პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე "სფერო ინვესტის" კიდევ ერთ წარმომადგენელს ბრალდება წარუდგინა
თბილისის პროკურატურის თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველომ, იურიდიული პირის (შპს „სფერო ჰოლდინგი"/„სფერო ინვესტი") წარმომადგენლების მიერ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე დაკავებულ კიდევ ერთ პირს ბრალდება წარუდგინა, - ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ გივი წულეისკირი წარმოადგენდა შპს „სფერო ჰოლდინგის" დამფუძნებელს და 100%-იანი წილის მფლობელს.
„აღნიშნულ კომპანიაში მუშაობდნენ და გივი წულეისკირთან თანამშრომლობდნენ გიორგი მურუსიძე და სოფიკო პეტრიაშვილი. ფიზიკური პირებისაგან დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების მიზნით, გივი წულეისკირმა და გიორგი მურუსიძემ, შპს „სფერო ჰოლდინგის" 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით დააფუძნეს იურიდიული პირი - „სფერო ინვესტი". ორგანიზაციაში დირექტორად გაფორმდა გიორგი მურუსიძე, თუმცა საწარმოს ფაქტობრივ მართვას გივი წულეისკირი და გიორგი მურუსიძე ახორციელებდნენ ერთობლივად. ამასთან, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს შორის შეთანხმების შესაბამისად, ზემოთ აღნიშნული თაღლითური მიზნის მისაღწევად, ფიზიკურ პირებთან მოლაპარაკებებს, მათი დარწმუნებისა და ხელშეკრულებების გაფორმების გზით თანხების მოზიდვის პროცესს უძღვებოდა სოფიკო პეტრიაშვილიც.
გივი წულეისკირმა, გიორგი მურუსიძემ და სოფიკო პეტრიაშვილმა, მოქალაქეთა მოტყუებისა და მათი დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების მიზნით, 2022 წლის თებერვლიდან 2025 წლის ოქტომბრამდე, „სფერო ინვესტის" სახელით, ფიზიკურ პირებთან გააფორმეს „უძრავი ქონების დროებით საცხოვრებლად გადაცემის," აგრეთვე ე.წ. კაპიტალდაბანდების შესახებ ხელშეკრულებები. კერძოდ: უძრავი ქონების დროებით საცხოვრებლად გადაცემის შესახებ ხელშეკრულების თანახმად, ფიზიკურ პირებს „სფერო ინვესტი"-ს ანგარიშზე შეჰქონდათ თანხები, რის შემდეგაც „სფერო ინვესტი" მათთვის მესამე პირებისაგან ქირაობდა ბინებს. ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდგომ ორგანიზაციას სრულად უნდა დააბრუნებინა მოქალაქეების მიერ შეტანილი თანხები. მიუხედავად ამისა „სფერო ინვესტმა" შეწყვიტა ქირის საფასურის გადახდა, არ დააბრუნა თანხები, რის გამოც ასეულობით მოქალაქე საცხოვრებლის გარეშე დარჩა. „კაპიტალდაბანდების შესახებ" ხელშეკრულების საფუძველზე, მოქალაქეები „სფერო ინვესტის" ანგარიშზე რიცხავდნენ თანხებს, ხოლო კომპანიას მათთვის უნდა გადაეცა ყოველთვიური სარგებელი, ხოლო ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდგომ, მოქალაქეთა მიერ შეტანილი თანხები სრულად უნდა დაებრუნებინა, რაც არ განახორციელეს.
გივი წულეისკირმა, გიორგი მურუსიძემ და სოფიკო პეტრიაშვილმა ზემოაღნიშნული ხერხით, ოთხასორმოცდაათ მოქალაქეს, ორგანიზაციის საბანკო ანგარიშზე ჩაარიცხვინეს დიდი ოდენობის თანხები. თავად კი, არ შეასრულეს ნაკისრი ვალდებულება, როგორც სარგებლის გადახდის, ასევე შეტანილი თანხის დაბრუნების ნაწილში და ოცდაცხრა მილიონზე მეტ (29 073 000) ლარს მოტყუებით დაეუფლნენ.
მოსამართლის განჩინების საფუძველზე, მიმდინარე წლის 4 თებერვალს დააკავეს სოფიკო პეტრიაშვილი. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა" და მესამე ნაწილის ,,ა" და ,,ბ" ქვეპუნქტებით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე გივი წულეისკირს და გიორგი მურუსიძეს ბრალდება 2025 წლის 10 ნოემბერს წარედგინათ და მათ პატიმრობა შეეფარდათ. გიორგი მურუსიძე საზღვარგარეთ დააკავეს, როგორც ძებნილი პირი და მიმდინარეობს საექსტრადიციო პროცედურები.
გამოძიება აქტიურად მიმდინარეობს ბრალდებულების მიერ მოტყუებული სხვა პირების დადგენის მიზნით. შესაბამისად, დაზარალებულთა რაოდენობა და ზიანის მოცულობა შესაძლოა გაიზარდოს", - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
მსგავსი სიახლეები
,,ესპანეთში, ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონება დაყადაღებულია''- პროკურორი
გარდაბანში ცოლის განზრახ მკვლელობის ფაქტზე 37 წლის მამაკაცი დააკავეს
გარდაბანში ცოლის განზრახ მკვლელობის ფაქტზე 37 წლის მამაკაცი დააკავეს
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე "რატის ბარში" მომხდარ განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე "სფერო ინვესტის" კიდევ ერთ წარმომადგენელს ბრალდება წარუდგინა
ლევან იოსელიანი მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში ბაჩო ახალაიას, პაატა ბურჭულაძეს, მურთაზ ზოდელავას, გრიგოლ ლილუაშვილს, მიხეილ სააკაშვილს, ირაკლი ღარიბაშვილს და ლევან ხაბეიშვილს შეხვდა
ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული საპატიმრო გირაო პატიმრობით შეეცვლა
ამერიკელი სენატორი ჩაკ გრასლი: Credit Suisse-ში ნაცისტებთან დაკავშირებული ასობით ანგარიში აღმოაჩინეს
რუსთავში 19 წლის გოგო მოიტაცეს და გააუპატიურეს — დაკავებულია სამი პირი
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 57 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
ვადაგასული პრეპარატები და კრიტიკული შეუსაბამობები - სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ვეტერინარული კლინიკები შეამოწმა
ცოლად შერთვის მიზნით თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და გაუპატიურების ბრალდებით სამი პირი დააკავეს
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თბილისში მდებარე რამდენიმე ვეტერინარულ კლინიკაში კრიტიკული შეუსაბამობები და ვადაგასული პრეპარატები გამოავლინა
ეკა ბესელია აღიარებს, რომ მისი შვილი ავტომობილს ნასვამ მდგომარეობაში მართავდა
აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს
"ღამის სამ საათამდე ვეძებდი ჩემს შვილს, მოიყვანეს დიღმის სამმართველოში, ყელის არეში დაზიანებებით, ხელზე სიწითლეებით -ეკა ბესელია
ეკა ბესელიას შვილი, რატი მილორავა დააკავეს
შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ ქრთამის აღების ბრალდებით დაცვის პოლიციის თანამშრომელი დააკავა
გეკა გელაძემ სამეგრელოს რეგიონში შსს-ს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლებთან სამუშაო შეხვედრები გამართა
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა თბილისსა და ბათუმში ჩატარებული სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებების შედეგად უცხო ქვეყნის 32 მოქალაქე დააკავეს