,,ემიგრანტი, რომელიც საკუთარ ოჯახის წევრს საყოფაცხოვრებო მიზნებისთვის თანხას ურიცხავს, ეს გრანტად არ ჩაითვლება''- არჩილ გორდულაძე
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, არჩილ გორდულაძე "ღამის კურიერის" ეთერში საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტს განმარტავს, რომელიც განსაზღვრავს "გრანტის" ახალ დეფინიციას, კრძალავს გარე ლობიზმს და ბიზნესის მხრიდან საჯარო პოლიტიკურ აქტივობას.
გორდულაძე ცვლილებებს გამჭვირვალობის გამკაცრების და უცხოური გავლენებისგან სახელმწიფოს დაცვის აუცილებლობით ხსნის.
ამასთან, გორდულაძე განმარტავს ვისზე ვრცელდება და ვისზე არა "გრანტების შესახებ" კანონი და მიიჩნევა თუ არა ემიგრანტების მიერ გამოგზავნილი თანხები გრანტად.
„ემიგრანტი, რომელიც საკუთარ ოჯახის წევრს საყოფაცხოვრებო მიზნებისთვის თანხას ურიცხავს, ეს გრანტად არ ჩაითვლება და წერტილი. რა მიიჩნევა გრანტად? - უცხოელი ფიზიკური პირის ან იურიდიული პირის მიერ საქართველოში ჩარიცხული თანხა, რომლის მიზანიც არის საზოგადოებაზე ან საზოგადოების ნაწილზე ზეგავლენის მოხდენა, რომელიც, თავის მხრივ, მიმართულია ხელისუფლების პოლიტიკის ჩამოყალიბებისკენ, შეცვლისკენ ან განხორციელებისკენ. როდესაც ემიგრანტი საკუთარ ოჯახის წევრს საყოფაცხოვრებო მიზნით ურიცხავს თანხას, რა თქმა უნდა, თანხას არ ურიცხავს იმისთვის, რომ პოლიტიკური საქმიანობით დაკავდეს ან ზეგავლენა მოახდინოს საზოგადოებაზე, რომელიც პოლიტიკის შეცვლისკენ იქნება მიმართული," - აღნიშნა არჩილ გორდულაძემ.
კითხვაზე, ვინ ადგენს რა მიზნით რიცხავს ემიგრანტი თანხას? - გორდულაძე პასუხობს:
„წარმოვიდგინოთ შემთხვევა, რომ დადგენილი ფაქტია, რომ კონკრეტულ ფიზიკურ პირებს უცხოეთიდან თანხა ჩაერიცხათ და, ასევე, დადგენილი არის შესაბამისი მტკიცებულებით, რომ უცხოეთიდან თანხა ჩაერიცხა და პირდაპირი მითითებაა, რომ ამ თანხებიდან იყიდეთ პიროტექნიკა, ასევე, მასალები, რომლითაც შესაძლებელია დამზადდეს „მოლოტოვის კოქტეილი." მარტივად რომ ვთქვათ, ასეთ შემთხვევაში, თუ მტკიცებულებები არსებობს, ეს ქმედება უნდა იყოს თუ არა შესაბამისი პასუხისმგებლობის დამდგენი? - რა თქმა უნდა. თუ არსებობს ინფორმაცია ან გონივრული ეჭვი იმისა, რომ შესაძლებელია კონკრეტული თანხები ჩარიცხულიყო პოლიტიკური საქმიანობის დასაფინანსებლად და ამ დასკვნამდე მივა მაგალითად, აუდიტის სამსახური, რომლის ვალდებულებაც არის ასეთი გრანტების შემოდინებაზე იყოს პასუხისმგებელი, თუ აღნიშნულ დასკვნამდე მივა, მიმართავს საგამოძიებო სამსახურებს, ისინიც დაიწყებენ გამოძიებას.
გრანტების კანონის დარღვევის შემთხვევაში, პასუხისმგებლობა ეკისრება მიმღებს და არა გამომგზავნს. პირი, რომელიც მიიღებს გრანტს, მთავრობის თანხმობის გარეშე, მხოლოდ ამ შემთხვევაში დაეკისრება პასუხისმგებლობა," - განაცხადა გორდულაძემ.
მსგავსი სიახლეები
,,ემიგრანტი, რომელიც საკუთარ ოჯახის წევრს საყოფაცხოვრებო მიზნებისთვის თანხას ურიცხავს, ეს გრანტად არ ჩაითვლება''- არჩილ გორდულაძე
ლევან მაჭავარიანი - ევროკომისიას, საფრანგეთსა და იტალიას ბალტიელებიც შეუერთდნენ, რუსეთთან საუბარი დასაწყები ყოფილა უკრაინის კონფლიქტის მოსაგვარებლად
,,ჩემ მიერ მონახულებულ ყველა პირს, გარდა მიხეილ სააკაშვილისა, შეზღუდული აქვს გარე სამყაროსთან კომუნიკაცია''- ლევან იოსელიანი
პარლამენტმა „იურიდიული დახმარების შესახებ“ კანონში ცვლილებებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა
მაკა ბოჭორიშვილი: მოთმინებით ველით ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან საქართველოსთან ურთიერთობების განახლების და გადატვირთვის შემოთავაზებას
უნივერსიტეტების გაერთიანების პირობებში, გამორჩეული ყურადღება დაეთმობა ტექნიკურ მიმართულებას, ჩამოყალიბდება ცალკე სკოლად, რომელსაც ექნება ავტონომიის მაღალი ხარისხი -ირაკლი კობახიძე
ჯანსაღი დებატებისთვის აუცილებელი პირობაა, აღიარებდე კონსტიტუციურ წესრიგს -ირაკლი კობახიძე
აბუ დაბიში უკრაინის, რუსეთისა და აშშ-ის მოლაპარაკების მეორე რაუნდი დაიწყო
სუს-ში არ ადასტურებენ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მამუკა მდინარაძე აშშ-ში იმყოფება
სახელმწიფო დეპარტამენტში ქართულმა მხარემ ისაუბრა იმაზე, რაზეც საჯაროდ არის საუბარი, სტრატეგიული პარტნიორობის განახლება სუფთა ფურცლიდან, კონკრეტული გზამკვლევით -ირაკლი კობახიძე
საქართველოსა და აშშ-ის საგარეო უწყებებს შორის სამუშაო ურთიერთობა ჩვეულებრივად მიმდინარეობს -შალვა პაპუაშვილი
ირაკლი კობახიძე გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანს შაიხა ნასერ ალ ნოვაისს შეხვდა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში შეხვედრაზე ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი აშშ-თან ურთიერთობის გადატვირთვის მზაობას და სტრატეგიული პარტნიორობის განახლების მნიშვნელობას -საგარეო უწყება
ოთხი თვე გავიდა პრეზიდენტის სასახლეზე შტურმიდან, ნათელი გახდა, რომ ბრიუსელი ამ თავდასხმას არც დაგმობს და არც გაემიჯნება, ეს უკვე აღარ არის დუმილი, ეს არის პოზიცია -შალვა პაპუაშვილი
ამერიკული მხარე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ლაშა დარსალიას სახელმწიფო დეპარტამენტში შეხვედრის შესახებ იუწყება
,,„დიალოგის გაგრძელება აუცილებელია“- ჯაბა სამუშია
,,ყველაზე დიდი გამოწვევა პირველადი მოხმარების საგნებსა და საკვებ პროდუქტებზე გვაქვს - მუშაობის პროცესში საკანონმდებლო ინიციატივებიც განიხილება''- ბერეკაშვილი
ირაკლი კობახიძე ყურის ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოს (GCC) გენერალურ მდივანს შეხვდა
პარლამენტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა
ლევან ჟორჟოლიანი - ჩვენი კონცეფცია ძირითადად მშვიდობას ეფუძნება, საქართველო არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ ფართო გაგებით