რუსტემ უმეროვი - სამმხრივი შეხვედრის პირველი დღე იყო პროდუქტიული, ორიენტირებული პრაქტიკულ გადაწყვეტილებებზე

 

აბუ დაბიში უკრაინის, რუსეთისა და შეერთებული შტატების სამმხრივი მოლაპარაკებების პირველი დღე დასრულებულია. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის, რუსტემ უმეროვის პრესსპიკერი დიანა დავითიანი ავრცელებს.

მისივე თქმით, მოლაპარაკებები 5 თებერვალს გაგრძელდება. თავად რუსტემ უმეროვი კი სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე" წერს, რომ სამუშაო იყო არსებითი და პროდუქტიული, ორიენტირებული კონკრეტულ ნაბიჯებსა და პრაქტიკულ გადაწყვეტილებებზე.

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის განცხადებით, სამმხრივი შეხვედრის შემდეგ მოლაპარაკებების პროცესი სამუშაო ჯგუფურ ფორმატში გაგრძელდა. მისივე თქმით, ახლა უკრაინული დელეგაცია ქვეყნის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკისთვის წარსადგენ ანგარიშს ამზადებს.

„ჩემთან ერთად უკრაინის დელეგაციაში შედიოდნენ კირილ ბუდანოვი, დავიდ არახამია, სერგეი კისლიცა, ანდრეი გნატოვი, ვადიმ სკიბიცკი და ოლექსანდრ ბევზი. აშშ-ის მხრიდან კონსულტაციებს ესწრებოდნენ სტივ უიტკოფი, ჯარედ კუშნერი და ჯოშ გრუნბაუმი, ასევე დენიელ დრისკოლი და გენერალი ალექს გრინკევიჩი. რუსული მხარე მაღალ სამხედრო დონეზე იყო წარმოდგენილი. სამუშაო იყო არსებითი და პროდუქტიული, ორიენტირებული კონკრეტულ ნაბიჯებსა და პრაქტიკულ გადაწყვეტილებებზე. ჩვენ ვამზადებთ ანგარიშს პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის", - წერს უმეროვი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, უკრაინის, რუსეთისა და აშშ-ის სამმხრივი მოლაპარაკებების პირველი რაუნდი აბუ დაბიში 23-24 იანვარს გაიმართა.

 

 





მსგავსი სიახლეები
2022 წლის თებერვლიდან, ანუ ომის დაწყებიდან, ჯამში, 55 000 უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა-ვოლოდიმირ ზელენსკი
სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტის გვერდი დაიხურა - ნიკოლ ფაშინიანი
ევროპული საბჭო უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს სესხის გამოყოფაზე შეთანხმდა
რუსტემ უმეროვი - სამმხრივი შეხვედრის პირველი დღე იყო პროდუქტიული, ორიენტირებული პრაქტიკულ გადაწყვეტილებებზე
Reuters: რუსული გაზის ექსპორტი ევროპაში იანვარში 10%-ით გაიზარდა
,,რუსეთთან მოლაპარაკებების მოლაპარაკებების მაგიდასთან ჩვენც უნდა ვიყოთ''- ლატვიის პრემიერი
„ეპშტეინის ფაილების“ 2017 წლის დოკუმენტებში პანდემიის სიმულაციაზეა საუბარი, რომელშიც ბილ გეიტსის სახელი ფიგურირებს
,, სულ უფრო მეტი უკრაინელი მზადაა დონბასი რუსეთს გადასცეს - მშვიდობის გულისთვის''- NYT
აშშ-ის გარეშე ევროპას საკუთარი დაცვა არ შეუძლია, მათთვის ზურგის შექცევა და ჩინეთთან პარტნიორობის გაღრმავება შეცდომა იქნება -ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი
გერმანიაში უბილეთო მგზავრის თავდასხმის შედეგად მატარებლის კონდუქტორი დაიღუპა
Credit Suisse-ში 890 ანგარიში გამოვლინდა, რომლებიც შესაძლოა, ნაცისტებთან იყოს დაკავშირებული
გამოსწორდეს ფრესკა, რომლის გამოსახულებაც რესტავრაციის შემდეგ ჯორჯია მელონის მიამსგავსეს -ვატიკანის განკარგულება
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის იურიდიული კომიტეტი: ახალი, არასაჯარო დოკუმენტები ეჭვქვეშ აყენებს რუსული ჩარევის შესახებ ბრალდებებს, რომელთა საფუძველზეც რუმინეთის სასამართლომ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები გააუქმა
გერმანიაში 13.3 მილიონი ადამიანი სიღარიბის რისკის ქვეშ არის, რაც მოსახლეობის 16.1 პროცენტია
,,ევროკავშირის ქვეყნების ელჩებმა უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს სესხზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს'''- „პოლიტიკო“
საბერძნეთი და ესპანეთი 15-16 წლის მოზარდებისთვის სოციალური მედიის გამოყენების აკრძალვას გეგმავენ
,,უკრაინაში სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად რთული გადაწყვეტილებების მიღება იქნება საჭირო''- მარკ რუტე
ბილ და ჰილარი კლინტონები ჯეფრი ეპშტეინის საქმესთან დაკავშირებით კონგრესში ჩვენების მისაცემად წარდგებიან
იტალიის ერთ-ერთ ეკლესიაში აღადგინეს ანგელოზის ფრესკა, რომლის გამოსახულებაც პრემიერ ჯორჯია მელონს ჰგავს-Reuters
ფიფას პრეზიდენტი აცხადებს, რომ საერთაშორისო შეჯიბრებებში რუსეთისთვის დაწესებული შეზღუდვები უნდა მოიხსნას