კუჭის დაცვა მედიკამენტების მიღების ფონზე - რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?

ალბათ, ცხოვრებაში ერთხელ მაინც ვყოფილვართ ისეთ სიტუაციაში, როდესაც გარკვეული მედიკამენტების მიღება გარდაუვალი პროცესია. ეს შეიძლება იყოს უბრალო ტკივილგამაყუჩებელი, რომელსაც სახსრების, წელის, თავის ტკივილის ან მაღალი ტემპერატურის  დროს ვსვამთ. ზოგჯერ მედიკამენტის მიღება მხოლოდ რამდენიმე დღით გვიწევს, თუმცა ხშირ შემთხვევაში ეს პროცესი უფრო ხანგრძლივიც ხდება. მაგალითად მაშინ, როცა ექიმის რეკომენდაციით ვიწყებთ ისეთი პრეპარატების მიღებას, როგორიცაა ე.წ. სისხლის „გამათხელებლები“ - ანტიაგრეგანტები ან ანტიკოაგულანტები, რომელთა მიღება გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მართვისას სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

რა თქმა უნდა, მედიკამენტები გვეხმარება, გვიმსუბუქებს ტკივილს და გვაძლევს შესაძლებლობას, ჩვეულ ყოველდღიურობას დავუბრუნდეთ, რითაც ჯანმრთელობის სერიოზულ რისკებსაც ვიცილებთ თავიდან. თუმცა, მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ასეთი პრეპარატები ყოველთვის მხოლოდ „ერთ მიზანს“ არ ემსახურება. მათი ხანგრძლივი ან ხშირი გამოყენების ფონზე, კუჭ-ნაწლავის ტრაქტი ხშირად დიდ დარტყმასა და დამატებით დატვირთვას იღებს.

ბევრი ჩვენგანი ფიქრობს, რომ თუ წამალს ჭამის შემდეგ დალევს, კუჭი დაცული იქნება. სინამდვილეში, პრობლემა უფრო ღრმაა. წარმოიდგინეთ, რომ ჩვენი კუჭის ლორწოვანი გარსი მტკიცე ციხესიმაგრეა, კუჭის მჟავა კი – ცეცხლი. ჩვეულებრივ პირობებში ეს „ციხესიმაგრე“ საიმედოდ გვიცავს, კერძოდ, ლორწოვანი გარსი ქმნის დამცავ ფენას, რომელიც მჟავას ეღობება და მის კედლებამდე შეღწევის საშუალებას არ აძლევს. პოპულარული ტკივილგამაყუჩებლების და სისხლის „გამათხელებლების“ მიღებისას ეს დამცავი სისტემა ფერხდება - „ციხესიმაგრე“ თითქოს კარს ღიას ტოვებს. მცირდება დამცავი ლორწოს გამოყოფა, სუსტდება ბუნებრივი ბარიერი და კუჭი საკუთარი მჟავის წინაშე სრულიად დაუცველი რჩება. სწორედ ამიტომ, მაშინაც კი, თუ წამალს ჭამის შემდეგ ვიღებთ, პრობლემა ბოლომდე მაინც არ გვარდება. კუჭის მჟავა მაინც ახერხებს დაზიანებული „ფარის“ მიღმა შეღწევას და მის გაღიზიანებას.

ამ პროცესს ხშირად თან სდევს ისეთი უსიამოვნო ჩივილები, როგორიცაა სიმძიმე კუჭის მიდამოში, წვა და გულძმარვა. თუმცა, ყველაზე საყურადღებო ის არის, რომ ზოგჯერ პროცესი სრულიად უსიმპტომოდ მიდის, რაც დროთა განმავლობაში სერიოზული გართულებების: გასტრიტის, ეროზიული დაზიანებების ან წყლულოვანი პროცესის მიზეზი ხდება.

ამ პრობლემების ფონზე, ბუნებრივია ჩნდება კითხვა, როგორ დავიცვათ კუჭი მაშინ, როცა გარკვეული მედიკამენტების მიღება გარდაუვალია?

ასეთ დროს საჭიროა, ისეთი მიდგომა, რომელიც არა მხოლოდ დროებით შეამსუბუქებს სიმპტომებს, არამედ შეამცირებს კუჭის მჟავის აგრესიულ ზემოქმედებას და დაეხმარება ლორწოვან გარსს დაცვასა და აღდგენაში. ამ მისიას თანამედროვე მედიცინაში პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები ასრულებენ, რომელთა შორისაც პანტოპრა (პანტოპრაზოლი) თავისი უსაფრთხოების პროფილით და მისი ხელმისაწვდომობით გამოირჩევა. პანტოპრა პირდაპირ მოქმედებს კუჭის მჟავას გამომუშავების მექანიზმზე და ამცირებენ მის სეკრეციას.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თუ ჩვენი კუჭის მჟავა „ცეცხლია“, პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები, ამ შემთხვევაში პანტოპრა, სწორედ ის საშუალებაა, რომლებიც ამ ცეცხლს აჩერებ ან მნიშვნელოვნად ამცირებ, რათა დაზიანებულმა ლორწოვანმა გარსმა შეძლოს დამშვიდება და აღდგენა. შედეგად, მცირდება წვა, სიმძიმე და გულძმარვა, ხოლო კუჭის ლორწოვანი გარსი ნაკლებად ზიანდება იმ პერიოდში, როცა ორგანიზმი გარკვეული მედიკამენტების ფონზე დამატებით დატვირთვას იღებს.

პანტოპრას მთავარი უპირატესობა კუჭის დაცვაში მისი მინიმალური ურთიერთქმედებაა სხვა მედიკამენტებთან. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათთვის, ვინც გულ-სისხლძარღვთა დაავადებების გამო სისხლის „გამათხელებლებს“ იღებს. პანტოპრა, როგორც ახალი თაობის „კუჭის დამცავი“, ძველი თაობებისგან (ომეპრაზოლი, ლანსოპრაზოლი...) განსხვავებით არ უშლის ხელს სხვა წამლების ეფექტურობას, რაც საშუალებას გაძლევთ, მშვიდად გააგრძელოთ დანიშნული მკურნალობა და პარალელურად დარწმუნებული იყოთ თქვენი კუჭის უსაფრთხოებაში.

თუ თქვენ ექიმის დანიშნულებით ხანგრძლივად იღებთ ტკივილგამაყუჩებლებს ან სისხლის „გამათხელებელ“ პრეპარატებს, კუჭის დაცვაზე ზრუნვა თქვენი ყოველდღიურობის ნაწილი უნდა გახდეს. ამიტომ რეკომედებულია მიიღოთ პანტოპრა (პანტოპრაზოლი 40 მგ-იანი) დღეში 1 ტაბლეტი, რათა შეამციროთ კუჭის მჟავას აგრესიული ზემოქმედება და დაიცვათ კუჭის ლორწოვანი გარსი შესაძლო დაზიანებებისგან.

გამოყენებისას გაეცანით ინსტრუქციას. გვერდითი მოვლენების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ექიმს.

 

(R)





მსგავსი სიახლეები
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში — OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
კუჭის დაცვა მედიკამენტების მიღების ფონზე - რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?
5 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
5 თებერვლის ამინდის პროგნოზი
გარემოს ეროვნული სააგენტო უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზს აქვეყნებს
"დაავადებათა სკრინინგის" პროგრამას მეექვსე სახის კვლევა, ფილტვის კიბოს სკრინინგი დაემატება, რასაც ასევე თბილისის მერია დააფინანსებს
პარლამენტმა "ზოგადი განათლების შესახებ" კანონში ცვლილებები მიიღო
განათლების სისტემა არათუ მძიმე, არამედ უმძიმეს მდგომარეობაშია, ვინმეს თუ მიაჩნია, რომ ეს არ უნდა გამოსწორდეს, ამაზეც ვიდებატოთ, ვიმსჯელოთ -ირაკლი კობახიძე
კინოდაჯილდოება "ელისო" 2026 ნამუშევრების მიღებას იწყებს
სურსათის ეროვნული სააგენტო თბილისში კვების ობიექტებს ამოწმებს
4 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
4 თებერვლის ამინდის პროგნოზი
განათლების სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს
,,პირველადმა შეფასებამ აჩვენა, რომ საბაჟო წერტილიდან სამომხმარებლო კალათამდე ფასნამატი შეადგენს 86% ''- შოთა ბერეკაშვილი
ვალუტის განახლებული კურსი 4 თებერვლისთვის
3 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
3 თებერვლის ამინდის პროგნოზი
გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსად ბესიკ ამირანაშვილი დაინიშნა
მადლობა საქართველოს მთავრობას, ადგილობრივ ადმინისტრაციას შატოში ჩატარებული ღონისძიებებისთვის -ლევილის მერი