პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე "რატის ბარში" მომხდარ განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და „რატის ბარში" მომხდარ განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2025 წლის 11 მაისს, თბილისში, „რატის ბარში" ბრალდებულმა განზრახ მკვლელობის მიზნით, 18 წლის ახალგაზრდა ბარის უკანა სივრცეში არსებულ ოთახში გაიყვანა და დანით სხეულის სხვადასხვა არეში ჭრილობები მიაყენა, რომელიც მიღებული დაზიანებების შედეგად შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ მეორე ბრალდებულმა ნამდვილად იცოდა მძიმე დანაშაულის ჩადენის შესახებ, თუმცა მომხდარი სამართალდამცველებს არ შეატყობინა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებული დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ვ" და „პ" ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა ხულიგნური ქვენაგრძნობით და არაერთგზის) და სასჯელის სახედ და ზომად უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

რაც შეეხება მეორე ბრალდებულს, სასამართლომ დამნაშავედ ცნო 376-ე მუხლის პირველი ნაწილით (დანაშუალის შეუტყობინებლობა იმის მიერ, ვინც ნამდვილად იცის რომ ჩადენილია მძიმე დანაშაული) და სასჯელის სახედ და ზომად სამი წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

 





მსგავსი სიახლეები
,,ესპანეთში, ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონება დაყადაღებულია''- პროკურორი
გარდაბანში ცოლის განზრახ მკვლელობის ფაქტზე 37 წლის მამაკაცი დააკავეს
გარდაბანში ცოლის განზრახ მკვლელობის ფაქტზე 37 წლის მამაკაცი დააკავეს
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე "რატის ბარში" მომხდარ განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე "სფერო ინვესტის" კიდევ ერთ წარმომადგენელს ბრალდება წარუდგინა
ლევან იოსელიანი მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში ბაჩო ახალაიას, პაატა ბურჭულაძეს, მურთაზ ზოდელავას, გრიგოლ ლილუაშვილს, მიხეილ სააკაშვილს, ირაკლი ღარიბაშვილს და ლევან ხაბეიშვილს შეხვდა
ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული საპატიმრო გირაო პატიმრობით შეეცვლა
ამერიკელი სენატორი ჩაკ გრასლი: Credit Suisse-ში ნაცისტებთან დაკავშირებული ასობით ანგარიში აღმოაჩინეს
რუსთავში 19 წლის გოგო მოიტაცეს და გააუპატიურეს — დაკავებულია სამი პირი
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 57 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
ვადაგასული პრეპარატები და კრიტიკული შეუსაბამობები - სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ვეტერინარული კლინიკები შეამოწმა
ცოლად შერთვის მიზნით თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და გაუპატიურების ბრალდებით სამი პირი დააკავეს
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თბილისში მდებარე რამდენიმე ვეტერინარულ კლინიკაში კრიტიკული შეუსაბამობები და ვადაგასული პრეპარატები გამოავლინა
ეკა ბესელია აღიარებს, რომ მისი შვილი ავტომობილს ნასვამ მდგომარეობაში მართავდა
აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს
"ღამის სამ საათამდე ვეძებდი ჩემს შვილს, მოიყვანეს დიღმის სამმართველოში, ყელის არეში დაზიანებებით, ხელზე სიწითლეებით -ეკა ბესელია
ეკა ბესელიას შვილი, რატი მილორავა დააკავეს
შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ ქრთამის აღების ბრალდებით დაცვის პოლიციის თანამშრომელი დააკავა
გეკა გელაძემ სამეგრელოს რეგიონში შსს-ს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლებთან სამუშაო შეხვედრები გამართა
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა თბილისსა და ბათუმში ჩატარებული სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებების შედეგად უცხო ქვეყნის 32 მოქალაქე დააკავეს