, ჯამში, 55 000 უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა-ვოლოდიმირ ზელენსკი
სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტის გვერდი დაიხურა - ნიკოლ ფაშინიანი
ევროპული საბჭო უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს სესხის გამოყოფაზე შეთანხმდა
რუსტემ უმეროვი - სამმხრივი შეხვედრის პირველი დღე იყო პროდუქტიული, ორიენტირებული პრაქტიკულ გადაწყვეტილებებზე
Reuters: რუსული გაზის ექსპორტი ევროპაში იანვარში 10%-ით გაიზარდა
,,რუსეთთან მოლაპარაკებების მოლაპარაკებების მაგიდასთან ჩვენც უნდა ვიყოთ''- ლატვიის პრემიერი
„ეპშტეინის ფაილების“ 2017 წლის დოკუმენტებში პანდემიის სიმულაციაზეა საუბარი, რომელშიც ბილ გეიტსის სახელი ფიგურირებს
,, სულ უფრო მეტი უკრაინელი მზადაა დონბასი რუსეთს გადასცეს - მშვიდობის გულისთვის''- NYT
აშშ-ის გარეშე ევროპას საკუთარი დაცვა არ შეუძლია, მათთვის ზურგის შექცევა და ჩინეთთან პარტნიორობის გაღრმავება შეცდომა იქნება -ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი
გერმანიაში უბილეთო მგზავრის თავდასხმის შედეგად მატარებლის კონდუქტორი დაიღუპა
Credit Suisse-ში 890 ანგარიში გამოვლინდა, რომლებიც შესაძლოა, ნაცისტებთან იყოს დაკავშირებული
გამოსწორდეს ფრესკა, რომლის გამოსახულებაც რესტავრაციის შემდეგ ჯორჯია მელონის მიამსგავსეს -ვატიკანის განკარგულება
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის იურიდიული კომიტეტი: ახალი, არასაჯარო დოკუმენტები ეჭვქვეშ აყენებს რუსული ჩარევის შესახებ ბრალდებებს, რომელთა საფუძველზეც რუმინეთის სასამართლომ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები გააუქმა
გერმანიაში 13.3 მილიონი ადამიანი სიღარიბის რისკის ქვეშ არის, რაც მოსახლეობის 16.1 პროცენტია
,,ევროკავშირის ქვეყნების ელჩებმა უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს სესხზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს'''- „პოლიტიკო“
საბერძნეთი და ესპანეთი 15-16 წლის მოზარდებისთვის სოციალური მედიის გამოყენების აკრძალვას გეგმავენ
,,უკრაინაში სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად რთული გადაწყვეტილებების მიღება იქნება საჭირო''- მარკ რუტე
ბილ და ჰილარი კლინტონები ჯეფრი ეპშტეინის საქმესთან დაკავშირებით კონგრესში ჩვენების მისაცემად წარდგებიან
იტალიის ერთ-ერთ ეკლესიაში აღადგინეს ანგელოზის ფრესკა, რომლის გამოსახულებაც პრემიერ ჯორჯია მელონს ჰგავს-Reuters
ფიფას პრეზიდენტი აცხადებს, რომ საერთაშორისო შეჯიბრებებში რუსეთისთვის დაწესებული შეზღუდვები უნდა მოიხსნას