სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტის გვერდი დაიხურა - ნიკოლ ფაშინიანი
სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტის გვერდი დაიხურა, - ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.
ნიკოლ ფაშინიანის თქმით, თითქმის, 40 წლის განმავლობაში სიტყვები: „მშვიდობა", „სომხეთი" და „აზერბაიჯანი" ერთად არავის გაუგია და მაშინაც კი, თუ ისინი ერთად გამოიყენებოდა, ეს წარმოუდგენელ რამეს ნიშნავდა. მისივე განცხადებით, სწორედ ამიტომ არის წარმოუდგენელი ის, რაც 2025 წელს მოხდა და რაც ახლა ხდება.
„ეს ცერემონია მხოლოდ სამშვიდობო შეთანხმების აღნიშვნა არ არის. ეს ასევე სომხეთისა და აზერბაიჯანის მიერ იმის დადასტურებაა, რომ კონფლიქტის გვერდი დაიხურა. წინააღმდეგ შემთხვევაში, აზერბაიჯანის პრეზიდენტისთვის, ან ჩემთვის აქ მოსვლას და ამ ჯილდოს მიღებას აზრი არ ექნებოდა. ეს ასევე საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერის გამოვლინებაა, რადგან გადაწყვეტილება მიიღო ჟიურიმ, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან მაღალი პატივისცემის მქონე წევრებისგან შედგებოდა", - განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა აბუ დაბიში, „ზაიედის" ადამიანური ძმობის 2026 წლის დაჯილდოების ცერემონიაზე.
ამასთან, ნიკოლ ფაშინიანის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ჯილდო სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებს გადაეცემათ, ის ორივე ქვეყნის მოსახლეობას ეკუთვნის.
მსგავსი სიახლეები
2022 წლის თებერვლიდან, ანუ ომის დაწყებიდან, ჯამში, 55 000 უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა-ვოლოდიმირ ზელენსკი
სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტის გვერდი დაიხურა - ნიკოლ ფაშინიანი
ევროპული საბჭო უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს სესხის გამოყოფაზე შეთანხმდა
რუსტემ უმეროვი - სამმხრივი შეხვედრის პირველი დღე იყო პროდუქტიული, ორიენტირებული პრაქტიკულ გადაწყვეტილებებზე
Reuters: რუსული გაზის ექსპორტი ევროპაში იანვარში 10%-ით გაიზარდა
,,რუსეთთან მოლაპარაკებების მოლაპარაკებების მაგიდასთან ჩვენც უნდა ვიყოთ''- ლატვიის პრემიერი
„ეპშტეინის ფაილების“ 2017 წლის დოკუმენტებში პანდემიის სიმულაციაზეა საუბარი, რომელშიც ბილ გეიტსის სახელი ფიგურირებს
,, სულ უფრო მეტი უკრაინელი მზადაა დონბასი რუსეთს გადასცეს - მშვიდობის გულისთვის''- NYT
აშშ-ის გარეშე ევროპას საკუთარი დაცვა არ შეუძლია, მათთვის ზურგის შექცევა და ჩინეთთან პარტნიორობის გაღრმავება შეცდომა იქნება -ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი
გერმანიაში უბილეთო მგზავრის თავდასხმის შედეგად მატარებლის კონდუქტორი დაიღუპა
Credit Suisse-ში 890 ანგარიში გამოვლინდა, რომლებიც შესაძლოა, ნაცისტებთან იყოს დაკავშირებული
გამოსწორდეს ფრესკა, რომლის გამოსახულებაც რესტავრაციის შემდეგ ჯორჯია მელონის მიამსგავსეს -ვატიკანის განკარგულება
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის იურიდიული კომიტეტი: ახალი, არასაჯარო დოკუმენტები ეჭვქვეშ აყენებს რუსული ჩარევის შესახებ ბრალდებებს, რომელთა საფუძველზეც რუმინეთის სასამართლომ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები გააუქმა
გერმანიაში 13.3 მილიონი ადამიანი სიღარიბის რისკის ქვეშ არის, რაც მოსახლეობის 16.1 პროცენტია
,,ევროკავშირის ქვეყნების ელჩებმა უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს სესხზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს'''- „პოლიტიკო“
საბერძნეთი და ესპანეთი 15-16 წლის მოზარდებისთვის სოციალური მედიის გამოყენების აკრძალვას გეგმავენ
,,უკრაინაში სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად რთული გადაწყვეტილებების მიღება იქნება საჭირო''- მარკ რუტე
ბილ და ჰილარი კლინტონები ჯეფრი ეპშტეინის საქმესთან დაკავშირებით კონგრესში ჩვენების მისაცემად წარდგებიან
იტალიის ერთ-ერთ ეკლესიაში აღადგინეს ანგელოზის ფრესკა, რომლის გამოსახულებაც პრემიერ ჯორჯია მელონს ჰგავს-Reuters
ფიფას პრეზიდენტი აცხადებს, რომ საერთაშორისო შეჯიბრებებში რუსეთისთვის დაწესებული შეზღუდვები უნდა მოიხსნას