ვიდრე თავს არ დავაღწევთ ევროინტეგრაციის ილუზიას, დამშვიდება არ უწერია ქვეყანას, მზად ვართ, დებატებში დავამტკიცოთ დღევანდელი საგარეო პოლიტიკის მავნებლობა -"ერთიანი ნეიტრალური საქართველო"
საქართველოსთვის უკვე საფრთხედ ქცეულ ევროინტეგრაციის ილუზიას ვიდრე თავს არ დავაღწევთ, ქვეყანას დამშვიდება არ უწერია. მზად ვართ, ხელისუფლებასთან პირისპირ დებატებში არგუმენტირებულად დავამტკიცოთ დღევანდელი საგარეო პოლიტიკის უკიდურესი მავნებლობა ჩვენი ქვეყნის მიმართ, - ამის შესახებ ნათქვამია „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს" განცხადებაში.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მოუწოდებენ ტელეკომპანია „იმედს" და „რუსთავი 2"-ს, უმოკლეს ვადაში გაუწიონ ორგანიზება დებატებს საქართველოს ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით.
„ბოლო დროს საზოგადოებაში სულ უფრო აქტუალური ხდება შეკითხვა, არის კი მართებული და ეროვნულ ინტერესებთან, მათ შორის ქვეყნის უსაფრთხოების პრინციპებთან თავსებადი ის საგარეო კურსი, რომელიც ხელისუფლებას აქვს არჩეული და, ჩვენდა საუბედუროდ, კონსტიტუციური ჩანაწერით გამყარებული? დღეს უკვე ქართული საზოგადოება, რომელმაც ბოლო წლებში არაერთ ქარტეხილს გაუძლო, დაბრძენდა და შედგა, როგორც სახელმწიფო ძალაუფლების ჭეშმარიტი მფლობელი, ღიად სვამს შეკითხვას, უზრუნველყოფს თუ არა ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობას ის გზა, რომელსაც ევროინტეგრაცია ჰქვია და ახალ მსოფლიო რეალობაში რამდენად შეესაბამება საქართველოს სუვერენულ ინტერესებს დეგრადაციის ბოლო ფაზაში მყოფი ევროკავშირისკენ სვლა? უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, საზოგადოებიდან წამოსული ეს შეკითხვა მეტადრე რიტორიკულია, რამეთუ ჩვენმა ხალხმა კარგად გააანალიზა, რომ დღევანდელი ევროპა - ეს არის აბსოლუტურად საპირისპირო, ანტიპოდური ცნება და ფიზიკური მოცემულობა იმ სივრცისა, საითაც ჩვენ ვისწრაფვოდით. საზოგადოებამ ეს გაიაზრა და ვერავინ გაექცევა იმ ფაქტს, რომ დეგრადირებულ კავშირში საქართველოს ევროინტეგრაციაზე საგნობრივი და შინაარსიანი დისკუსია უნდა გაიხსნას.
დღევანდელი ევროპის მიმართ ჩვენ, ქართველ ხალხს, სასაყვედურო ბევრი გვაქვს, თუმცა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის იურიდიული კომიტეტის მიერ გამოქვეყნებულმა ანგარიშმა იმის შესახებ, როგორ ერევა ევროკომისია რეგულარულად წევრი ქვეყნების ეროვნულ არჩევნებში, კიდევ ერთხელ შეგვახსენა ევრობიუროკრატიის ვერაგი და უსამართლო სახე. ამ წერილში დეტალურად აღარ ჩამოვთვლით იმ ფაქტებს, რამდენი დაუშავა არაფორმალური ოლიგარქიული ოჯახების, იმავე „დიფ სთეითის" მიერ მართულმა ევროკავშირმა საქართველოს. საზოგადოებას ძალიან კარგად ახსოვს თითოეული ქმედება - დაწყებული რევოლუციების დაფინანსებიდან, დამთავრებული უსამართლო სანქციებითა და გამუდმებული მუქარით ვიზალიბერალიზაციის გაუქმებასთან დაკავშირებით. მხოლოდ გასული ოთხი წლის განმავლობაში, რუსეთ-უკრაინის პროვოცირებული და კარგად ორგანიზებული ომის დაწყების შემდეგ, იმდენად დიდი იყო „დიფ სთეითის" სურვილი საქართველოს ომში ჩათრევის, ხოლო ამ სურვილის რეალიზებაში იმდენად აქტიურად იყო ჩართული ევროკავშირი თავისი ბიუროკრატიული მექანიზმით, რომ ომამდე საქართველოში ქვეყნის ევროინტეგრაციაზე კითხვის დასმაც კი ცუდ ტონად თუ მიიჩნეოდა, დღეს აგენტურით მართული ევროპისკენ სვლა ქართველი ხალხისთვის სულ უფრო მიუღებელი ხდება.
ცხადია, ამ ფონზე სერიოზული კითხვები გვაქვს საქართველოს ხელისუფლებასთან: როდემდე აპირებს საზოგადოებრივი აზრის იგნორირებას და ქვეყნისთვის დამაზიანებელი ევროინტეგრაციის პროცესის გაგრძელებას, რომელიც ისედაც ხელოვნურ სუნთქვაზეა მიერთებული? ვარწმუნებთ „ქართულ ოცნებას", რომ ამ საკითხის მიჩქმალვას დიდხანს ვეღარ მოახერხებს, რამეთუ ხალხის ნებაა, გადაფასდეს და გადაიხედოს სრულად მონურ მორჩილებაში, ეკონომიკურ, სულიერ და ზნეობრივ ჭაობში მყოფი ევროკავშირისკენ სწრაფვა. ბოლოს კი მივმართავთ ტელეკომპანია „იმედს" და „რუსთავი 2"-ს, რომელთაც, პირველ რიგში, მადლობას ვუხდით თავიანთ არხებზე დებატების სივრცის გახსნისათვის და მოვუწოდებთ ორივე მაუწყებელს - უმოკლეს ვადაში გაუწიონ ორგანიზება დებატებს საქართველოს ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით. ამჟამად არ არსებობს უფრო მნიშვნელოვანი საკითხი ქვეყანაში და ვიდრე თავს არ დავაღწევთ საქართველოსთვის უკვე საფრთხედ ქცეულ ევროინტეგრაციის ილუზიას, ქვეყანას დამშვიდება არ უწერია. მზად ვართ, ხელისუფლებასთან პირისპირ დებატებში არგუმენტირებულად დავამტკიცოთ დღევანდელი საგარეო პოლიტიკის უკიდურესი მავნებლობა ჩვენი ქვეყნის მიმართ", - ნათქვამია „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს" განცხადებაში.
მსგავსი სიახლეები
ქვეყნებს, რომლებიც არ არიან ევროკავშირის წევრები, არ აქვთ ვალდებულება, შეასრულონ ევროკავშირის დაწესებული სანქციები-დევიდ ო’სალივანი
მილანის ლინატეს საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა
გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე "ადვოკატთა ასოციაციის" თავმჯდომარეს, ირაკლი ყანდაშვილს შეხვდა
ვიდრე თავს არ დავაღწევთ ევროინტეგრაციის ილუზიას, დამშვიდება არ უწერია ქვეყანას, მზად ვართ, დებატებში დავამტკიცოთ დღევანდელი საგარეო პოლიტიკის მავნებლობა -"ერთიანი ნეიტრალური საქართველო"
აშშ-ში საქართველოს ელჩი თამარ ტალიაშვილი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდა
,,ემიგრანტი, რომელიც საკუთარ ოჯახის წევრს საყოფაცხოვრებო მიზნებისთვის თანხას ურიცხავს, ეს გრანტად არ ჩაითვლება''- არჩილ გორდულაძე
ლევან მაჭავარიანი - ევროკომისიას, საფრანგეთსა და იტალიას ბალტიელებიც შეუერთდნენ, რუსეთთან საუბარი დასაწყები ყოფილა უკრაინის კონფლიქტის მოსაგვარებლად
,,ჩემ მიერ მონახულებულ ყველა პირს, გარდა მიხეილ სააკაშვილისა, შეზღუდული აქვს გარე სამყაროსთან კომუნიკაცია''- ლევან იოსელიანი
პარლამენტმა „იურიდიული დახმარების შესახებ“ კანონში ცვლილებებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა
მაკა ბოჭორიშვილი: მოთმინებით ველით ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან საქართველოსთან ურთიერთობების განახლების და გადატვირთვის შემოთავაზებას
უნივერსიტეტების გაერთიანების პირობებში, გამორჩეული ყურადღება დაეთმობა ტექნიკურ მიმართულებას, ჩამოყალიბდება ცალკე სკოლად, რომელსაც ექნება ავტონომიის მაღალი ხარისხი -ირაკლი კობახიძე
ჯანსაღი დებატებისთვის აუცილებელი პირობაა, აღიარებდე კონსტიტუციურ წესრიგს -ირაკლი კობახიძე
აბუ დაბიში უკრაინის, რუსეთისა და აშშ-ის მოლაპარაკების მეორე რაუნდი დაიწყო
სუს-ში არ ადასტურებენ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მამუკა მდინარაძე აშშ-ში იმყოფება
სახელმწიფო დეპარტამენტში ქართულმა მხარემ ისაუბრა იმაზე, რაზეც საჯაროდ არის საუბარი, სტრატეგიული პარტნიორობის განახლება სუფთა ფურცლიდან, კონკრეტული გზამკვლევით -ირაკლი კობახიძე
საქართველოსა და აშშ-ის საგარეო უწყებებს შორის სამუშაო ურთიერთობა ჩვეულებრივად მიმდინარეობს -შალვა პაპუაშვილი
ირაკლი კობახიძე გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანს შაიხა ნასერ ალ ნოვაისს შეხვდა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში შეხვედრაზე ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი აშშ-თან ურთიერთობის გადატვირთვის მზაობას და სტრატეგიული პარტნიორობის განახლების მნიშვნელობას -საგარეო უწყება
ოთხი თვე გავიდა პრეზიდენტის სასახლეზე შტურმიდან, ნათელი გახდა, რომ ბრიუსელი ამ თავდასხმას არც დაგმობს და არც გაემიჯნება, ეს უკვე აღარ არის დუმილი, ეს არის პოზიცია -შალვა პაპუაშვილი
ამერიკული მხარე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ლაშა დარსალიას სახელმწიფო დეპარტამენტში შეხვედრის შესახებ იუწყება